17 ოქტომბრიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლი – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ იწყება.
ბათუმელები
17 ოქტომბრიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლი – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ იწყება.
,,სასაქონლო ზედდებულში ნაჩვენებია, რომ სადარბაზოს თითბრის ჭაღის ღირებულება – 37 557 ლარს შეადგენს’’, – ეს არის ამონაწერი 2005 წლის 25 მარტით დათარიღებული აქტიდან, რომელიც აჭარი ს კონტროლის პალატის მიერ არის მომზადებული. აქტში მითითებული თითბრის ჭაღი საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის საკუთრება იყო. დღეს ეს ჭაღი არც ერთ იმ უწყებაში აღარ ინახება, სადაც, წესით, უნდა ყოფილიყო.
როგორ უნდა მოვიქცეთ მემკვიდრეობს მიღებისას? ვის შეუძლია პრეტენზიის გაცხადება? რა იურიდიული შედეგები აქვს ანდერძს, ამის შესახებ “ბათუმელებს” ნოტარიუსი ხათუნა კალანდარიშვილი ესაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ საყიდლებზე ვიყავი წასული, როცა მაღაზიებიდან დიდი პარკებით გამოვდიოდი, ახლობლები შემხვდნენ, მკითხეს, რატომ მომქონდა მარტოს ამხელა პარკები, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ დამაკლდა არჩილი, იქამდე ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ახლა კი ოჯახისთვის ვეღარ იცლის, მთელი დღე სამსახურშია“ – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მეუღლე, 26 წლის თამუნა სირაბიძე. იგი იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია.
ბათუმში სამ უმაღლეს სასწავლებელში 7800-მდე სტუდენტია. მათგან სპორტულ აქტივობებში საშუალოდ 260 სტუდენტი, ანუ 3%-ია ჩართული. სპეციალისტები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ საქარველოში სპორტი არ უყვართ. უნივერსიტეტების ეს მონაცემი კი მიანიშნებს – „სად მარხია ძაღლლის თავი“.
რატომ შეიძლება თქვას უარი ბავშვმა საკვებზე, რა შემთხვევაშია საყურადღებო უმადობა ბავშვებში და როგორ დავაინტერესოთ საკვებით პატარები, ამის შესახებ გვესაუბრა ექიმი-პედიატრი ნინო ჯიმშელაძე.
აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა. ფეხბურთელები 11-16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირზე „Trofeo Malgratense 2014“, სადაც ევროპის ოცი ქვეყანა მონაწილეობს.
2008 წლის მონაცემებით საქართველოში C ჰეპატიტით დაახლოებით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 2006-2012 წლებში, IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირების 12 743 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მიუხედავად საგანგაშო სტატისტიკისა, სახელმწიფომ დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია მხოლოდ მიმდინარე წელს შეიმუშავა და 10 000 ბენეფიციარს, 60%-იანი ფასდაკლება დაუწესა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე. შეღავათიანი ფასის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მედიკამენტებზე ფასდაკლებით მხოლოდ 669 ბენეფიციარმა ისარგებლა.
განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კულტურის დეპარტამენტის მოქედი უფროსის ირინა სურმანიძის, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი დავით მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. ეს ინფორმაცია გაზეთ “ბათუმელებს” დღეს, განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და ამ ეტაპზე ეროვნული სატყეო პროგრამა მუშავდება. კონცეფციის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
უკვე მეორე დღეა ბათუმში ანიმაციური ფესტივალი ”თოფუზი” მიმდინარეობს. ანიმაციური ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები ტარდება.
მაღაზია „წიგნები ბათუმში“ იგივე სახელწოდების გამომცემლობას ხსნის. ”ვეცდებით ბევრი დამალული ოქრო აღმოვაჩინოთ” – ამბობს გამომცემლობის ერთ–ერთი დამფუძნებელი მარი კორინთელი.
ხვალ, 20 საათზე, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში”, ბექა ადამაშვილის წიგნის, “ბესტსელერის” პრეზენტაცია გაიმართება.
ქალაქ ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს ქირავდება ორ სართულიანი კერძო სახლი, საკუთარი ავტოსადგომით და ბაღით. შესაძლებელი სახლის ხანგრძლივი ვადით გაცემა
მობ.: 555 550290
597 766184 (გიორგი)
9 ოქტომბერს სოფელ დიოკნისში იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული „ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისის ფერმერთა კოოპერატივების გაუმჯობესების“ პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
„ვაიმე, აუტიზმი?“ – იყვირა მასწავლებელმა და სკამიდან წამოხტა. „რა ცოდვა ხარ, რა საწყალი შვილი გყავს“, „მე გეტყვი ვის საფლავზე უნდა მიიყვანო, რომ განიკურნოს“, „მეორე შვილი ნორმალური გყავს? ჯანმრთელია?“ – ძნელია მშობლისთვის ასეთი ფრაზების მოსმენა. როცა ვეუბნები, რომ ჩემი შვილი აუტიზმის მქონეა, საშინლად რეაგირებენ, შემდეგ კი იწყება პრობლემები “.
ბათუმის ავტოტრანსპორტს ელექტრონული გადახდის საბილეთო სისტემაში ცვლილებები შეაქვს. ბათუმის მერიაში გადახდის ახალი სისტემის პრეზენტაცია ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და შპს „ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ გამართა.
ბათუმში დღეს ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იხსნება. საფესტივალო ფილმების ჩვენება დილიდან ფრანგული ანიმაციით დაიწყო კინოთეატრ „აპოლოში“. ფესტივალის ორგანიზატორებმა ერას მოედანზე კარავი გაშალეს, სადაც ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებს საშუალება აქვთ ნახონ როგორ იქმნება ანიმაცია. ბათუმამდე საფესტივალო ჩვენებები მოეწყო ხულოში, შუახევსა და ქედაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლში ფლეშმობი გამართეს. ღონისძიება პროექტის – „ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად“ ფარგლებში გაიმართა.
2014 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პროგრამებით სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური დახმარება 4 257 მოქალაქემ მიიღო, სამინისტროს მიერ გამოყოფილმა თანხამ 1 056 698 ლარი შეადგინა.
ბათუმში 16 კერძო სკოლაა. რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და რაზე აკეთებენ აქცენტს სკოლები სწავლების პროცესში? – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეები ბათუმის #3 საპყრობილეს პატiმრებისთვის წიგნებს აგროვებენ. წიგნების პატიმრებისათვის შეგროვების იდეა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, გიორგი ჩარკვიანს ეკუთვნის.
საქართველოს რკინიგზა ბათუმი-თბილისის სამგზავრო შემოდგენლობის განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბათუმელები“ მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
„ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებული გურამ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
2014 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის 4 პროგრამით სამედიცინო მომსახურება 3 365 მოქალაქეს გაეწია – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს პარლამენტარის, მურმან დუმბაძის განცხადებებს ეხმიანება. განცხადება არჩულ ხაბაძემ ჩაქვში, ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ციტრუსის ნაადრევი ჯიშის მოსავლის აღებას ესწრება. არჩილ ხაბაძის ვიდეოჩანაწერი „ბათუმელებს“ მთავრობის პრესსამსახურმა მიაწოდა.
დღეს, 8 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯუმბერ კახიძემ ბრიფინგი გამართა და ბათუმში, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ისაუბრა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ყოველთვიურად აცხადებს. სექტემბერში კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა, ერთი პროექტი უკვე განხორციელდა.
7 ოქტომბერს, ღამით, სოფელ ზედა ახალშენში ინციდენტი მოხდა. მოქალაქე ლუთფიე დევაძე ამბობს, რომ სოფლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მას იმის გამო ეჩხუბა, რომ „ტელევიზია გამოიძახა და მოუყვა, რომ მეწყერსაშიშ ზონაშია და არავინ ყურადღებას არ აქცევს.“
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის აპარატში ხელშეკრულებით დასაქმებული სპეციალისტები გაათავისუფლა. მათ შორის რამდენიმე სამსახურიდან დათხოვნას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ნუგზარ კეკელიძის ფრაქციის აპარატში შესაძლო დანიშვნას უკავშირებს.
გურამ ცეცხლაძე, რომელიც 2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დააპატიმრეს გუშინ გვიან საღამოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო მერსი კორთან ერთად ერთობლივი პროექტის, “მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა”,ბათუმში პრეზენტაცია გამართა.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში სკოლა-პანსიონი გაიხსნა.
არჩილ ხაბაძემ ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპისთვის მეწყრის შედეგად დაზიანებული სოფელ გუნდაურისა და გარეტყის დამაკავშირებელი ხიდისა და გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შევიცარიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობა ხულოს მუნციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ბინებს უყიდის.
დღეს, ბათუმის მერიაში,ბათუმის მერმა ისაუბრა ბერლინში, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვიზიტის დეტალებზე, – ”ჩემი მიზანი იყო ამ პრობლემებთან დაკავშირებით გერმანელ პარტნიორებთან საუბარი, ჩვენ ვისაუბრეთ სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასთან და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო პროცესების თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, რაზეც გერმანულ მხარესთან შევთანხმდით ”- აცხადებს გიორგი ერმაკოვი.