დღეს სოფელ კირნათში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი იმყოფებოდა.
მან მოსახლეობას განუმარტა, რომ თურქი ჯარისკაცების მხრიდან საზღვრის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამ მხრივ საშიშროება არ არსებობს.
„ზურაბ გამეზარდაშვილი ხალხს გაესაუბრა და შეეცადა დაემშვიდებინა ისინი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში სოფელ კირნათის რწმუნებულმა.