9 ოქტომბერს სოფელ დიოკნისში იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული „ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისის ფერმერთა კოოპერატივების გაუმჯობესების“ პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას დაესწრო იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძე და პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრები.
პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის 7 თებერვალს. იაპონიის საელჩოსა და ასოციაცია „საქართველოს ბიზნეს კონსალტინგ ორგანიზაციას“ შორის. პროექტის მიზანია სოფელ დიოკნისის სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თანამედროვე მანქანების უზრუნველყოფითა და სარწყავი სისტემის არხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რომელიც სარგებელს მოუტანს სოფლის 230 ფერმერს.
პროექტის ბიუჯეტი 89,776 დოლარია.