ურეკში სასტუმრო „კოლხეთში“, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს ჭადრაკში, რომელიც ორი ათეული წელია არ ჩატარებულა. ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს. ესენია რუსთავი, სამეგრელო, გურია, „ნონა“, კახეთი, გორი, ქუთაისი, თბილისი. „ნონა“ აჭარის კლუბია, რომელიც ახლახან გახდა ევროპის ჩემპიონი ქალთა შემადგენლობით. საქართველოს საკლუბოზე გუნდები ორო გოგოთი და სამი ბიჭითაა დაკომპლექტებული. „ნონას“ შემადგენლობაში არიან – საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე, ევროპის პრიზიორი სალომე მელია, საერთაშორისო მოჭადრაკეები ნინო ბაციაშვილი, დავით ჯოჯუა და ნიკოლოზ ქუმსიაშილი.
ჭადრაკში საკლუბო ჩემპიონატის აღდგენაზე “ბათუმელები”
საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს ესაუბრა