ნეტგაზეთი • RU

ბათუმში 600 ათას ერთწლიან მცენარეს რგავენ

 

ბათუმში შემოდგომა-ზამთარში მოყვავილე მცენარეების დარგვა ქალაქის სკვერებსა და გზაგამყოფებზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

 

დღეს, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ არსებული სკვერის გამწვანებაში ბათუმის ვიცე-მერმა, ბაგრატ მანველიძემ მიიღო მონაწილეობა.

დღის ბოლომდე ვიოლები და მიხაკები თამარ მეფის გამზირის გზაგამყოფ სკვერებში დაირგვება. ამ ეტაპზე, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანობაში 600 ათასი ძირი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოყვავილე ერთწლიანი მცენარე დაირგვება – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდი ავრცელებს.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით მცენარეების დარგვისათვის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მოხალისე , თაკო ათაბაგი