„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონა ბათუმისკენ

 

„გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარიდან ამ წუთებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების  ავტომანქანების კოლონა მოემართება. მანქანებს აწერია – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური. ავტომანქანებზე გამოფენილი აქვთ „ქართული ოცნების“ დროშები და პლაკატები.

 

ჯაბა ანანიძე მედეა ვასაძეს პროკურატურაში უჩივის

 

ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძეს შორის შემდგარი საუბრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სპეციალურ ბრიფინგს ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

დამოუკიდებელი კანდიდატები „ოცნების“ დროშით და დაპირებებით

 

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩევლებს ქედაში “ქართული ოცნების” კანდიდატებად ეცნობიან.

პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმში საარჩევნო კანდიდატებს წარადგენს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბათუმში  საარჩევნო კანდიდატებს წარადგენს.  ღარიბაშვილმა  შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთიდან დაიწყო. ხულოს მუნიციპალიტეტში  მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ესწრებოდნენ. 

ადვოკატი: წამების ფაქტზე სახელმწიფო არ რეაგირებს

 

ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის ადვოკატი ირაკლი შავაძე სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებს. შავაძის განმარტებით დაკავებისას ბრალდებულები სცემეს და აწამეს.

 

ველობარათი უფასოდ

 

ბათუმის ავტოპარკინგი მსურველებს ველობარათის დამზადებას უფასოდ სთავაზობს. აქცია 6 ივნისს გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით,  ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო და ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ? იცი რა ხმები დადის შენზე?

 

ტელეარხი  25  ჟურნალისტ ჯაბა ანანიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს.  სატელეფონო საუბრისას მედეა ვასაძე ჟურნალისტს პროკურატურით ემუქრება

არიგებს თუ არა დავით თარხან – მოურავის პარტია „სუპებს“?

 

„ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ თარხან-მოურავის პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ამომრჩევლებს USAID -ის ჰუმანიტარულ საკვებს ურიგებს. დავით რობაქიძე ამბობს, რომ  აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა და აპირებს, რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ტვ 25 – ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს,  “უმაღლესი კომფორტით”, უკავშირდება.

 

ჟურნალისტის განცხადებით საგამოძიებო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტელეფონით დაუკავშირდა და  მასზე ზეწოლის განხორციელება სცადა. ჯაბა ანანიძე ბრიფინგზე ფაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრებს. 

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით”

ლაკაევის სასამართლო პროცესის განხილვა დასრულდა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესის განხილვა დასრულდა. ამ წუთებში სასამართლო პროცესზე პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე დასკვნით სიტყვას ამბობს. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შსს მოტოციკლეტების დაბრუნებას თხოვს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯუმბერ კახიძის ინფორმაციით, ბათუმის კუთვნილი მოტოციკლეტები, 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნით კახეთში გადაიტანეს. საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე მათ სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გააკეთა.

გოჩა გუგუნავა თავის აქტივისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება

 

ბათუმის მერობის კანდიდატი, გოჩა გუგუნავა თავის მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა, კერძოდ კი იმას, რომ მისი ერთ–ერთი აქტივისტის დედა, კომისიის წევრობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი


ადამიანები 18 წლის ასაკიდან ითვლებიან სრულწლოვანებად, ეს ის ციფრია, რომელიც მომავალ თაობას უღებს კარს ზრდასრულ ასაკში შესაბიჯებლად. 18 – ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერების, ადამიანების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გარდატეხის სიმბოლო… შემოხაზეთ თვრამეტი და თქვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ!!! – ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ბათუმის მერობის კანდიდატს, გოჩა გუგუნავას ეკუთვნის… გოჩა გუგუნავა ამბობს, რომ მისი ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში დასრულდება ბათუმის თვითმმართველობაში პირადი გამორჩენის მიზნით მოხვედრა და ნეპოტიზმი; რომ ყველა ბათუმელი გახდება მონაწილე როგორც თავისი ქალაქის პრობლემის მოგვარებაში, ასევე სიკეთეების მიღებაში.


<!** Image 1 align="left" alt="გოჩა გუგუნავა" sub="გოჩა გუგუნავა" width="400" height="3216" >

გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

 

გიორგი დიასამიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია ბათუმის მერის პოსტზე. პროფესიით ექიმი მერობის კანდიდატი, რომელსაც ქალაქის საკრებულოში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი ბათუმელების დასაქმება, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური პროგრამები და მცირე ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობა იქნება. 


<!** Image 1 align="left" alt="გიორგი დიასამიძე" sub="გიორგი დიასამიძე" width="400" height="4176" >

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის პრეზენტაცია

 

ხვალ, 9 ივნისს, 14 საათზე, ხელოვნების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი  გეგმის პრეზენტაცია. 

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

 

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი 1951 წელს ბენია ნაკაშიძის ოჯახიც გახდა. ბენია ფეხმძიმე მეუღლესთან, ხუთ მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად, 22 დეკემბრის სუსხიან ღამეს გადაასახლეს. სატვირთო ვაგონებში გამომწყვდეული ადამიანები მძიმე პირობების გამო იტანჯებოდნენ. მგზავრობას ვერ გაუძლო ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ყაზახეთში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. მშობლებმა წლების შემდეგ შვილის ჩამოსვენებაც კი ვეღარ შეძლეს, რადგან საფლავი დაიკარგა.

ექიმი კვირაში ერთ დღეს – მაღალმთიანი აჭარის პრობლემა

 

მწირი ანაზღაურების გამო მაღალმთიანი აჭარის სამედიცინო ცენტრებს ექიმები ტოვებენ. „უნიმედი აჭარის ხულოს სამედიცინო ცენტრს“ ამ ეტაპზე არც ანესთეზიოლოგი ჰყავს და არც უროლოგი, განსაკუთრებული მოთხოვნის მიუხედავად ენდოკრინოლოგი და ოფთალმოლოგი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მუშაობენ. საათობით მომლოდინე პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თავად ექიმები კი ამბობენ, რომ ხულოს საავადმყოფოში მუშაობა აღარ უღირთ და თავის დამკვიდრებას ბათუმის კლინიკებში ცდილობენ. 

„საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც იმედის ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუშალეს“

 

 

„იმედის ფესტივალი“ თბილისში დღეს დაიხურება. თბილისში სპორტის სასახლეში საევანგელიზაციო ფესტივალის ჩატარება, ერთი წლის წინ დაიგეგმა. ფესტივალში დაახლოებით 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა. დაგეგმილი იყო ასობით უცხოელი სტუმრის ჩამოსვლაც, თუმცა, ინცინდენტის გამო, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე სპორტის სასახლეში ორი დღით ადრე მოხდა, ფესტივალის გეგმები შეცვალა. ფესტივალზე  დასწრების მსურველები ვერც ბათუმიდან გაემგზავრნენ.  

„ნაციონალური მოძრაობა“ ინციდენტს ხელისუფლებას აბრალებს

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გუშინ მომხდარ ინციდენტს ბრიფინგით გამოეხმაურა და ფაქტს „ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული“ უწოდა.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

 

ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ბათუმში, მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი თავართქილაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. 

ქალები პოლიტიკაში თუ სახლში

 

 „რეგიონული თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში როცა ვსაუბრობდი, ვინ დგას აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციების უკან და რატომ არ არის ეს პროცესი გამჭირვალე, მოქალაქის ზარი შემოვიდა. ზარის ავტორი მამაკაცი იყო და პირდაპირ ეთერში მომიწოდა: „ხათუნა ძალიან კარგი გოგო ხარ, წადი სამზარეულოში და ფხალობია გააკეთე, უფრო მოგიხდება არ გირჩევნია “ – იხსენებს ხათუნა სამნიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო აქტიურ პოლიტიკაში . მისი მხრიდან ამ ამბის გადაფასება არ მომხდარა. მაშინაც და დღესაც ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს.

სკოლის თვითმმართველობა

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები აჭარის ათზე მეტ საჯარო სკოლაში იმის გასარკვევად იყო, თუ რამდენად არიან მოსწავლეები სკოლის მართვაში ჩართულები.

 

მოსწავლეთა მიზანია გაარკვიოს, სკოლის თვითმართველობის მიზანი და ფუნქცია.   

 

 

 

<!** Image 1 align="" width="600" height="821" >

„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

 

 

ნათელა ფარტენაძის ოჯახი: ბებია-ბაბუა, მამა, ფეხმძიმე დედა, სამი მამიდა და სამი მცირეწლოვანი ბავშვები, სოფელ მარადიდიდან დეკემბრის ცივ ღამეს მეზობლებთან, ათამდე ოჯახთან ერთად გადაასახლეს. ქალბატონ ნათელას მიაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დიდი ბოროტება იყო: „ასე რატომ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მოხუცები, რატომ უნდა ჩააყენო ასეთ ყოფაში, მით უმეტეს, როცა არაფერი დაუშავებიათ“. 

ებრაელი მუსიკოსების კონცერტი ბათუმში

 

დღეს  21:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში,  ,,ქართულ-ებრაული ხელოვნების საღამო’’ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას  ისრაელის ორკესტრი „იერუსალიმის კამერეტა“ მიიღებს. 

როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

 

 

რატომ ჩნდება სხეულზე ცხიმგროვები, რამდენად საშიშია ისინი და როგორ ვუმკურნალოთ მათ, ამ თემაზე ონკოქირურგი თემურ გოგიტიძე გვესაუბრა. მისი თქმით, კანის ასამდე სახეობის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ლიპომა და ათერომაა გავრცელებული. 

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

 

 

ეს ყველაფერი გასულ კვირას სოფელმა ბუთურაულმა გააერთიანა. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში 3000 კვ/მეტრზე ამერიკული მოცვი ყვავის. ნაკვეთის თავში კი დიდი საინფორმაციო დაფა მიგვანიშნებს, რომ ნაკვეთი სადემონსტრაციოა და მას ადგილობრივ გლეხებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ. 

დაუზუსტებელი სიები-არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე

 

 

ცესკოს პირველი მაისის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 472 772 მოქალაქეა რეგისტრირებული. ცესკოში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი სიის შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე დაიდება. დეტალებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ცესკოს პრესსპიკერს ეკა აზარაშვილს ესაუბრა.

ბათუმში ვარშავიდან 180 ვიზიტორი ჩამოვიდა

 

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში ვარშავიდან სპეციალური ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ბათუმს 180 ტურისტი ეწვია. 

ფერების სიმბოლიზმი ჩაცმის კულტურაში

 

 

ამბობენ, რომ ყველა ფერს თავისი დატვირთვა აქვს. არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულებაც კონკრეტულ ფერებთან, ჩაცმულობასთან და სტილთან მიმართებაში. რატომ ანიჭებენ ადამიანები ამა თუ იმ ფერს მნიშვნელობას, როგორია ფერთა დინამიკა ქართულ კულტურაში და უკავშირდება თუ არა ის ადამიანის შინაგან განწყობას – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა ნანა აღაპიშვილმა ისაუბრა.

მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

 

რას გააკეთებთ ბათუმში გარემოსდაცვის კუთხით, თუკი ქალაქის მერი გახდებით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის 11 კანდიდატს დაუსვა. მერობის კანდიდატებმა ასევე უპასუხეს კითხვებს – რას გააკეთებენ არჩევის შემთხვევაში ნარჩენების მართვისა და ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

მერიის ზედამხედველობის საპასუხო განცხადება ნაციონალურ მოძრაობას

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებულ  განცხადებას ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ძნელაძე გამოეხმაურა.

გურამ ქობულაძეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუჩერდა

 

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების გადაწყვეტილებით, გურამ ქობულაძეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება 31 მაისიდან, სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეუჩერდა.

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში

 

22 ივნისს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „ჩემი ბებიის ქორწილი“ გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით

 

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურს გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო აფიშების უკანონოდ გაკვრისთვის 35-ჯერ დააჯარიმა. 

650 წიგნი საჩუქრად ბავშვებს ხულოში

 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი, მწერალი ინგა გოგიბერიძე მეგობარ პოეტებთან  ერთად საკუთარი ინიციატივით, მეგობრების დახმარებით, პროექტის –  „ერთი წუთი მაესტროზე – ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის თემს ესტუმრა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად 650 ცალი, 4500 ლარის ღირებულების წიგნი გადასცა. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხიხაძირის თემში

 

2014 წლის 7 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება .

Exit mobile version