დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ივნისი „მწვანე თვედ“ გამოცხადდა საქართველოში. იდეის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამაა (UNDP).
კამპანიის სლოგანია “ჩემი გარემო”. ივნისში, მთელი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.