ნაპირგამაგრებას გადაშენების პირას მყოფი მცენარეები ეწირება

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა.

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 100 ლარით დააჯარიმა

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ანთიძე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო 100 ლარით დააჯარიმა.

 

მოსამართლემ დაადგინა, რომ ანთიძეს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია და  166-ე მუხლით გათვალისიწინებული სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჯარიმა მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკისრა.

 

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

 

ამ კვირას ბათუმში ჩამოვა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილ სპეციალურ კომისიას ანგარიშს წარუდგენს. კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განკარგულების სისრულეში მოყვანის მიზნით შეიქმნა, რომლითაც აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში წყალმომარაგება ცენტრალური ხელისუფლების (შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“) ხელში გადადის. კომისიამ პირველი შეხვედრა თბილისში გამართა. „ბათუმელები“ ამ კომისიისა და ბათუმის საკრებულოს წევრს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს დაუკავშირდა.

ბათუმის მერობის კანდიდატი: „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ“

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ გადაცემას – „შეუზღუდავ სივრცე“, ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდა.  ის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წარადგინა.   ნუგზარ ჩხაიძემ გადაცემაში წინასაარჩევნო გზავნილები გაახმოვანა:

 

„ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება და ინდუსტრიის განვითარება“- ეს ნუგზარ ჩხაიძის წინასაარჩევნო დაპირებებია. გადაცემაში ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ, კანდიდატის შეხედულებები ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე.   

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი:”პოლიციამ დამაკავა და მცემა”

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ანთიძე ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები დღეს დილით თავს დაესხნენ. ის ირწმუნება, რომ ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილებაში ის სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. შს სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ის წვრილმანი ხულოგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს

უცნობი კოლექციის გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

 

20 მაისს 13:00 საათზე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ძმები ნობელების მუზეუმში უცნობი კოლექციის  – „ბათუმის ისტორიის ახალი ჩარჩოები“, გამოფენას გეგმავს.

 

 

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007-2014 წლებში მუზეუმის მიერ შეძენილი თუ ნაჩუქარი ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ქალაქ ბათუმის, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

 

 

„ეს ის მასალებია, რომლებიც უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ამ კუთხით არის საინტერესო გამოფენა  ბათუმის და ზოგადად, საქართველოს ისტორიის არაერთი საკითხის დაზუსტებისა და კვლევის თვალსაზრისით. ცალკეა წარმოდგენილი კომპანიების ,,ბრანობელისა’’ და ,,ატლას დიზელის’’ მოღვაწეობის ამსახველი ახალი მასალები, საგაზეთო თუ სხვა სახის რეკლამები“- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადებას აკეთებს

 

დღეს 19 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე  ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა

ბათუმში დნეპროპეტროვსკის ოლქის დელეგაცია იმყოფება

 

დელეგაციას დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან ქორიძე უმასპინძლებს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ევგენი უდოდი, თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ პერეგუდოვი და  თავმჯდომარის მრჩეველი ვალერია ბონდრენკო.

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ უმაღლესი ლიგა მეცხრე ადგილით შეინარჩუნა

 

 

ანგარიში 69:0 ქულით დასრულდა შეხვედრა რაგბში ბათუმის „ბათუმსა“ და ქუთაისის „ბაგრატს“ შორის. შეხვედრა 18 მაისს, ბათუმში ანგისის მოედანზე გაიმართა და მასპინძელმა გუნდმა  69 ქულით სტუმარს სძლია. თამაშის დროს „ბათუმის“ მოთამაშე დაზიანდა. სერგო მოქიამ მარჯვენა მუხლის ტრამვა მიიღო.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

 

დღეს, 19 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კოალიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, კანდიდატები დამსახურების ნიშნით შეირჩა. 

 

მაჟორიტარობის კანდიდატები:

 

ძველი ბათუმის უბანში კენჭს იყრის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი. რუსთაველის უბანზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კობა ჩხეიძე იბრძოლებს, რომელიც ბოლოს აჭარის მთავრობაში მუშაობდა. ჯავახიშვილის უბანშიც „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილია წარდგენილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. აღმაშენებლის ოლქში „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძეა წარდგენილი. 

 

აეროპორტი-გონიო-კახაბერის ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე კი ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოლქში ვაჟა რამიშვილია წარდგენილი, ბაგრატიონის ოლქში – ექიმი თეიმურაზ ორაგველიძე, ბონი-გარადოკი-ბარცხანის ოლქში – იურისტი ლევან კინწურაშვილი, თამარის დასახლებაში კი „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი, ჯაბა ბერიძე. ურეხი-ხელვაჩაურის ბათუმზე შემოერთებულ ოლქში  თემურ ბასილაძეა წარდგენილი.

დაკითხვა ლაკაევის სასამართლო პროცესიდან

 

ეს დაკითხვა გასულ კვირას გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ისმენდა მოსამართლე დავით მამისეიშვილი, მონაწილეობდნენ: ადვოკატი – გიორგი ხიმშიაშვილი, პოლიციელი – თამაზ თეთრუაშვილი, განსასჯელი – ფირუზ წულუკიძე. სასამართლო სხდომას არ დასწრებია კიდევ ერთი განსასჯელი, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი. მას რუსი სამართალდამცავები აფხაზეთში დიპლომატის მკვლელობისთვის ეძებენ. ლაკაევი, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, ბათუმში პოლიციელის დაჭრას აღიარებს.

 

დათო ტრაპაიძე მთვარის კლუბზე, რადიოსა და ლოჯმიშენებულ ჯიპებზე

 

„ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის მიუღებელია, სადაც მზღუდავენ, მე იქ არ ვჩერდები, შესაბამისად, არ ვჩერდები ერთ ადგილზე, სულ ვმოგზაურობ. სინამდვილეში უფრო მეტი  მინდა ვიმოგზაურო. ქვეყანას ოთხი მხარე აქვს, შანსი გაქვს წახვიდე იმ მხარეს, სადაც გინდა“, – ეს დათო ტრაპაიძეა, ადამიანი, რომელიც ყველგან პოზიტივს ეძებს, საუკეთესო ტრანსპორტად ველოსიპედს მიიჩნევს, მხარზე თუ ფოტოაპარატს შენიშნავთ, მისი მარშრუტის განსაზღვრა მარტივია – დათო რუტინულ დღეს გაურბის, დღის ბოლოს კი საკუთარი ხეტიალის ამბავს საკუთარ ბლოგზე, „მთვარის კლუბის“ მკითხველს უყვება.

რატომ ვერ შველიან დაავადებულ კოლხურ ბზას

 

კოლხეთის ეროვნულ პარკში 40 ჰექტარი ბზის კორომია დაზიანებული, მტირალას ეროვნულ პარკში – 22 ჰექტარი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ჰექტარი, ხოლო იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიაზე – 60 ჰექტარი. აღნიშნული მონაცემები „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება. 

2000 ლარი გირაო ერთი ბლოკი სიგარეტისთვის

 

 

ოცი ლარის ღირებულების სიგარეტის მოპარვაში ბრალდებულს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით ორიათასლარიანი გირაო შეუფარდა. განსასჯელის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორმა მისი უფლებამოსილება არასათანადოდ გამოიყენა, მოსამართლე კი, უსამართლოდ მოიქცა. 

საპროტესტო აქცია ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე

 

ამ წუთებში ხელვაჩაურში, 53 ბატალიონის ტერიტორიაზე  ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ბათუმი-ხულოს მიმართულებით გზის გადაკეტვასაც აპირებენ

რალი კროსი ბათუმში

 

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რალი კროსში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 13 პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები მონაწილეობდა.  

ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით

 

დღეს 17 მაისს, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი, ფერიის ეკლესიაში წავიდა წირვაზე დასაწრებად. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალსტებს მერობის კანდიდატის თანაშემწემ მიაწოდა.  დღის პირველი საათისთვის გიროგი ერმაკოვი ბათუმის საკათედრო ტაძარში მისვლასაც გეგმავს. მერობის კანდიდატს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა:

 

კანდიდატები ხულოს, ქედისა და შუახევის გამგებლების პოზიციებზე

 

 

თვითმართველობის არჩევნებში მონაწილობისთვის, საარჩევნო სუბიექტებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაბამის საარჩევნო ოლქებში განაცხადის შეტანის ვადა ამოეწურათ. 

სახელისუფლებო პარტიას გამგებლის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია

 

აჭარის მაღალმთიანეთის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამგებლის კანდიდატები ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან.

მუზეუმის საერთაშორისო დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

18 მაისს, 13:00 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახლებული ექსპოზიციის გახსნა მოეწყობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წარდგენილი საარჩევნო სია

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციამ პარტიული სიის ათეული წარადგინა.

41 ლექსი და 44 თხზულება – ბათუმში ხვალ “ლექსების გამოფენა” გაიხსნება

 

17-18 მაისს, 14:00 საათზე ბათუმის დრამატული თეატრში ლიტერატურული კონკურსი – “ლექსების გამოფენა” გაიმართება.

საუბილეო-სამეცნიერო სესია უნივერსიტეტში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში აჭარაში ქირურგიული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლის, ვალერიან მაქაცარიას დაბადებიდან 120 წლსთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სამეცნიერო სესია მიმდინარეობს. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომისა და რიყეთის თემში

 

ხვალ,  ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება.

პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

 

“ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედპერსონალის 35 პროცენტი ერთჯერად ხელთათმანებს არ იცვლის სხვადასხვა პაციენტის მომსახურებისას. მათ 70 პროცენტს არასოდეს გამოუყენებია სამედიცინო სათვალე. სამედიცინო დაწესებულებებში კი როგორც პაციენტის, ასევე ექიმის აივ/შიდსით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკი არსებობს.

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება

 

ახალი რესპულიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პროექტის პირველადი მონაცემებით ახალი საავადმყოფო 160 საწოლიანი იქნება, პოლიკლინიკური ბლოკი კი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეული თვითმმართველობის არჩევნებისთვის

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია, მეორე ნომრად კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ჩაწერეს. 

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის შედეგები

15 მაისს, ქედის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხულოს, შუახევისა და ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისთვის, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტურს გაიმართა.

კონკურსი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის

 

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, აჭარაში არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა.

ბათუმის მერობის კანდიდატი: ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დავუჭერდი

 

   დღეს ბათუმის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან  გიორგი დიასამიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გადაცემას „შეუზღუდავ სივრცე“ სტუმრობდა.  გადაცემაში ბათუმის მერობის კანდიდატმა  თავის საარჩევნო პროგრამაზე,  ქალაქში უნებართვოდ მშენებარე ეკლესიებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე  და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე ისაუბრა. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება

 

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება.

 

რეგულარულ ფრენებს ამ ეტაპზე ყოველდღიურად “Turkish Airlines” ახორციელებს, კვირაში 2-ჯერ  დაფრინავს “Belavia” (მინსკი-ბათუმის ფრენები სეზონზე კვირაში 4-ჯერ იგეგმება).

სასკოლო ოლიმპიადა ქედაში

 

ქედის კულტურის ცენტრში, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნობა

 

ხვალ, 16 მაისს აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნიუს სკოტი ეწვევა.  სკოტი გაეროს განვითარების პროგრამის სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნობა.  

ნაციონალური მოძრაობის „ერთგულების სია“ თვითმმართველობის არჩევნებზე

 

ბათუმში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა.  

საქველმოქმედო სპექტაკლი მახოს სკოლაში

 

მახოს საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი სახელწოდებით  „დავიწყებული წარსული“  გამართეს. 

Exit mobile version