2014 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის 4 პროგრამით სამედიცინო მომსახურება 3 365 მოქალაქეს გაეწია – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფრომაციით, გასული 9 თვის განმავლობაში აღნიშნული პროგრამების დაფინანსებამ სამინისტროს მხრიდან შეადგინა 2 596 465 ლარი.
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული ოპერაცია დაუფინანსდა 57 პაციენტს – დაფინანსებამ შეადგინა 172 323 ლარი.
გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 307 პაციენტს, გამოიყო 896 880 ლარი.
მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევბი დაუფინანსდა 1 578 მოქალაქეს, ჯამში 452 489 ლარით.
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 1 423 ვაუჩარი, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 1 074 773 ლარი.