შპს „ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ იძულებულნი არიან წყლის მიწოდება ძლიერი წვიმის დროს შეწყვიტონ, რადგან ეს უბნები ჩაქვის და ჩაისუბნის სათვე ნაგებობიდან მარაგდება წყლით, წვიმის დროს კი მდინარე იმღვრევა და მოსახლეობას რომ დაბინძურებული წყალი არ მიეწოდოს, დროებით წყვეტენ წყლის მიწოდებას.
„ბათუმის წყალში“ და ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის შეუფერხებელი მიწოდება ამ უბნებში ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. ამ სამუშაობის პირველი და მეორე ეტაპი დასრულებულია და დარჩენილია მესამე ეტაპი.
„მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამოვლენილია უკვე გამარჯვებულები და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ უბნებში წყლის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში და გაგრძელდება დაახლოებით სამ წელს“ – განმატავს ჯაბა ტუღუში, მერის მრჩეველი იმფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.
ჯამში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული.