არჩილ ხაბაძემ ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპისთვის მეწყრის შედეგად დაზიანებული სოფელ გუნდაურისა და გარეტყის დამაკავშირებელი ხიდისა და გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მთლიანად ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ზარალის ოდენობამ 372362 ლარი შეადგინა. გზების რეაბილიტაციაზე აჭარის გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილება მუშაობს-ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ მახუნცეთის აწჰესის დასახლებაში, სადაც ბუნების ძეგლის მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია კეთილეწყობა. იწმინდება მისასვლელი გზა, კეთდება ავტოსადგომი, გადასასვლელი ხიდი,სკვერი და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ობიექტები.