ცნობილი სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“ 19-23 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის კვირას აღნიშნავს.
აქციას „ჰილტონ ბათუმიც“ შეუერთდა. სასტუმროს თანამშრომლებმა გარემოს დღე, ბათუმის პლაჟის დასუფთავებით აღნიშნეს.
„ბათუმში პლაჟის დანაგვიანება ისედაც პრობლემას წარმოადგენს, ამას ემატება შტორმის შედეგად გამოწვეული დანაგვიანება, ამიტომ გადავწყვიტეთ გარემოზე ზრუნვა პლაჟის დასუფთავებით დაგვეწყო“- აცხადებენ „ჰილტონში“.
აქციის შედეგად, ზღვისპირა ზოლი პოლიეთილენის, პლასმასის და სხვა პირადი მოხმარების ნივთებისაგან გაიწმინდა.