ნეტგაზეთი • RU

უმაღლესი საბჭო მანქანას ყიდულობს- შესყიდვის ღირებულება 46375 ლარია

 

სატენდერო დოკუმენტში წერია, რომ ავტომანქანა აუცილებლად ვერცხლისფერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 120 ცხენის ძალა, მინიმუმ ოთხი  უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა…

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის,  პლატონ მანჯგალაძის განმარტებით  46375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და   სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.  

როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. 

 

სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს. 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"