პრესკონფერენცია დროული აივ/ტესტირების მნიშვნელობაზე

 

 

29 მაისს, 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება  „რეალური ხალხი რეალური ხედვა“ გამართავს პრესსკონფერენციას, რომელიც ეძღვნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დროული აივ/ტესტირების მნიშვნელობას. პრესკონფერენციაზე ფართოდ გააშუქებენ რეგიონალურ აქციას „უთხარი მეგობარს“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მასშტაბით, აივშიდსის მაღალი გავრცელების ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში რამდენჯერმე განხორციელდა აივ ტესტირების კვირეული. 

ვინ დააჯილდოვა აჭარაში საქართველოს მთავარმა პროკურორმა

 

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურორები „ერთგულად ემსახურებიან“ კანონს.  

საინფორმაციო შეხვედრა თვითმართველობის არჩევნების თემაზე

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს ტარდება. არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით ჩატარდება. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ ცლილებებზე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

ბათუმის მერია არჩევნებში მონაწილე პარტიებს აფრთხილებს

 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს  წერილობით აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი არასათანადო ადგილებში განთავსებულ საარჩევნო პლაკატებს არ ჩამოხსნიან, დაჯარიმდებიან. ამის თაობაზე დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გოჩა ძნელაძემ ისაუბრა. 

კონკურსი პროექტისთვის “ბათუმის ეზოს ამბები”

 

ორგანიზაცია „Micro-ფონი“ აჭარის ა. რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლისთვის, საქართველოში მცხოვრები ხელოვანებისთვის, აცხადებს კონკურსს საჯარო ხელოვნების პროექტში, „ბათუმის ეზოს ამბები“,  მონაწილეობის მისაღებად.  

ლაბირინთში გზააბნეულის ფიქრები

 

თქვენთვისაც ნაცნობი იქნება გადაღლილობის ან ცუდად ყოფნის დროს თავში გაელვებული აზრი –  „სახლში მინდა!“ მე მშურს იმ ადამიანების, „სახლში მინდას“ გაფიქრებაზე ზუსტად რომ იციან, სად უნდათ ყოფნა, ზუსტად რომ აქვთ განსაზღვრული, სად არის მათი სახლი.

მე ვიბნევი საკუთარ თავში, როდესაც გავიფიქრებ, რომ სახლში მინდა.

  

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

 

 

არტერიული ჰიპერტენზია – ანუ არტერიული წნევის მომატება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებებით იყოს განპირობებული ან ცალკე, იზოლირებულად ჩამოყალიბდეს და თავად გახდეს სხვა დაავადების მიზეზი. როდის, რა მიზეზებით იმატებს არტერიული წნევა და როგორ ვაკონტროლოთ იგი, ამის შესახებ ბათუმელებს კლინიკა „კარდიო სერვისი XXI“-ის დირექტორი,  კარდიოლოგი გოჩა აბაშიძე ესაუბრა.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი: „მე ვარ კარენოი ბათუმელი“

 

მურნამ ბერიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პასუხობდა 27 მაისს, ონლაინგადაცემა „შეუზღუდავ სივრცეში“ ჟურნალისტის შეკთხვებს. იგი მერობის კანდიდატად „ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “მემარცხენე ალიანსმა”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და „ქართულმა დასმა” წარადგინა.

ნინო ბურჯანაძემ კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, რომ მას ბათუმში განსაკუთრებული მოგების შანსი აქვს. როგორ აპირებს  ამ იმედის გამართლებას ბათუმის მერობის კანდიდატი მურმან ბერიძე ამ პარტიიდან? მერობის კანდიდატი კითხვას ასე პასუხობს: “შანსი ის არის რომ, მე პირადად ვარ ძირძველი ბათუმელი, აჭარელი პიროვნება ვარ, კარენოი ბათუმელი”. 

რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის  სამსახურის  რეკომენდაციით, ეკონომიკური ღირებულების მქონე სახეობების – ძმერხლისა და ხარიშუბლას მოპოვება დროებით უნდა შეიზღუდოს. ამ მცენარეებს ძირითადად აჭარის მთებში აგროვებენ ზაფხულობით.

 

ქალის მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობის მიზეზები – ნიმფომანია

 

მცდარი წარმოდგენების გამო, მამაკაცები ხშირად ოცნებობენ ნიმფომან ქალთან ურთიერთობაზე, რადგანაც არ იციან, თუ რა რთული და მტანჯველი პათოლოგია იმალება ქალის ამ დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილების მიღმა.

საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნების უნივერსიტეტში

 

დღეს, 28 მაისს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. კონფერენციის თემაა: “კულტურა და ხელოვნება: ტრადიცია და თანამედროვეობა”.  კონფერენციაში გერმანიის, ლატვიის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების  პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები მონაწილეობენ. 

მწერდამჭერი ხაფანგები აჭარის ტყეებში

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარაში ტყის მავნებლებთან ბრძოლისათვის  6 ათასი მწერდამჭერი ხაფანგი შეიძინა. ხაფანგებს ქობულეთის, ხულოსა და შუახევის ტყეებში 25 მაისის შემდეგ განათავსებენ. აჭარის  სატყეო სააგენტო ამ გზით წიწვოვანი ხეების მავნებლებისგან დაცვას ცდილობს. 

ინიციატივა შშმ პირთა მშობლების საპენსიო ასაკის შემცირებაზე

 

პარტნიორი ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების დასახმარებლად ინიციატივით გამოვიდნენ. მათთვის საპენსიო ასაკის შემცირებას ითხოვენ. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

სამოქალაქო სამართალი – პრობლემა, რომელსაც უნივერსიტეტი ვერ აგვარებს

 

 

ბათუმის უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის მსურველ სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამაზე მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: სისხლის სამართალსა და საჯარო სამართალს შორის. უნივერსიტეტში აკრედიტაცია გავლილი არ აქვს სამოქალაქო სამართლის სამაგისტრო პროგრამას, მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებენ. სტუდენტებმა, რომელთაც სურთ მაგისტრის ხარისხის მოპოვება სამოქალაქო სამართალში, თბილისის უნივერსიტეტებში უნდა გააგრძელონ სწავლა.

ვაჟა ვერულიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მისი უფლებების დარღვევაზე


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ვერულიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაჟა ვერულიძე მიიჩნევს, რომ  იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში  საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ ხშირად იმარჯვებენ, მისი სახელისა და გვარის მოხსენიებით ორგანიზაციამ მისი უფლებები დაარღვია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ ჭკადუას განმარტებით კი, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებულია და ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.

ბათუმში პრემიერისთვის ემზადებიან

 

30 მაისს ბათუმის დრამატულ თეატრში  პრემიერა გაიმართება.  „მაკბეტის“ დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. 

საჯარო სკოლების პირველ – მეოთხე კლასებში სწავლა მაისის ბოლომდე არ განახლდება

 

ვირუსული ინფექციის, მენინგიტის გახშირებული შემთხვევების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, თვის ბოლომდე მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასების ჩათვლით იქნება შეწყვეტილი.

როგორ აღნიშნეს ქედაში დამოუკიდებლობის დღე

 

დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს აჭარის მაღალმთიანეთში. საზეიმო ღონისძიება ქედაში დილიდან სპორტული შეჯიბრებით დაიწყო. ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, ქედის სპორტსკოლაში  რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ფრენბურთში. 

ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, საღამოს გალა კონცერტით დასრულდება. 

 

კონცერტში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: „ბათუმი“, „დაიმონდსი“, „ნოტა“, „ჯეო პლანეტი“ და მომღერლები: სოფო ხალვაში, ლუკა ზაქარიაძე, სოფო ერგემლიძე, კახა ცისკარიძე და ხანუმები.

 

 

დამოუკიდებლობის დღეს გამართული სპორტული შეჯიბრებები

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში  საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ახალგაზრდა ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრა, გამოვლინდა გამარჯვებული სამი გოგო და სამი ბიჭი.

 

6 მაისის პარკში ჩატარებულ შეჯიბრებაში, მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ზურა თავბერიძემ მოიპოვა, 70 წონით კატეგორიაში კი გოგიტა ხიმშიაშვილმა.

 

 ბათუმის ყინულის სასახლეში კი ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ჩატარდა.

ჩემი ევროპული დღიურები

 

საუკეთესო – ეს ის სიტყვაა, რომელიც პირველად მომდის თავში, როდესაც ვიხსენებ ჩემი ცხოვრების გასულ ნახევარ წელიწადს. მართლაც, ეს იყო საუკეთესო დღეები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვცხოვრობდი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქში, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე საუკეთესო უნივერსიტეტში და დროსაც საუკეთესოდ ვატარებდი. უფრო უკეთ რომ გაგარკვიოთ იმაში, თუ რატომ ვიყენებ ერთ წინადადებაში ამდენჯერ სიტყვა „საუკეთესოს“, გეტყვით, რომ გასული ნახევარი წელიწადის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ბელგიაში, ქალაქ გენტში, სადაც ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მოვხვდი.  

 

ბათუმის მერია სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

 

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახური, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 234 ათასი ლარია გამოყოფილი. 

გზა საიადან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

 

  

„რეალური ცვლილებები ყველა მიმართულებით“, – ეს „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ თავბერიძის საარჩევნო გზავნილია. ის ბათუმის მესამე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ზურაბ თავბერიძე ბოლო წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, არასამთავრობო სექტორიდან წამოსვლის შემდეგ კი, სამ თვეში კახა კუკავას პარტიის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.  

გაზეთი „ბათუმელები“ 13 წლისაა

 

 

2001 წლის 26 მაისს გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი გამოვიდა.  გაზეთი დაარსდა  რამდენიმე ენთუზიასტი ჟურნალისტის მიერ, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსები, მაგრამ სწამდათ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოქალაქეებისთვის. 

ბათუმისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

 

26 მაისს, რუსთაველისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში, ბათუმისთვის დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

 

ამ წუთებში, ბათუმში სანაპიროზე, „იახტ კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.

ტანკები, ყუმბართმტყორცნები, ხვემეხები და სხვადასხვა აღჭურვილობა.

  

ბათუმში 26 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო გახსნა გადაიდო

 

ბათუმის მერიის მიერ დღის 12 საათისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გახსნა გადაიდო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე უნდა გამართულიყო.

საქართველო ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას  (19%) და თურქეთს (14%).

 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ფორმა №3 რეცეპტებთან დაკავშირებით

 

სამედიცინო დაწესებულებები, სამ ივნისამდე, ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე გამოწერის პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვის გეგმა-გრაფიკი წარადგინონ.

საჯარო დებატები ბათუმში: “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”

 

პარასკევს, 30 მაისს, 18:00 საათზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს. დისკუსიის თემაა “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”.

თხილნარის მოსახლეობა ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვს

 

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის ცენტრში 150–მდე ოჯახია შეკრებილი, რომლებიც ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვენ.

გიორგი ერმაკოვი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: “ეს ცოტა ისეთი თემა არის ჩემთვის”

 

 პირველ შეკითხვაზე გრძნობს თუ არა ის უპირატესობას როგორც სახელისუფლებო კანდიდატი პასუხობს : “როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის განვითარებაზე და დემოკრატიის მაღალ დონეზე, რაც განსაკუთრებით წლევანდელ არჩევნებს შეეხება, როდესააც ბარიერი ისეთი მაღალია, რომლის გადალახვაც ყველა კანდიდატისათვის თავისთავად სირთულე იქნება, თავისი საპროგრამო გამოსვლებიდან გამომდინარე, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლობა ქმნის გარკვეულ უპირატესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით, ამიტომ ვთვლი რომ ყველა კანდიდატი თანასწორ პირობებშია.”

 

“რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით“

 

ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია, უფრო სიცოცხლისთვის აუცილებელი, ვიდრე ჰობი. მუსიკის მსგავსად ბუნება უყვარს, იქ თავისუფალია, თავისუფლებას კი გიორგი ბერიძე ყველაზე მეტად აფასებს. გიორგი 22 წლისაა, იგი მუსიკალური კონკურსის – “მაგთი ფანის”  გამარჯვებულია და ამჟამად “X ფაქტორში” მონაწილეობს. 

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

 

პრაღა. 1968 წელი. დუბჩეკის რეფორმებით განაწყენებულ საბჭოთა კავშირს ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეჰყავს. გაზაფხულია, პრაღის გაზაფხული.

ვინ იასპარეზებს ევროპის ოლიმპიადაზე

 

აჭარაში ჩოგბურთს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი თამაში 1908 წელს მანგანუმის მრეწველთა მიერ მოწყობილ კორტებზე ჩატარებულა. დღესდღეობით კი ბათუმში ჩოგბურთის სამი კორტი და 16 მოედანია, აქედან 14 ღია, ხოლო ორი – დახურული. კორტებზე 210-ზე მეტი აღსაზრდელი ვარჯიშობს. მათ შორის აჭარის ნაკრების წევრები.

,,პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დაიხოცება’’

 

სოფელი ზვარე ქედის მუნიციპალური ცენტრიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. მთაზე შეფენილი სოფლის ცენტრი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან ახლოსაა. მაგისტრალთან, სადაც გზა სოფელში შედის, ხის ფანჩატურია. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ფანჩატურში ზვარელებთან ერთად სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული, სამარშრუტო ტაქსის მომლოდინე მოქალაქეები იყრიან თავს და ტრანსპორტის მოსვლამდე სოფლისა და ქვეყნის ამბებს განიხილავენ.

Exit mobile version