ნეტგაზეთი • RU

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

 

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და ამ ეტაპზე ეროვნული სატყეო პროგრამა მუშავდება. კონცეფციის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

 

 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეები დააჯილდოვა. პირებს, რომელთაც სატყეო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიგელები გადასცა. დამსახურებელ მეტყევეებთან ერთად, დღეს ახალგაზრდა მეტყევეებიც დაჯილდოვდნენ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"