სიახლეები

სოფიო კობალაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს განაცდური შრომის ანაზღაურებას სთხოვს

05.06.2014 • 1437
სოფიო კობალაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს განაცდური შრომის ანაზღაურებას სთხოვს

 

სოფიო კობალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედუროს საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის  თანაშემწედ მუშაობდა. ის სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლეს. პირველად  2013 წლის 7 აგვისტოს.  სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის – მედეა ვასაძის  და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის მოტივით. მეორედ მას შემდეგ რაც მედეა ვასაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადავიდა. 

 

სოფიო კობალაძემ ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით  სოფიო კობალაძე დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო სამსახურში და მიეღო განაცდური შრომის ანაზღაურება (სამი თვის ხელფასი).  კობალაძე სამსახურში აღადგინეს, თუმცა მისთვის განაცდური ხელფასი არ მიუციათ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ივნისს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სოფიო კობალაძის თქმით ის დღეს უმაღლეს საბჭოში ძველ თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა მისთვის  კანონით გათვალისწინებული სახელფასო განაცდური უმაღლეს საბჭოს არ გადაუხდია. კობალაძის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი იცავს.

 

იურისტის განცხადებით თუ უმაღლესი საბჭო  სოფიო კობალაძეს კუთვნილ ანაზღაურებას არ მისცემს ორგანიზაცია  საგამოძიებო ორგანოებს  მიმართავს.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით უმაღლეს საბჭოში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.

 

გადაბეჭდვის წესი