ამ წუთებში ბათუმის ზღვაზე 4 ბალი სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.
ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსის ინფორმაციით გუშინ , 18 ოქტომბერს შტორმის სიმძლავრე 5 ბალს აღწევდა.
ბათუმელები
ამ წუთებში ბათუმის ზღვაზე 4 ბალი სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.
ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსის ინფორმაციით გუშინ , 18 ოქტომბერს შტორმის სიმძლავრე 5 ბალს აღწევდა.
19 ოქტომბერს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სახელით აჭარის მთავრობის სახლში მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს, გაეროს ელჩს დან ვიგო ბერგტუნის უმასპინძლა.
მეათე თვეა ბათუმში წმ. ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია უკანონოდ მიმდინარეობს. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია და მას კანონი იცავს, თუმცა მისი რეკონსტრუქცია უკანონოდ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საუდის არაბეთისა და მალაიზიის საელჩოები მისი სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალშია. ფლობს ინგლისურს და სწავლობს ქართულს. რა გეგმები აქვს თურქეთის ახალ კონსულს ბათუმში და როგორ აფასებს ის რეჯებ ერდოღანის გახმაურებულ განცხადებას წარმომავლობაზე – გასულ კვირას იასინ თემიზქანიმ “ბათუმელების” კითხვებს უპასუხა.
ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის, პირველ მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისის, ვაიოს საჯარო სკოლებსა და ქედის კულტურის ცენტრის სახლში პანდუსები დაამონტაჟეს.
სიმაღლე – 1.80; პარამეტრები: 90/58/90 – ეს 20 წლის ნინო ჯაყელის მონაცემებია, რომელიც „მის აჭარა 2014“ გახდა. ნინო „ბათუმელებს“ თავის გეგმებზე ესაუბრა.
2014 წლის 17 ოქტომბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ვალერი ბერაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპორტული საზოგადოება და სტუდენტ-ახალგაზრდები საზეიმოდ დახვდნენ ბარსელონადან დაბრუნებულ Trofeo Malgratense 2014″-ის გამარჯვებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომლებმაც საუკეთესოდ იასპარეზეს და ჩემპიონები გახდნენ 2003-2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა ასაკობრივ ჯგუფში.
თვითმხილველის, როინ გუნდაძის ინფორმაციით, წუხელ ღამის სამ საათზე მდინარე ყორიოლისწყალმა შუქრი ბერიძის ორსართულიანი საცხოვრებელ სახლი მიიტაცა.
დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის “ვის ეშინია ფემინიზმის?” ფარგლებში დაგეგმილი ლექციების კურსის პირველი ლექცია, ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა წაიკითხა. ლექციის თემა – “ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ”.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში კვლავ შტორმს ელოდებიან.
დღეს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშილი ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თვმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა.
„ჩემი ყოველი დილა იწყებოდა ასე – ვჭამდი აჭარულ ხაჭაპურს და მივდიოდი სკოლაში. ხაჭაპურს მე და ჩემს ბიძაშვილს ბიცოლა გვიცხობდა, რომელიც მეხაჭაპურე იყო და დილიდან საღამომდე მუშაობდა. ჩვენც ვეხმარებოდით. მერე უკვე ჩვენვე ვიცხობდით ჩვენ წილ ხაჭაპურს“ – იხსენებს გია აგირბა, აჭარული ხაჭაპურის ცნობილი მცხობელი ბათუმში. მისი ყოველი დილა ახლაც ასე იწყება: დილით, ცომის მოზელის, შეშის ღუმელის გახურებისა და ხაჭაპურის გამოცხობის შემდეგ, საკუთარ გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს პირველი თავად სინჯავს.
4 ნოემბერს, ბათუმში ”გამოფენების” ფესტივალი გაიხსნება. პროექტის ფრგლებში სხვადასხვა თემატიკის სამი გამოფენა მოეწყობა და მათში 60-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
დღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 650 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, უშუალოდ საქართველოზე კი ყოველწლიურად 1000-1200 ახალი შემთხვევა მოდის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძუძუს კიბო საქართველოში მცხოვრები ქალების სიკვდილის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია. 2010 წელს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალთა 36,8 პროცენტს ძუძუს კიბო აღმოაჩნდა. 2010 წლის მიწურულს, ავთვისებიანი სიმსივნის 9 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო, რაც 10% ზრდაზე მეტია. ახალი შემთხვევებიდან ქალების 17,5% გარდაიცვალა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში ძუძუს კიბო ასიდან 98 შემთხვევაში იკურნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 ოქტომბერს, ბათუმში, დასავლეთ საქართველოს მუფთს, ჯემალ პაქსაძეს და მუსლიმებს შეხვდა. ქართველი მუსლიმები ქობულეთში მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირების და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყების საკითხზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდნენ. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეც ესწრებოდა.
18 ოქტომბერს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
19 ოქტომბერს, შუახევის კულტურის ცენტრში პროექტი – “ლიტერატურული სკოლის” შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.
დღეს, 17:00 საათზე, საჯარო ლექციების ციკლის – “ვის ეშინია ფემინიზმის” პირველ ლექციას პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი წაიკითხავს. ლექციის თემაა – “ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ”.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშირისო ფესტივალის (BIAFF) საქველმოქმედო აქციის – “კინო ეხმარება ბავშვებს” – ფარგლებში შემოსული თანხა „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“ გადაირიცხა.
დღეს, 16 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 13 საკითხი იყო გამოტანილი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარუდგინა.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკითხი დღეს გამართულ ბათუმი საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით წელს უფლემოსილების განხორციელებითვის გათვალისწინებული ხარჯი აღარ გაიზრდება.
ბათუმი საერთაშორისო მასშტაბის კულტურულ პროექტში – „ლიმენში“ ერთვება, რომლის ფარგლებშიც შავი ზღვის აუზის სხვა ქალაქ-პორტებთან ერთად, იგი „შავი ზღვის კულტურულ პორტად“ გამოცხადდება და მომავალი წლის ზაფხულისთვის, ბიზანტიურ ეპოქასთან დაკავშირებული სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების წყალობით შავი ზღვის ქალაქ-პორტებს შორის კულტურულ-ტურისტული და ეკონომიკურ-სოციალური ქსელის წევრი გახდება. ამ თემაზე „ბათუმელებს“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ დიდებულიძე ესაუბრა.
აჭარის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით წელს აჭარამ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტებს უმასპინძლა. დეპარტამენტი სტატისტიკას სასტუმროების მიერ მოწოდებული დატვირთულობის მონაცემების მიხედვით აქვეყნებს. სასტუმროების მონაცემებით აჭარას 383 031 ტურისტი სტუმრობდა.
დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გერმანელი კარდიოქირურგი, პროფესორი ალექსანდრე ჯონი ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევს.
გადაცემა „დილის ტალღის“ ყოფილი წამყვანი, ჟურნალისტი გიორგი მოისწრაფიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს მენეჯერად დაინიშნა. „ბათუმელებს“ იგი სამომავლო გეგმებსა და საკადრო პოლიტიკაზე ესაუბრა.
ამერიკულ სამხედრო–საზღვაო ძალებში ეროვნებით ქართველი ოფიცერი გივი ტიბანელი მსახურობს, 29 წლის ოფიცერი სამხედრო გემის მთავარი იურისტია და ასევე ასრულებს მრჩევლის როლს საერთაშორისო სამართლის საკითხებში. გივი ტიბანელი ბათუმის პორტში შემოსული ამერიკული ხომალდის -“Mount Whitney”ის ეკიპაჟის წევრია.
15 ოქტომბერს ბათუმის პორტს სეზონის ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო ხომალდი “MS Thomson Celebration” ესტუმრა. მსხვილ ამერიკულ-ჰოლანდიურ ლაინერზე 1800-მდე მგზავრი იმყოფება. დღის ბოლომდე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მისი მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, შორენა მამულაძე გააცნო მედიას.
დღეს, 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან, სადაც წარმოდგენილი იქნება ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ ერთობლივად მომზადებული ლექციების სპეციალური სერია თემაზე: „ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება”.
კანონიერ ქურდობასა და გამოძალვაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტრის ოპერატიული მუშაკი დავით ხოზრევანიძე. მან სასამართლოში განაცხადა, რომ ის აგროვებს ოპერატიულ ინფორმაციებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებისგანაც მოსალოდნელია დანაშაულის ჩადენა.
დღეს, 15 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ – ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელის თქმით, თუ თვითმართველობის დეპუტატებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ, ბათუმელებს თვითმართველობის შენახვა დამატებით 150 000 ლარი დაუჯდებათ.
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „საკუთარი სუფრა“ გაიხსნება. გამოფენის თემაა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზებით დღეს, 15 ოქტომბერს, 14 საათზე ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია-შეხვედრა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის უფლებამოსილებებზე, ასევე აჭარის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დათხოვნის აჭარის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებმოსილებაზე.
20 ოქტომბრიდან ბათუმი – თბილისის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით კომპანია „მეტრო ჯორჯია“ იწყებს მგზავრების გადაყვანას ავტობუსით.