სიახლეები

შშმ პირები ახალ ელექტრონულ სამგზავრო ბარათს უფასოდ მიიღებენ

05.06.2014 • 1463
შშმ პირები ახალ ელექტრონულ სამგზავრო ბარათს უფასოდ მიიღებენ

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის, პაატა დუმბაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში გადამზადდა  მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მძღოლი და ჩაუტარდათ ტრენინგი თუ როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

 

„ჩვენი მიზანია შშმ პირების ხელშეწყობა. საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვყავს ადაპტირებული ავტობუსები რომლებსაც  გააჩნია პანდუსი და ადაპტირებულია შშმ პირების მგზავრობისათვის,“ – აცხადებს ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე.

 

პაატა დუმბაძის თქმით „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ვალდებულებას იღებს, ავტოპარკის განახლების შემთხვევაში  ისეთი ტრანსპორტი შეიძინოს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იქნება. მისივე თქმით შშმ პირები ახალ ელექტრონულ სამგზავრო ბარათს უფასოდ მიიღებენ.

 

 „ჩვენი ორგანიზაცია სამწლიანი მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს აღმოუჩინოს მაქსიმალური დახმარება, რათა  კომფორტული გადააგილების საშუალება  ჰქონდეთ შშმ პირებს.   ავტოტრანსპორტს აქვს ნამდვილად იმის საშუალება რომ კომფორტულად იმგზავროს შშმ პირებმა,“ –  განაცხადა ორგანიზაცია  „შშმ პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე.

 

მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაფორმდა.   მემორანდუმი შშმ პირებისათვის არსებული პირობების გაუმჯობესებას, მხარეებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას ითვალისწინებს. 

 

გადაბეჭდვის წესი