დღეს, 9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად უნივერსიტეტის ეზოდან გაემართნენ. სტუდენტებს მეგზურობას თვითმართველობის წევრები უწევდნენ, რომელთა ინიციატივითაც სტუდენტები საზაფხულო თეატრთან შეჩერდნენ, სადაც მათ „ქართული ოცნების“ მაისურები დაურიგეს.