ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოების შენობაში „ბათუმის მუზეუმი“ გაიხსნება, სადაც ანტიკური ეპოქიდან დღემდე ბათუმის ისტორიის ამსახველი ექსპონატები განთავსდება. ახალი მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში იქნება.
ბათუმელები
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოების შენობაში „ბათუმის მუზეუმი“ გაიხსნება, სადაც ანტიკური ეპოქიდან დღემდე ბათუმის ისტორიის ამსახველი ექსპონატები განთავსდება. ახალი მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში იქნება.
40 თეთრი – მინიმალური ფასი, რაც შემსყიდველმა უნდა გადაიხადოს, სავარაუდოდ ამას დაემატება 15 თეთრი თითოეულ კილოგრამზე სახელმწიფოსგან სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის. არასტანდარტულ მანდარინში კი სახელმწიფო 10 თეთრს გადაიხდის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორ უნდა მოიქცეს გლეხი, რომ მიიღოს სახელმწიფოსგან მანდარინისთვის გათვალისწინებული სუბდიდია და როგორ აპირებს მთავრობა გასულ წელს დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ავთანდილ მესხიძემ უპასუხა.
„Trofeo Malgratense 2014“-ში ფეხბურთში აჭარის ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდმა პირველ მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა ესპანური „პობლე ნოუსი“ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვა. გოლი გაიტანეს გიგა დარჩიძემ და დემეტრე კომახიძემ.
ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე იყიდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი 90 კვ/მ ფართობის ბინა. ID 77
ფასი : 65 ათასი აშშ დოლარი
მობ.: 593 442408
577 071185
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1 ოქტომბრამდე სოციალური დაცვის პროგრამებით 4 245–მა მოქალაქემ ისარგებლა. სამინისტრომ ამ პროგრამებზე 1 056 698 ლარი გამოყო.
პროფესიით ექიმი თამარ ქაჩლიშვილი ბათუმში ერთი წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. თამარი საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორია, მისი მთავარი საზრუნავი ჰოსპიტალის განვითარებაა, მომავალი გეგმები კი ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას უკავშირდება.
აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სამი კაცი გაასახლეს, ერთიც საკუთარი ინიციატივით გაეცალა სოფელს. ადგილობრივები სექსუალური ნიშნით ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა საქმეში არ არსებობს თვითმხილველი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს“ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. რიგგარეშე სხდომა უმაღლეს საბჭოში 13 ოქტომბერს ჩატარდა.
საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენელები სტუმრობენ. აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „mount whitney” ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდა.
სამშენებლო ბიზნესი, სიგარის წარმოება, საფინანსო კომპანია, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები, ჰიდროელექტროსადგური – ამ ყველაფერს ერთი კომპანია – ,,MARDI HOLDING’’-ი აერთიანებს. ჰოლდინგის მფლობელი 34 წლის ირაკლი თურმანიძეა.
აჭარის მთავრობა რეგიონისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის. გადაუღებელი წვიმის შედეგად აჭარაში რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო ხიდები, დაინგრა საავტომობილო გზები. ორთაბათუმში მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა და ჯებირი გაამტვრია, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჩაქვისწყალი და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ხდება თუ არა წინასწარ საფრთხის ანალიზი, პრევენცია და მიმდინარეობს თუ არა ნაპირგამაგრების სამუშაოები.
„ოჯახში ექვსნი ვიყავით: მე, ჩემი მშობლები, უმცროსი ძმები და პატარა და. დედა მეხუთე შვილს ელოდებოდა. გადასახლება ზამთარში მოგვიწია, 1951 წლის შვიდ დეკემბერს. ოთხი წლის ვიყავი. ეშელონებში შეგვყარეს და წაგვიყვანეს. ჩვიდმეტი დღის განმავლობაში გარესამყაროს ვაგონში ამოჭრილი პატარა ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს. ერთადერთი რაც დამამახსოვრდა, ომისგან დაფერფლილი სახლები და ჩაშავებული უბნები იყო. სიცივისა და შიმშილის გარდა მახსოვს როგორ იღებოდა კარები მხოლოდ იმისთვის, რომ ვაგონიდან გარდაცვლილი ადამიანების გვამები გაეტანათ“.
დღეს, აჭარის მთავრობის სახლის წინ იპოთეკარების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დაბალ, გრძელ ვადიან სესხს ითხოვდნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის საიუბილეო, მე-100 პლენარულ სესიას დაესწრო. საიუბილეო სესიას 65 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსა და სერბეთის სასამართლოს სისტემებთან დაკავშირებული პროექტები და უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხები.
ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში არსებული მუსლიმური სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელები სასწავლო პროცესის განახლებას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აპირებენ. ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარის რამაზ კაკალაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის მუფთი, პრემიერ-მინისტრს 20 ოქტომბრამდე უნდა შეხვდნენ.
აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ 18-20 ოქტომბერს ბათუმის პორტს ესტუმრება – ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოს მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.
დღეს 5 საათზე „პრესკაფეში“ რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა, ევროინტეგრაცია და ნაციონალური იდენტობა.
ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ დამლაგებელი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, 9.00 – 18.00 სთ. დასვენების დღე _ კვირა.
ანაზღაურება: 250-350 დოლარი. დამოკიდებულია გასაუბრების შედეგებსა და საქმიანობაზე
მოთხოვნები:
ქალბატონები : 35-45 წლამდე
სასურველია მსურველს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება სავალდებულოა: რუსული ენის ცოდნა; საცხოვრებელი ადგილი ქობულეთი; დიდი ფართობების დალაგების გამოცდილება; მოწესრეგებულობა
სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენების ცოდნა.
ძირითადი ვალდებულებები
საკონტაქტო ინფორმაცია: teako61@gmail.com
+995 577 172794
„მოითხოვეთ ხელშეკრულების გაფორმება!“ – ამ სლოგანით ურჩევს არასამთავრობო ორგანიცაზია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მოქალაქეებს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება ორგანიზაციის ვებგვერდზე ელექტრონულადაც შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის წამოწყება ენერგოკომპანიის მისამართით მოსახლეობის გაზრდილმა უკმაყოფილებამ განაპირობა, მოქალაქეების აქტივობა მაინც დაბალია.
ზეგ, 15 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე იმსჯელებს. ინიციატივა საკრებულოს წევრებს ეკუთვნით. საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 1000-დან 1500 ლარამდე გაიზრდება.
ქალაქის ტერიტორიულმა ორგანოებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დაასრულეს. შედეგები სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება, რომელიც გაარკვევს, წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის შედეგად ვის რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის. წყალდიდობის შედეგად, ქალაქში ასზე მეტი ოჯახი და ინდმეწარმე დაზარალდა.
აჭარის ორი მუნიციპალიტეტის – ხელვაჩაურისა და ქობულეთის ძირითადი საზრუნავი ახალ წლამდე მანდარინის რეალიზაციაა. ფერმერებს ღამე არ სძინავთ იმის შიშით, წელსაც ისევე არ აცივდეს, როგორც შარშან გვიან შემოდგომაზე და მანდარინის ბაღები არ მოუყინოს. ეშინიათ წვიმისა და სეტყვის, რომელიც ასევე ძალიან აზიანებს მანდარინს. თუმცა, წელს პირველად, ამ ფერმერების რისკების შესამცირებლად დაიწყო სახელმწიფო პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ აჭარის მოსახლეობას ციტრუსის დაზღვევას სთავაზობს საუკეთესო პირობებით. უფრო მეტიც, კომპანიამ უკვე აუნაზღაურა იმ მოქალაქეებს ზარალი, რომლებსაც ბოლოს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა მანდარინის ბაღები დაუზიანა.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას რომ 4-დან 6 თვეში შეისწავლით ინგლისურს
1-2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში “კარმენის” პრემიერა გაიმართება.
ბათუმის საოპერო დასი “კარმენის” პრემიერას, ცნობილი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის გიზო ჟორდანიას 80 წლის იუბილეს მიუძღვნის.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ოცამდე გემი შემოვიდა, რის შედეგადაც რეგიონს 8743 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 9 გემი იყო შემუსული 2427 მგზავრით. 2014 წელს, ბათუმის პორტში 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
დღეს, შუაღელეს არასრულ საჯარო სკოლას, გმირის ზვიად დავითაძის სახელი მიენიჭა. 33 წლის უმცროსი სერჟანტი გასული წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა.
ქალ ირუჯება ზღვაზე ოქტომბერში. ბათუმი, 12.10.2014 ბათუმი 12.10.2014
აჭარაში რვა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სულ 8 352 სტუდენტი სწავლობს. ამ სასწავლებლებიდან სამი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო ხუთი – კერძო სასწავლებელი. რა პრობლემები აქვთ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთაც ფილიალები ბათუმში გახსნეს?
20 მაგიდა, 100 საწოლი, სიძველისგან გაცრეცილი ხალიჩები, ატალახებული ეზო, – ასე გამოიყურება დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 130 ბავშვი იღებს.
მერების შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს აერთიანებს. ცალკეული მუნიციპალიტეტები იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე. ყველა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც შეთანხმებას ხელს აწერს, იღებს პასუხისმგებლობას 2020 წლისათვის გამონაბოლქვი (CO2) მინიმუმ 20 პროცენტით შეამცირონ. დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით პროექტში 5 460 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. საქართველოში მერების შეთანხმების ხელმომწერი 7 ქალაქია – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და ბათუმი.
იყიდება ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. 68 ში მდებარე კომერციული ფართი. მიწის ნაკვეთი არის 605 კვ/ მ. ; შენობა – 522,48 კვ/ მ.; შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სასაწყობო მეურნეობა, მეორე სართულზე სასტუმრო. ფასი: $ 330 000;
იყიდება საოჯახო სასტუმრო „ძველი ბათუმი“ ბათუმის ცენტრში , თეატრსა და პიაცას შორის.
ვიდეო გადაღებულია ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადევულის ქუჩების კვეთაში, სადაც ოთხი წუთის განმავლობაში ოცდაათამდე საგზაო დარღვევა ფიქსირდება.
დღეს, “პრესკაფეში”, გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” წევრებმა, ნაადრევ ქორწინებასა და გოგონების განათლებაზე თანატოლთა ტრენინგი ჩაატარეს.
„კატარინა ბლუმის შელახული ღირსება” ჰაინრიხ ბიოლის ერთ-ერთი საკულტო ნაწარმოებია. მიუხედავად მცირე მოცულობისა, ეს წიგნი უმწვავეს პრობლემებს ეხება და ჟურნალისტებისთვის სავალდებულო საკითხავად ითვლება, რადგან მთავარი თემა არის ყვითელ პრესასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ეთიკის პრობლემები.
სოფელ ქობულეთში მდინარე სკურდაზე ახლადაშენებული ხიდი გახსნა, რომლის სამშენებლო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.