აქცია ერთდროულად გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ ჰიმნის ტექსტი და შესრულდება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.


