ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის 43 ნომერში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი, რომლებიც შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდნენ.
ბათუმელები
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის 43 ნომერში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი, რომლებიც შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდნენ.
ოზურგეთი – ქობულეთის დამაკავშირებელი გზა სოფელ ქაქუთთან რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ძლიერმა ქარმა მაგისტრალზე ხეები წააქცია და გზა ჩაიკეტა.
„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ – ადგილი, სადაც მისვლა მიხარია! ადგილი, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი აქტიურ მოქალაქედ, ადგილი, სადაც ვისწავლე თანადგომა, მეგობრობა, გუნდური მუშაობა და კიდევ მრავალი. საქართველოში მსგავსი ახალგაზრდული ცენტრი კიდევ თორმეტია. რომ მკითხონ რით გამოირჩევა თქვენი ცენტრიო, აუცილებლად ვუპასუხებდი მოკლედ – ყ ვ ე ლ ა ფ რ ი თ!
<!** Image 1 align="left" alt="ლელა შარაძე" sub="ლელა შარაძე" width="300" height="470" >
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში ორ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ერთი სახლი ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარეობს, მეორე კი მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის შენობაა. ორივე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ და ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისათვის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები წარმოადგინეს.
სოფიო კობალაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და უმაღლესი საბჭოსაგან სახელფასო განაცდურის მიღება მოითხოვა.
დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ივნისი „მწვანე თვედ“ გამოცხადდა საქართველოში. იდეის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამაა (UNDP).
დღეს სოფელ კირნათში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი იმყოფებოდა.
პარასკევს, 6 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“ თხრობითი პერფომანსების ფესტივალს იწყებს, რომელიც „პრესკაფეში“, 5 კვირის განმავლობაში გაიმართება.
ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი და მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი თვითმმართველობის არჩევნებზე ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქზე“ დღეს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა.
დღეს, 4 ივნისს, ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს „ნაცმოძრაობის“ ბათუმის ოფისში თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში მის ბრალდებას „აბსოლუტურ ტყუილს უწოდებენ“.
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ სამეულში მოხვედრილ კანდიდატებს საკრებულოში შესვლის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენებს. სიის პირველი ნომრები კი გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად განიხილებიან.
4 ივნისიდან უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიაფრენები იწყება. ფრენებს ის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც აჭარის მთავრობასა და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს შორის გაფორმდა.
ბათუმში 30 მაისს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვლილია. დღეიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების და საცხოვრებელი კორპუსების აღდგნეთი სამუშაოები დაიწყება. გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ გუშინ მიიღო.
წელს ტურისტებს აჭარის მასშტაბით 252 სასტუმრო მოემსახურება, რომლებიც ჯამში 10 995 ადამიანს დაიტევს. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტურისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ადგილები, სასტუმროების არსებულ რაოდენობას კი წელს მხოლოდ სამი სასტუმრო ანუ სამოცამდე ადგილი შეემატა.
რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ღარიბი და უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად? ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს, მარი წერეთელს ესაუბრა.
ჩოხატაურის ცენტრში შეჯიბრება ჩატარდა „წყვილთა რბოლა ჩქაროსნულ მანევრში რეგიონებს შორის“. რბოლაში ბათუმიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან, ფოთიდან, ლანჩხუთიდან, სამტრედიიდან, ჩოხატაურიდან, თბილისიდან 15 მრბოლელი მონაწილეობდა.
დღეს, 3 ივნისს, ქედაში ღვინის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა ქარხნის მშენებელ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩხაიძესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიიღო.
შპს „სანდასუფთავება“ ბათუმის მერიის პროგრამის – „ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაციის მომსახურების“ – ფარგლებში მავნე მწერებისა და მღრღნელების განადგურების სამუშაოებს ატარებს. სახლების სადარბაზოები და სარდაფები დღეს სპეციალური ხელსაწყოთი ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსების სადარბაზოებსა და სარდაფებში სპეციალური ხსნარი მოასხეს.
ჩემი პატარა ოჯახი მთელი ცხოვრება პატიოსნად ცხოვრობდა და თავისი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა ამ ქვეყნისა და კუთხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2004 წლიდან ვმუშაობდი შუახევის სახელოვნებო სკოლაში მასწავლებლად. 2012 წელს დამაჯილდოვეს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელით. არა აქვს მნიშვნელობა რას ემსახურებოდა ეს აქცია, მთავარია მე, ბათუმელ მასწავლებელს და არა შუახევის მკვიდრს, გადმომცეს ეს ჯილდო.
დღეს მედიის განვითარების ფონდმა ბათუმში გამოფენა გამართა. გამოფენა პროექტის „ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისათვის“ ხორციელდება. პროექტის მიზანი სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ისტორიული მაგალითების საფუძველზე გენდერული თანასწორობის ღირებულებების დამკვიდრებაა.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოაზროვნეთა გუნდი „პირველები“ ოთხი წლის წინ ბათუმის სკოლებს შორის გამართული ინტელექტუალური თამაშისთვის შეიკრიბა. გუნდის ექვსივე წევრი ბიჭია, ექვსივე მეთორმეტეკლასელი. როგორც თავად ამბობენ, ყველა ათოსანი არ არის, მაგრამ, ზოგადად, კარგად სწავლობენ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დღეს თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს იმ კორპუსებთან შეხვდა, რომელიც წინა მთავრობამ ეკომიგრანტებისთვის ააშენა. მთავრობას ამ კორპუსებში ეკომიგრანტები ჯერ კიდევ არ შეუსახლებია. „ბინები უკვე განაწილებულია და არ ვურჩევ სააკაშვილის მთავრობას ამ თემით აპელირებას“ – ასე უპასუხა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ლევან ვარშალომიძეს.
ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის, დავით ხალვაშის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებისა და მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ფული გამოძალვის საქმეში უდანაშაულოა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავით ხალვაშის საქმეზე მოსმენა ბიზნესმენის გატაცების ეპიზოდთან დაკავშირებით გაიმართა.
<!** Image 2 align="left" alt="დავით ხალვაში სასამართლო პროცესზე" sub="დავით ხალვაში სასამართლო პროცესზე" width="450" height="1080" >
აჭარის სამაშველო სამსხაურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ წუთებში აჭარისა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ურეკის ზღვაში გაუჩინარებულ 27 წლის მამაკაცს ეძებენ. გაუჩინარებული აღელვებულ ზღვაში რამდენიმე ადამიანის გადასარჩენად შევიდა.
დღეს, ევროპის მოედანზე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ასამდე აქტივისტი შეიკრიბა.
ბათუმში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ახალი რეზერვუარების პარკის მშენებლობა იგეგმება. სარეზერვუარო ვოლსკის ქუჩაზე, ბათუმის ნავთობტერმინალის კუთვნილ ტერიტორიაზე შენდება, რომელიც არაბულ კომპანიაზე იჯარითაა გაცემული. ნავთობტერმინალმა გასულ წელს მიიღო ნებართვა 20 ათასი მ/კუბის მოცულობის ორი რეზერვუარის აშენებაზე. ამჟამად ორის ნაცვლად სამი რეზერვუარი აშენდება, თითოეული 12 ათასი მ/კუბის მოცულობით. ახალ რეზერვუარებს ძველი, ამორტიზირებული რეზერვუარების ადგილას აშენებენ. მშენებლობას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დარეგისტრირებული ინვესტორი კომპანია „Vibro Diagnostik FZE“ განახორციელებს.
ბათუმში, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთის მომიჯნავედ დგას. ამ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, მათი სახლების წინ მიმდინარე ახალ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ახალი კორპუსი მათი ბინების ფანჯრებს დაჩრდილავს და ბინები საცხოვრებლად უვარგისი გახდება. მოქალაქეები მერიის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (საჯარო ლექციები) ფარგლებში, 3-4-5 ივნისს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი.
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში 52 მოქალაქე დაზარალდა. სტიქიის შედეგებს მერიის მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი თავართქილაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში სდებს ბრალს და მოუწოდებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს:
გავრცელებული ვირუსული მენინგიტის გამო, საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
ბათუმის რაგბის კლუბი „ბათუმი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. ქუთაისის „ბაგრატთან“ გამართულ საფინალო შეხვედრაზე მე-9 ადგილზე გავიდა.
შეჯიბრება გასულ კვირას ჩატარდა და ანგარიში „ბათუმის“ სასარგებლოდ 69:0 დასრულდა. შედეგი არასახარბიელოა კლუბის ხელმძღვანელებისთვის. „ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძოდით“ – ამბობს „ბათუმის“ დირექტორი რუსლან რუსიძე. „ბათუმელები“ დასრულებული სეზონის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კლუბის დირექტორს რუსლან რუსიძეს, დირექტორის მოადგილეს მამუკა ფარტენაძესა და კლუბის იურისტს აკაკი ნემსაძეს ესაუბრა.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას 27 ივნისს უნდა მოაწეროს ხელი. საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა გაჩნდა ახალი კითხვა, რომელზეც საქართველოს მთავრობას შეთანხმებული პასუხი არ აქვს. ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა? ამ საკითხზე `ბათუმელების~ კითხვებს კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ უპასუხა.
აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები პატიმრების შვილებს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბავშვთა საერთაშორისო დღე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით მიულოცა.