ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერი ბერლინში ვიზიტის შესახებ


დღეს,  ბათუმის მერიაში,ბათუმის მერმა ისაუბრა ბერლინში, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული  ვიზიტის   დეტალებზე, – ”ჩემი მიზანი იყო ამ პრობლემებთან დაკავშირებით გერმანელ პარტნიორებთან  საუბარი, ჩვენ ვისაუბრეთ სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასთან და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო პროცესების თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, რაზეც გერმანულ მხარესთან შევთანხმდით ”- აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

 

 

გიორგი ერმაკოვი

მისივე თქმით, მათ ჰყავთ რამდენიმე უცხოური კომპანია რომელიც პროექტების ინსპექტირებას ახდენს და აწვდის გერმანელ პარტნიორებს ამ პროექტებს, რის შემდეგაც გერმანიის განვითარების ბანკი ღებულობს გადაწყვეტილებას დააფინანსოს თუ არა  პროექტი.

 

”ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, კომპანია ” ეგისი” – სთან რომლის პროექტირებაზე მუშაობს და შევთანხდით რომ კომპანია ”ეგისი”-ს მიერ წარმოდგენილ და ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები იქნება დაფინანსებული გერმანული მხარის მიერ, უშუალოდ ეს საკითხები შეეხებოდა სანიაღვრე  სისტემას და კონკრეტულად  დამქაჩ ნაგებობებს.”- დასძინა გიორგი ერმაკოვმა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მოხალისე , თაკო ათაბაგი