მინდა ყველა ქართველს საქართველოში მცხოვრებთ თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფთ მივულოცო ქართული ენის დღე. ეს ჭეშმარიტად ეროვნული ღირებულების დღესასწაულია.
ბათუმელები
მინდა ყველა ქართველს საქართველოში მცხოვრებთ თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფთ მივულოცო ქართული ენის დღე. ეს ჭეშმარიტად ეროვნული ღირებულების დღესასწაულია.
მურად (შოთა) გორგაძის ოჯახი დათა ახალაიას დასჯას მოითხოვს. საგამოძიებო უწყებებს ისინი მიმართავენ, რომ საქმეზე დროულად დასრულდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.
დღეს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – “სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“, ბრიფინგი გამართა.
საზოგადოება მიეჩვია, რომ უსმენენ და უთვალთვალებენ. ხშირად გამიგონია ჩვენი ინიციატივის ოპონენტებისგან, დიდი ამბავი, მომისმინონ, ნეტა რა უნდა ვთქვა ასეთიო. თუ ადამიანები არაფერს აკეთებენ და ამბობენ ისეთს, რომ ჩასაფრებულ „უფროს ძმას“ არ აინტერესებს და არ უყურადებს, ძალიან ცუდია, ე.ი. ადამიანებს არ აქვთ საინტერესო საზოგადოებრივი ცხოვრება. არანაკლებ ცუდია, თუკი ადამიანი აქტიურია, ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ ისაუბროს ამის თაობაზე. ორივე ეს ფორმა ჩაკეტილი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
<!** Image 1 align="left" alt="ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება" sub="ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება" width="300" height="600" >
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანა არც მოქმედი და არც მომავალი წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი არ უნდა გახდეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიწვევით, უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ კიევში იმყოფება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის პირველი სამი თვის სტატისტიკის მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების პოპულარული სახელების ოცეული გამოვლინდა.
ბათუმის სანაპირო ზოლში, ჭოროხის დელტიდან ბათუმის კონცხამდე არსებულ 7- კილომეტრიან მონაკვეთზე, აღდგენითი სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდება. მანამდე სარფში სანაპირო ზოლს ტალღმტეხი ნაგებობებით ე.წ. ტეტრაპოდებით გაამაგრებენ, რისთვისაც მთლიანობაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე გრძელდება სანაპირო ზოლის ინერტული მასალით გამოკვებაც.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მრავალფუნქციურ მოტობლოკებს ტენდერში გამარჯვებული ფირმები „D&S CROUP “-ი და „აგროინვესტსერვისი“ იტალიიდან შემოიტანენ.
სამთავრობო სტრუქტურებს აჭარაში თავიანთ ვებგვერდებზე ჯერ კიდევ არ აქვთ გამოქვეყნებული ის ინფორმაცია, რის გამოქვეყნებასაც მათ საქართველოს მთავრობის დადგენილება ავალდებულებს. ზოგიერთი სამთავრობო სტრუქტურა დაკისრებულ მოვალეობას პერიოდულად ასრულებს, ოღონდ ხშირად არასრულად. ეს სტრუქტურები წერილობით გამოთხოვილი ინფორმაციის დასამუშავებლად, უმეტეს შემთხვევაში, ათდღიან ვადას იყენებენ, ათი დღის შემდეგ კი მოწოდებული პასუხი ხშირად არასრულია.
დღეს, 14 აპრილს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ზოიძე, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაუტარა მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
„სამართლებრივად გაფრთხილება არ მიმიღია, რომ ქვეყანა არ უნდა დამეტოვებინა. არ მეგონა თუ ეს ამბავი სასამართლომდე მივიდოდა, სამუშაოდ გემზე ვიყავი წასული“, – უთხრა მოსამართლეს მეზღვაურმა, რომელიც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. მას მოსამართლემ ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა ბრალდებული ამ დრომდე სასამართლოში საქმის განხილვას.
ბათუმის ისტორიულ ნაწილში სადარბაზოების კარებისა და ჭიშრების რესტავრაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 18 სადარბაზოს კარისა და 18 ჭიშკრის რესტავრაციაა გათვალისწინებული. ის ჭიშკრები და კარები, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ახლით იცვლება. ამ ეტაპზე, 36 სადარბაზოს კარი და 37 ჭიშკარი უნდა შეიცვალოს.
ყოველწლიურად, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ენას – ამის შესახებ „ბათუმელები“ ფილოლოგ ანა ჭაბაშვილს ესაუბრა.
14 აპრილიდან 25 მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც აჭარის მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები , მიიღებენ მონაწილეობას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო ტესტირებ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ტესტირება დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან ჩატარებულ აქციას ეხმაურება. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი აქციას, ” ჩვენ ვირჩევთ ევროპას” ვიდეო რგოლით გამოეხმაურა.
ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, რომელსაც იქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურებიცაა განთავსებული. საუბარია 4785 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რომლის საწყისი ღირებულება 400 ათასი ლარია.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში, სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ტესტირებაში სულ 67 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის სპორტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ქათამაძე.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ქალაქის ბაღებისთვის ტელევიზორების შეძენას აპირებს. გაერთიანებამ ტენდერი 11 აპრილს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს კი 17 აპრილს გამოავლენენ. ტელევიზორების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 40 ათასი ლარია.
ნაზი კახიძე მასწავლებელია. ის ბათუმში ცხოვრობს, კომახიძის ქუჩაზე. მის მშობლებს კი საკუთარი სახლი ოსტროვის ქუჩაზე ჰქონდათ. როცა მშობლები გადაასახლეს, ის დაბადებული არ იყო. დედა, ზოია კვირიკაშვილი, მასზე ფეხმძიმედ იყო და 1952 წლის იანვრის ცივ ღამეს ყაზახეთში, სოფელ მაიაკის ერთ პატარა ბარაკში გააჩინა გოგონა. „მთელი ღამე იარეს სოფელში, რომ „კერასინკისთვის“ ერთი ლიტრი ნავთი ეშოვნათ. თითქმის ცივ წყალში მაბანავეს ახალშობილი. ალბათ ამიტომ ვეგუები სიცივეს ადვილად“, – გვეუბნება ნაზი.
ბათუმში კვერცხების სროლისთვის დაკავებულ პირს მერაბ ღოღობერიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მერისის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მოყვარე” რამდენიმე წელია დაფინანსების გარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლს სახელმწიფო სერტიფიკატიც აქვს და სპეციალისტები მისი რეპერტუარითაც ინტერესდებიან, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ანსამბლის წევრებისთვის ხელფასი ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია სამთავრობო სტრუქტურებისგან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტი არ გაჩერებულა; აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დაიწყოს; გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაგავსაყარის მშენებლობისთან საჭირო გეზშ-ს დასამტკიცებლად მათთვის ჯერ არ მიუმართიათ. სახელმწიფო აუდიტი კი პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის აუთვისებლობის გამო, სასესხო ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის არამიზნობრიობაზე საუბრობს.
საქრთველოს ენერგეტიკისა და წყალმომარგების ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებით ელექტროენერგიის განაწილების ნებისმიერი ლიცენზიანტი (ენერგოკომპანია) ვალდებულია უზრუნველყოს ქოლ-ცენტრში (24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი) მომხმარებლის შემომავალ ზარზე პასუხი მისი დაფიქსირებიდან 30 წამის განმავლობაში; მომსახურების კომერციული ხარისხის ამ სტანდარტის შესასრულებლად შემოსული ზარების 80 პროცენტს პასუხი უნდა გაეცეს დროულად.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა. ბათუმის მერის პოსტის დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ექიმი გიორგი დიასამიძე იბრძოლებს. დღესვე ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის დროს სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 9 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული ფაქტის გამო იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
13 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “მწვანე მომავლის” ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყობა.
ბათუმი სარფის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გონიოს ციხესთან 3 საათზე მეტხანს იყო გადაკეტილი – გაიხსნა. გზის გადაკეტვის მიზეზი აქცია იყო, რომელსაც გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნების მოთხოვნით მართავდა. გზის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.
გონიოში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ხაბაძის განცხადებით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით, განიხილავს.
გონიოში ამ წუთებში ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. გონიოში მცხოვრები 200-მდე ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვს. აქციაზე გონიოს მცხოვრებნი ბავშვებთან ერთად არიან მისულნი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) და სატელეკომუნიკაციო ხარჯებში ქალაქ ბათუმის საკრებულომ გასულ წელს მთლიანობაში 35 800 ლარზე მეტი დახარჯა.
ამ წუთებში გონიოში საპროტესტო აქცია იმართება. გონიოს მცხოვრებლები ხელისუფლებას კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით მანამ არ დაიშლებიან, სანამ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართქილაძის ბრძანებით მიმდინარე წლის 14 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ძირითადი საკითხები ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხება.