რამდენიმე საათის წინ, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა.
ბათუმელები
რამდენიმე საათის წინ, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა.
“ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო სიაში პირველი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. აჭარის მთავრობაში ის ერთ-ერთ გავლენიან პირად მიიჩნევა. “ოცნებაში” მას ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებენ. თუმცა ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. ამ თანამდებობაზე “რესპუბლიკელები” მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავენ.
ამ წუთებში ხახულის ქუჩის 100 ნომერში, ციხის ასასვლელთან სოციალურად დაუცველები იკრიბებიან. ისინი მსვლელობას ბათუმის ციხემდე აპირებენ.
მაჭახლის თემში, კულტურის სახლის შენობას კაპიტალური რემონტი უტარდება. უკვე დამონტაჟებულია გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 25 773 ლარია გამოყოფილი.
26 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
“ეკონომიკური პოლიტიკის ექსტპერტთა ცენტრის” სპეციალისტების მიერ, რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად ჩატარებული, სამთვიანი კვლვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიუმი რეალურად, 317 ლარი უნდა იყოს და არა 150 ლარი, როგორც ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს დათვლილი.
დღეს, 22 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობიოს დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ევროპის მოედანზე (11.00-19.00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.
22 მაისს ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, უდედმამოდ დარჩენილ რვა ბავშვზე მზრუნველობა სახელმწიფომ აიღო.
დღეს დილით, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მოკლული ქალის მეუღლე, სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ოჩხამურის რწმუნებულმა როლანდ ბერიძემ განუცხადა.
გოჩა გუგუნავა სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ის საკუთარ თავს მენეჯმენტში გამოცდილ ადამიანს უწოდებს. ის ამბობს: „ჩემი მოღვაწეობა არასდროს ყოფილა პოლიტიკური. დღეს, რასაც ვუყურებ კანდიდატებს, პოლიტიზირებულები არიან. ლაპარაკობენ ერთს, აკეთებენ – მეორეს“.
დღეის მონაცემებით ბათუმში მოზარდებში მენინგიტის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ წუთისათვის ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ 8 ბავშვია ჰოსპიტალიზირებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობამ ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებზე მოკვლეული ინფორმაცია წარმოადგინა.
წინასწარი ინფორმაციით ოჩხამურში წუხელ ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლულ ქალს მეუღლესთან 8 შვილი ჰყავდა, აქედან უფროსი 14 წლის არის, უმცროსი – 9 თვის. ამ წუთებში რვავე ბავშვი პოლიციაში ჰყავთ. მათთან არიან სოციალური მუშაკებიც. ბავშვებს, სავარაუდოდ, დღესვე წაიყვანენ სოფლიდან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ბათუმში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნავენ.
წუხელ გვიან ღამით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ბაღსა და საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა. სწავლის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევებია.
“ბათუმელების“ ვებგვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „მიწები 1 ლარად, მშენებარე ჰესებისთვის“, რომელიც ძირითადად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებას ეყრდნობოდა, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გამოეხმაურა. კომპანიის განმარტებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.
დღეს “კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრი” თითქმის ერთადერთი იყო, რომელმაც ეს დღე ბათუმში განსხვავებულად აღნიშნა: სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოზარდებმა პრესკაფეში გამოფინეს შესაბამისი ქვეყნების კერძები, რითაც მოგვიანებით მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მოზარდები ამბობენ, რომ კერძები ინტერნეტში განთავსებული რეცეპტების დახმარებით მოამზადეს.
21-27 ივნისს Street art“-ის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები ბათუმში ათ კედელს მოხატავენ. სწორედ ამ დროსთვის იგეგმება „მირიქალ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე გალერეის – „41/41“-ის გახსნა.
<!** Image 1 align="left" width="500" height="512" >
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას მიერ, აჭარის მთავრობის სამივლინებო და სოციალურ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, აჭარის მთავრობის აპარატი პასუხობს.
21 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მარიამ გამგონეიშვილი და დავით თითმერია მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მარიამმა აჭარის ჩემპიონობა 100 მეტრზე, ხოლო დავითმა 200 მეტრზე გარბენში მოიპოვა. მარიამი ჩვიდმეტი წლისაა, დავითი – თხუთმეტის. მათ პირადი მწვრთნელები გაკვეთილების შემდეგ ავარჯიშებენ. მარიამს – კახა ვაჩეიშვილი, ხოლო დავითს – ზაურ ქავზინაძე წვრთნის. მწვრთნელები ამბობენ, რომ ქვაზე დიდხანს სირბილი ორგანიზმს აზიანებს, თუმცა სპორტსმენებისთვის სხვა საშუალება დღეს არ არსებობს. მარიამი და დავითი ბულვარში, ან 6 მაისის პარკში ქვაფენილიან ბილიკებზე დარბიან.
<!** Image 1 align="left" width="300" height="478" >
<!** Image 1 align="left" width="300" height="1683" >ღორჯომის ცენტრში არსებულ კულტურის სახლში შეიკრიბნენ გასულ კვირას ღორჯომელები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ იმსჯელეს. შეკრებას არც ერთი ქალი არ ესწრებოდა.
მეთევზეები, რომლებიც აჭარის სოფლებში კალმახს აწარმოებენ, ამბობენ, რომ საქმის გაგრძელებას აზრი ეკარგება – ერთი კილოგრამი კალმახის ფასი ბაზარზე თითქმის იმდენივეა, რაც მისი წარმოებისთვის იხარჯება. სახელმწიფო პროგრამა დარგის განვითარების ხელშეწყობას არ ითვალისწინებს, ადგილობრივი მეწარმეები კი ამბობენ, რომ მათ პროდუქცია ექსპორტზე შემოსულ იაფ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევს.
მისი მოსწავლეები ამბობენ, რომ „ნინო მასწავლებელი განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად უყვართ“. თვითონ ამბობს, რომ მოსწავლეების სიყვარული მათი გაგებით და პატივისცემით დაიმსახურა. „ბათუმელები“ ნინო რუსეიშვილზე მოგითხრობთ – ფიზიკის მასწავლებელზე, რომელიც 40 წელია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის.
ყოფილი ფოსტის შენობასთან მცხოვრები გეგენავების ოჯახი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უჩივის და იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რის თანახმადაც შპს „აქტივ ბათუმმა“ ყოფილი ფოსტის შენობის რესტავრაცია და 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყო. ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მშენებლობით დაირღვა მესაკუთრის უფლება, კომპანია „აქტივ ბათუმმა“ კი პროექტის პირობები დაარღვია. მშენებელი საქმეში მესამე მხარედ არის ჩართული.
<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >
ჯუმბერ თავართქილაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გადაცემა „შეუზღუდავ სივრცეს“ სტუმრობდა. მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის, „საქართველოს საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევას“ ჰპირდება.
არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი გეგმავდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის შემდეგ კი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“ საგანგებოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დააარსა. ამ გაერთიანების სახელით 46 წლის მერაბ ხიმშიაშვილი ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს. რას ჰპირდება ამომრჩეველს არჩევის შემთხვევაში? – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="508" >
ხულოს მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება. 24 მაისს სხალთის თემში მცხოვრებთ საშუალება ექნებათ უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიარონ და გამოკვლევები ჩაიტარონ.
ტერიტორიაზე, რომელიც ქობულეთში თავისუფალ ტურისტულ ზონად მთავრობამ გამოაცხადა, აიეტის ქანდაკება ინგრევა.
ქობულეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ქანდაკების შესაკეთებელი თანხა არ აქვთ.
,,ერთი დღე მუზეუმში” – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაჭახლის ისტორულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მუზეუმში მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული. იგი ყოფილი მეჩეთის შენობაში არის განთავსებული.
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება“ – აღნიშნულია „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 მაისის ბრძანებაში.
საქართველოს მთვრობის მორიგი გადაწყვეტილებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 ლარად, 318 ათასი კვ/მ მიწის ფართობი გადაეცა.
აჭარის ტელევიზიის ორი წამყვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. თენგიზ აფხაზავას აჭარის ტელევიზიაზე ყოველკვირეული გადაცემა „ეკონომიკური სტრატეგია“ მიჰყავდა, ხოლო ნათია თავდგირიძეს „ერთი დღე სოფელში“.
თენგიზ აფხაზავა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იბრძოლებს, ნათია თავდგირიძე კი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“.
საერთაშორისო კამპანია “ევრომელანომის” ფარგლებში, კანის კიბოს და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით 19-დან 25 მაისამდე, საზღვაო ჰოსპიტალში ჩატარდება დერმატოლოგების და ონკოლოგების უფასო კონსულტაციები.