გაკვეთილის თემა: “მავნე ჩვევები”

დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯანმრთელობის გაკვეთილები   ბათუმის N25–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.

რას სთავაზობს ყოფილ პატიმრებს რეაბილიტაციის პროგრამა – შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმის მერიაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაზე და  დასაქმებისა და გადამზადების გზებზე ისაუბრეს.  

ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

 

ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსჯელობენ იმაზე, მიიღონ თუ არა განსახილველად  ომბუდსმენის სარჩელი: “საქართველო სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”.


შრომითი მიგრაცია

 

შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, დაახლოებით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს (თავისი მოქალაქეობის ქვეყნის) გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალიზაციისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრანტების შემოსავალმა 2011 წელს მიაღწია 440 მილიარდ დოლარს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

სასწრაფოდ იყიდება ბინის თეთრი კარკასი

 

ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში იყიდება ოთახნახევრიანი, 45 კვ/მ ფართობის ბინის თეთრი კარკასი. ფასი 32 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 577 252585

         597 019963

იყიდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა ქობულეთში

 

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, მეექვსე სართულზე, დაშენების პერსპექტივით. ფასი 40 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 577 252585

        597 019963

ქირავდება ბინა თბილისში

 

 

ქალაქ თბილისში, ჟვანიას  (ყოფილი გაგარინის ) მოედანთან ქირავდება ახალგარემონტებული ოროთახიანი ბინა. ფასი შეთანხმებით.

მობ.: 577 92 10 44

ნასამართლობის სტატისტიკა

 

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2014 წლის რვა თვეში 10605 ადამიანს მიენიჭა მსჯავრდებულის სტატუსი, ხოლო 3915 პირს – პატიმრობა.

ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

 

ახლა გარდაბანში ვარ, ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში. აქ ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. არიან ცოტა სომხები და უკრაინელებიც. ცხადია, ქართველებიც – ოღონდ მე ვისაც შევხვდი ქართველებს, ძირითადად დევნილები არიან, როგორც მითხრეს, ცხინვალიდან. 

საწრაფოდ ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა ცეროდენასთან

 

ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე (ცეროდენასთან, აივანი გადის ,, 6 მაისის ” პარკის მხარეს) ქირავდება ოთახნახევრიანი კეთილმოწყობილი ბინა უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერნეტით, 24 საათიანი ცივი/ცხელი წყლით და  ავტოსადგომით. შესაძლებელია მოლაპარაკების შემთხვევაში ბინის 1-2 წლით გაქირავება. ფასი 500 $ (მაკლერის გარეშე)

მის.: გორგილაძის 60 ბინა.38  

მობ.: 555 366 399

ოთხი ლარი 142 ათასი მანეთის საკომპენსაციოდ

 

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში  განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. საქართველოს მოქალაქე იოსებ  კარანაძემ სარჩელი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ შეიტანა. იოსებ კარანაძე 90-იან წლებში ბანკში  შენახული 142 843 მანეთის კომპენსაციას ითხოვს, სახელმწიფო კი კომპენსაციის სახით ოთხ ლარს სთავაზობს  

სახალხო დამცველი ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით აჭარაში გეგმავს ვიზიტს

 

საქართველოს სახალხო დამცველი ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდი ავრცელებს. სიტუაციის ადგილზე შესასწავლად, მომავალ კვირაში საქართველოს სახალხო დამცველი აჭარაში ვიზიტს გეგმავს.  

 
 

პროკურორები სკოლაში

 

დღეს ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ ლექცია – სემინარზე, პროკურორები რომეო ტყაბლაძე და  შოთა ხორავა, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  ლექცია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას   შეეხებოდა.

მოქალაქე ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ

 

ორგანიზაცია  „საქართველოს მშრომელთა საბჭოს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის“ თავმჯდომარე, მერაბ გორგაძე ბათუმის საკრებულოში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის არ არსებობას აპროტესტებს. მისი განცხადებით, კომისია ამ დრომდე უნდა დაკომპლექტებულიყო, რადგან კონკრეტულ მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ.

ბათუმში სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეული აღინიშნა

 

სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეული 1958 წლიდან სექტემბრის ბოლო კვირას რეგულარულად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კვირეულის მიზანია სმენის შეზღუდვის მქონე პირთა გააქტიურება, მათ კულტურასა და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

არჩილ ხაბაძის დეიდა თანამდებობაზე დანიშნეს

 

არჩილ ხაბაძის დეიდა ნარგიზ ჩელებაძე, რომელსაც, როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორი ამბობდა, სოფელ კვირიკეს ახალაშენებულ ბაღში მასწავლებლის პოზიციაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, ბაღის გამგედ დანიშნეს. ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში ამბობს, რომ ნარგიზ ჩელებაძე ამ პოზიციაზე უალტერნატივო იყო.

იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია

 

კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე იტალიაში 22-წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის შემდეგ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოქირურგიულ ოპერაციებს იტალიელ კოლეგებთან ერთად წარუძღვება.

ინგლისური ენის სწრაფად შესწავლა

 

გასულ კვირას ბათუმში,ხელოვნების უნივერსიტეტში გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრმა  ღია გაკვეთილი ჩაატარა და სასწავლო წიგნის პრეზენტაცია მოაწყო.  

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

 

გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი და სახიფათო დაავადების – მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 10% პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, ამიტომ ინფარქტის ადრეული ნიშნების ცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ამოცნობასა და დროულ მკურნალობაში.

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

 

ბათუმში 45 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. პროკურორის, შოთა ხორავას მტკიცებით, მძღოლს ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩნდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ მარიხუანა ტაქსის მძღოლის მანქანაშიც ინახებოდა. აღმოჩენილ მარიხუანას ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროკურორის მტკიცებით ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეფასდა. სასჯელის მაქსიმუმი – 11 წლამდე პატიმრობაა. დაკავებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ტაქსის მძღოლს მარიხუანა მგზავრმა ჩაუდო, რის შემდეგაც ის პოლიციამ გააჩერა და დააკავა. 

იყიდება ბინის შავი კარკასი ხიმშიაშვილზე

 

ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება ორ ოთახიანი ბინის შავი კარკასი, 63 კვ/მ ფართობი.

ფასი 75 ათასი აშშ დოლარი

www.batumi-makler.com  ID 4635 

მობ.: 593 44 24 08

        577 07 11 85





მურმან დუმბაძე: მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ

 

„საქართველოს რკინიგზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 8 თვის მონაცემებით მისმა შემოსავალმა „ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 335,1 მლნ. ლარი, რაც 9,3%-ით (28,6 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“. მსგავსი მოგების მიუხედავად, რკინიგზამ ბათუმი-თბილისის „ღამის მატარებელის რეისი, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, სწორედ იმის გამო გააუქმა, რომ „ძვირი ჯდება“. საქართველოს რკინიგზაში საჭიროდ არ მიიჩნევენ მოქალაქეებს განუმარტონ, რატომ გააუქმეს აღნიშნული რეისი? ხომ არ გამართავენ რკინიგზის სადგურს ისე, რომ თბილისში შუაღამით ჩასულმა მგზავრებმა კომფორტულ გარემოში გაათიონ? ხომ არ გაიზრდება მგზავრობის ფასი? რატომ მიიღო საქართველოს რკინიგზამ ეს გადაწყვეტილება? – კითხვებზე პასუხის გაცემას თავი არ აარიდა პარლამენტარმა მურმან დუმბაძემ, რომელიც საკითხზე მეტ-ნაკლებად  ინფორმირებულია. 

ჟურნალისტები და დისკრიმინაციული ენა

 

 

როგორ უნდა აარიდონ ჟურნალისტებმა  თავი პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გაშუქების დროს. ეს არის სემინარის თემა, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მეორე დღეა რეგიონალურ ჟურნალისტებთან ერთად განიხილავს. 

მებო ბათუმში

 

 

ბათუმში პირველად უკრავს, თუმცა იცის, რომ აქ ბევრი მსმენელი ჰყავს. ზღვისპირა ქალაქიდან ხშირად წერენ თბილი წერილებს. მათი ავტორები 31 აგვისტოს მაღაზიის – “წიგნები ბათუმში” – წინ დათქმულ დროზე ადრე მოკალათდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ მებო ნუცუბიძის გამოსვლას. 

უკრაინელი მხატვრების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 “ორპირი/Протяг”  ამ სახელწოდების გამოფენა დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში  გაიხსნა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა თანამედროვე უკრაინელი მხატვრების ნამუშევრებს გასცნობოდა.

 

”ტაოს სიძველენი” – ართვინის ვილაიეთიდან

 

ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ახალი წიგნის „ტაოს სიძველენი“ გამოცემას გეგმავს. წიგნში იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ იქნება ასახული, რომლებიც ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ექსპედიციის ფარგლებში მოიპოვეს.

ანიმაციური ფილმების ფესტივალი მუნიციპალიტეტებში

 

ხვალ,  6 ოქტომბერს  ხულოში, შუახევში, ქედასა და ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი დაიწყება. ფესტივალს ა(ა)იპ „პერსონაჟი“,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაატარებან.

თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსი დეკემბრამდე ჩატარდება

მერიაში, გამგეობებსა და საკრებულების აპარატებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. 

აჭარის მუფთი: „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“

 

 

აჭარის მთავარი მუფთის ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმებს „ყურბან ბაირამი“ ( მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) მიულოცა, მას ჯემალ პაქსაძესთან პირისპირ შეხვედრა ჰქონდა.

„ბათუმის მუზეუმი“ ძველი აბანოს შენობაში

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო  ბათუმში ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოების შენობის  რეაბილიტაციას და შენობაში „ბათუმის მუზეუმის“ გახსნას გეგმავს. 

რატომ გაუქმდა თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი – საქართველოს რკინიგზა კომენტარს არ აკეთებს

 
 
 რატომ მიღო საქართველოს რკინიგზამ გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ღამის მატარებლის მოძრაობა? 
 იგეგმება თუ არა ღამის მატარებლის მოძრაობის აღდგენა ბათუმი-თბილისის მიმართულებით და როდის?
 დღის მატარებლებზე ხომ არ იგეგმება ფასის ზრდა?
 იგეგმება თუ არა ახალი ვაგონების დამატები დღის მატარებლებზე, იმის გათვალისწნებით, რომ ბათუმი-თბილისის მიმართულებას ყოველთვის ჰყავს  ბევრი მგზავრი?  

ძველი თუ ახალი ინვესტიცია ბათუმში

 

ბათუმში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ახალი ბრენდი „Swiss Belhotel International“-ი შემოდის. პროექტის ფარგლებში ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შპს „Adog Georgia“ უზრუნველყოფს.  ეს ის კომპანიაა, რომელსაც 2011 წელს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ამ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის „კუბთაუერის“  მშენებლობის სანაცვლოდ გადასცეს. კომპანიას პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.  

მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

 

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ბათუმის მეჩეთში ლოცვა დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილემ, ადამ შანთაძემ წაიკითხა. ლოცვის დასასრულს კი მუსლიმებს მიმართა:

 

“გილოცავთ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს. ყურბანი ღმერთთან დაახლოებას ნიშნავს. მორწმუნეები ცდილობენ ღმერთთან დაახლოებას. ყურბანს აქვს ასევე საქველმოქმედო მისიაც. მილიონობით უფლისათვის გაღებული ხორცი უნაწილდება მეზობლებს, ნათესავებს, ღარიბ-ღატაკებს, უმწეოებს, ობლებს,” – თქვა ადამ შანთაძემ.

“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია ევროპიდან

 

ავსტრიული საინვესტიციო კომპანია, რომელიც აჭარაში 105-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. პროექტი ერთ სივრცეში სასტუმრო-საცხოვრებელი და გასართობი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობას საინვესტიციო კომპანია “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია “საქტურ კურორტი” განახორციელებს, რომლის წილების ნაწილი 2013 წელს გასხვისდა.

თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში “დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებლად”  სპეციალური საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები შექმნეს.  გამგებლები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალიტეტებში საზადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა ხალხის სასარგებლოდ  იცვლება  და ” XXI საუკუნესთან შესაბამისობაში მოდის”. 

როგორ დავიცვათ ღვიძლი

 

ღვიძლზე, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ცოტამ თუ იცის, რომ ღვიძლს გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტებიც ვნებს და ზედმეტი დატვირთვის შედეგად შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგია განვითარდეს. იმის შესახებ, თუ რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი ორგანიზმში და როგორ დავიცვათ იგი მავნე ზეგავლენისგან, გასტროენტეროლოგი ეკა ზოიძე გვესაუბრა.

Exit mobile version