ვის აღარ გაუფორმებენ საპროცესო შეთანხმებას

სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინში


„ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“- ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 29 აპრილს გამოაქვეყნებს. ეს არის საქართველოდან რიგით მეოთხე საქმე, რომელიც სტარსბურგში ზეპირი მოსმენით განიხილეს და მხარეებს სასამართლო პროცესზე მოუსმინეს. ამირან ნაცვლიშვილი საჩივარში წერს, რომ მას საპროცესო შეთანხმება იძულებით გააფორმებინეს. ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.  



სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ  გაზეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში

პოლიციელის დღე 6 მაისს აღარ აღინიშნება

 

მიმდინარე წელს პოლიციელის დღე აღარ აღინიშნება. 1 მაისიდან ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება, რომლითაც 6 მაისი, როგორც პოლიციელის დღე, გაუქმდება. 

 

გამგებელი ქობულეთის უმწეოთა სასადილოში

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ ქობულეთის უმწეოთა სასადილო მოინახულა და სასადილოს მესვეურებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 

ცხოველთა მოვლა-მოკვდინების წესები ბათუმში

 

„დაუშვებელია უპატრონო ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივი­ლის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით… ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოვე­ლისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით… აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა“

 

სახლში ჭერი ჩამოინგრა

 

გოგებაშილისა და კოსტავას ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის საცხოვრებელ ოთახში ჭერიდან ბათქაში ჩამოინგრა.  ინციდენტის დროს  ოჯახის უფროსი მურმან ხარაიშვილი დაშავდა. 

სახელმწიფო შესყიდვები და კორუფციის რისკები

 

“უფროსს რაღაცა მოუნდება, იტყვის ვიყიდოთ, შესყიდვების სპეციალისტი უპასუხებს ოკეი შეფ. ამის შემდეგ აცხადებენ ტენდერს და უწყება ყიდულობს დაუგეგმავად, რასაც მოყვება პრობლემები. ამიტომ ვამბობ, სახელმწიფო შესყიდვები კუნძული არ არის, ის აჩვენებს ფონს, რაც ქვეყანაშია”, – ასე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ტატო ურჯუმელაშვილი სახელმწიფო შესყიდვების პროცესს აღწერს. გასულ კვირას ის “ბათუმელებს” სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ესაუბრა.

 

 
 

სააღდგომოდ ტყუპებს დაეხმარებიან

 

სამი ტყუპი ბაჩი, უჩა, და საბა   2013 წლის 22 ნოემბერს 7 თვიანები დაიბანდნენ. ტყუპებს ბავშვთა კვების პროდუქტებით „ჰუმანა“ და „ბელაქტი“ ამარაგებს, თუმცა მამის  განმარტებით, კომპანიების მიერ მიწოდებული საკვები საკმარისი არ არის. ოჯახმა ბავშვების დაბადებასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროგრამის ფარგლებში   500 ლარი მიიღო.

 

 

ვინ ჩამოიტანს საკურას ბათუმში


საკურას შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩავარდა. განმეორებით ტენდერში კი კომპანია „ვანის სათბურებმა“ გაიმარჯვა. ბათუმში საკურას ხეივნის გაშენება დრამატული თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. თუმცა როგორც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე ამბობს, შესაძლოა საკურას ხეივნის გაშენების ადგილი ისევ შეიცვალოს.

“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

 

 

ჩემს ნამუშევარში ფულს არ მიხდიან და სამართალს ვერსად ვპოულობ. ჩემი ისტორია ასე დაიწყო – 2011 წელს ინვესტორი მოვიდა ხელვაჩაურში. მის კომპანიას baTum meat combinat-ი ჰქვია, პირადად მას – ტაირ ჩელეკი. ამ კაცს ჩვენს სოფელში თავის დროზე მოჰყვა ხელვაჩაურის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, ლევან ვარშალომიძეც იყო. გვითხრეს, რომ გვამუშავებდნენ მშენებლობაზე და გვამუშავეს კიდეც თითქმის ორი წელი. ჩვენი ოჯახიდან მე და ჩემი ბიჭი გურამ უზუნაძე ვმუშაობდით. 

პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

 

 

მარინა სიმონიშვილი ყოფილი პატიმრის ცოლია. მას უკვე თვეზე მეტია, რაც ბათუმის მერიასთან ახლოს საკუთარი საცხობი აქვს. “ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემი საქმე მქონოდა, 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, მაგრამ წლებია ძირითადი შემოსავალი სოციალურად დახმარება იყო, რომელიც ბოლოს საერთოდ შემიწყვიტეს”, – ამბობს მარინა. საცხობის გახსნა მან იმ პროექტის ფარგლებში შეძლო, რომელსაც ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – “დემოკრატიის ინსტიტუტი” და “თანაზიარი” ახორციელებენ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი ყოფილი პატიმარების, პატიმრების ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.

ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

 

თქვენი აზრით, რომელია ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? – ეს შეკითხვა ბათუმელ სკოლის მოსწავლეებს დავუსვით. გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლებაა. “ბათუმელები” რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებას გთავაზობთ ამ თემაზე.

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

 

განათლების მიღება საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლებლებში დღეს იმაზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. თუ არ გაქვს საკმარისი ფული საზღვარგარეთ წასასვლელად განათლების მიღება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. დისტანციური სწავლება საშუალებაა საკუთარი განათლების მენეჯმენტი თავად გაწიო და მინიმალური დანახარჯით მიიღო განათლება. არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა საგნის კურსები. მათ შორის ნაწილი ფასიანია, ნაწილი – უფასო. კურსების გავლის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და დიპლომის მიღებაც შესაძლებელია.

„შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”

 

მიდია რიგი 19 წლის ბათუმელი გოგოა, რომელსაც სჯერა, რომ კრივში ასპარეზობით შეძლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი


ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია, გამოცდები 26 ივნის დაიწყება და 16 ივლისამდე გაგრძელდება. საერთო სამაგისტრო გამოცდები შვიდი ივლისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ხელვაჩაურში დაკავებულების შესახებ ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის დროს  კანონდარღვევების გამო 9 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით, მათი ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ. ლელა ბჟალავასა და ირაკლი შავაძის ინფორმაციით გლეხების მიმართ სისხლის სამართლებრი დევნა მიმდინარეობს და დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

ხუთი კვერცხი და ერთი პასკა სოციალურად დაუცველებისთვის

 

ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ხელმძღვანელობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი პირებისთვის 10 ათას ლარამდე ღირებულების კვერცხი და პასკა შეისყიდა. სააღდგომო საჩუქარს უფასო სასადილოს 2221 ბენეფიციარი მიიღებს

ბათუმის მწვანე განზომილება

 

რამდენად შესაძლებელია ურბანული განვითარების მწვანე მიდგომის თეორიული პერსპექტივის საქართველოს რეალობაზე გადმოტანა –  ამ თემაზე დღეს ბათუმში მსჯელობდნენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დისკუსიას მწვანე ურბანულ განვითარებაზე, დაახლოებით ოცი ადამიანი  ესწრებოდა.  შეხვედრაზე  ბათუმში  არსებულ მწვანე პოლიტიკაზე და მის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრეს. 

აჭარის მთავრობამ ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს საინვესტიციო პირობები შეუცვალა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ბიზნესმენმა ირის ბორჩაშვილმა აჭარის მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებიდან მხოლოდ ერთი დაარღვია. მინისტრის განცხადებით, პირობის დარღვევის მიზეზი ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობა გახდა.  

გონიოს მიწების საკითხს 15-წევრიანი კომისია შეისწავლის

 

დღეს, 17 აპრილს, აჭარის მთავრობამ ახალი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი.  მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავით გაბაიძის განცხადებით, კომისიამ გონიოში სადავო მიწების საკითხი უნდა შეისწავლოს. კომისია 15 წევრისგან დაკომპლექტდება და მუშაობას მომდევნო სამშაბათიდან დაიწყებს.

457 300 ლარი სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში თებერვლიდან დღემდე 938 ვაუჩერია გაცემული. პროგრამა სულ 2 569 ბენეფიციარზეა გათვლილი და მასში ჩართვა 18 წლამდე ასაკის აჭარაში რეგისტრირებულ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ბავშვს შეუძლია. 

ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

 

 

გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ყოველთვის ძალიან მინდოდა. როცა გავიგე Mevlan-ას პროგრამის შესახებ, გადავწყვიტე ერთი სემესტრით მაინც მესარგებლა ამ პროგრამით. შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე, სასწავლებლად თურქეთში, ქალაქ სამსუნში, „19 მაისის“ უნივერსიტეტში გავემგზავრე.

ფესტივალი „ბათუმური გაზაფხული“ იწყება

 

დღეს ბათუმში  მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური გაზაფხული“ იწყება. ფესტივალის მასპინძელი  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრია. 

პატიმრის დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალებას სთხოვს

 

სოფელ მუხაესტატეში  მცხოვრები იაზგულ მჟავანაძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მიმართავს და ციხეში მყოფი შვილის შეწყალებას სთხოვს.  პატიმრის დედამ დღეს ამ თემაზე  ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ისაუბრა. 

ჯიფონის კინოფესტივალზე მონაწილეობის მსურველთა კონკურსი მოსწავლეებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილე ბავშვების შესარჩევ კონკურსს, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება. კონკურსის ფარგლებში ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულმა 21-მა საჯარო და კერძო სკოლამ სულ 40 ბავშვის განაცხადი წარმოადგინა. მეორე ტურში 35 ბავშვი გადავიდა. კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი მონაწილე ბათუმიდან, რომელთაგან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში გამართულ დასკვნით ეტაპზე ერთი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდება. 

გამწვანების აქცია ქედაში

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, „მწვანე მომავალის“ ფარგლებში, დღეს, 17 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის გაშენება იგეგმება. 

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს

 

ბათუმის საკრებულოს ფრაქციამ „ბათუმისათვის“, რომელსაც  საკრებულოს წევრი ნაზიბროლა ქობულაძე ხელმძღვანელობდა, სახელი  და ხელმძღვანელი შეიცვალა. ფრაქციას „ქართული ოცნება ბათუმისათვის“  დაარქვეს, ფრაქციის ახალი წევრი ჯუმბერ კობალაძე კი ფრაქციის ხელმძღვანელად აირჩიეს. ფრაქციამ ასევე ცნობად მიიღო მამული ჟღენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, რაც ავტომატურად იწვევს მისი ფრაქციის წევრობის უფლებამოსილების შეჩერებასაც. 

„ჰოლივუდი არც ისე შორსაა“

 

 

დათო მოისწრაფიშვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბში უკვე ცხრა წელია თამაშობს. პროფესიით მსახიობია, თუმცა დიდი ხანია შოუმენის როლი მოირგო. ამბობს, რომ თავს ყველაზე კომფორტულად სცენაზე გრძნობს, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულად ღელავს. შეუძლია: სიმღერა, ცეკვა, თამაში, ხუმრობა და ქეიფი. ფიქრობს, რომ ხელოვნების გარდა “ვერაფერში ვერ გამოდგება”.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

 

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღებს სასამართლოს განჩინებას საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

 

სხდომა 12 საათზე დაიწყება.

 

მალხაზ ფარტენაძეს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალდება თაღლიოთობის მცდელობით შეიცვალა. ის პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას  მისი მოადგილე ნუკრი სირაბიძე ასრულებს.

 

აჭარაში ფერმერები სასათბურე კონსტრუქციებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენენ

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სასათბურე კონსტრუქციის განაწილების პროცესს დაესწრებიან. 

ტრეფიკინგისა და თაღლითობის ჩადენაში ბრალდებულებულები

 

საქართველოს პროკურატურისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ორი ადამიანი  ტრეფიკინგისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ბათუმის მერიას პლაგიატისთვის შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

 

 

ლექსების გამოფენის  ფესტივალის იდეის ავტორი ზაზა ფირცხალაიშვილი ბათუმის მერიას პლაგიატში ადანაშაულებს.

ისევ გვისმენენ – ეს შენ გეხება

 

„ტყუილად გაქვს მაი ყურსასმენი ყურში, მაინც არ გესმის ჩვენი“ – ასე დაასრულა საყვედური „დიალოგში“ ამას წინათ ერთმა ქალბატონმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთან. საყვედური ციტრუსის ჩავარდნილ სეზონს შეეხებოდა. ჩინოვნიკი გვარწმუნებდა, რომ სეზონი წარმატებული იყო. 


<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >

მტირალას ეროვნული პარკი დღეს

 

2014  14 აპრილის მონაცემებით  მტირალას ეროვნულ პარკს 1048 ვიზიტორი სტუმრობდა. მათ შორის 127 უცხოელი ტურისტი იყო. გასული წლის მონაცემებით კი დაცული ტერიტორია 1014 – მა პირმა დაათვალიერა, მათ შორის 91 უცხოელი ტურისტი იყო. 

ვინ იქნება სიაში პირველი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების მიუხედავად, პარტიების უმეტესობა ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, ვინ ეყოლება საარჩევნო სიების პირველ ნომრად და ვინ მაჟორიტარობის კანდიდატებად. აჭარის მასშტაბით სიები დასაკომპლექტებელი აქვთ როგორც ბათუმში, ისე ხუთივე მუნიციპალიტეტში. 

ბათუმის სამშობიარო სახლი უსტატუსო, ღარიბ ქალებს უფასოდ მოემსახურება

 

 

სოციალურად დაუცველ ქალებს, რომლებიც  სამედიცინო პროგრამებით ვერ სარგებლობენ,  „ბათუმის სამშობიარო სახლი“ უფასოდ მოემსახურება. შეთანხმებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა ნუგზარ სურმანიძემ და სამშობიაროს დირექტორმა ლამარა ჩაზმავამ დღეს მოაწერეს ხელი.  

Exit mobile version