“გვანცა მიყვარხარ” – ამ სახელწოდებით გავრცელდა დღეს ფეისბუქზე კლიპი, რომელიც ბათუმელმა შალვა მალაყმაძემ თავის შეყვარებულს მიუძღვნა. შალვა კლიპს ერთი თვის განმავლობაში იღებდა.
“შემოსავლების სამსახურში ვმუშაობ, მებაჟე ვარ და თავისუფალ დროს როცა გამოვნახავდი ვიღებდით ამ კლიპს, რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი და ასე შემდეგ მე ვარ, მონტაჟში დამეხმარა ჩემი მეგობარი. წუხელ 12-ის მერე დავდე ჩემი ფეისბუქის გვერდზე. როცა გვანცამ ნახა, რეაქცია ცოტა არაადეკვატური იყო. ვერ გაიგო, ეცინა თუ ეტირა, მერე კიდევ რამდენჯერმე ნახა,” – ამბობს შალვა.