მახინჯაურში გაზი 3 საათით გაითიშება

18 ნოემბრის 12:00 საათიდან 18 ნოემბრის 15:00 საათამდე ბათუმში, მახინჯაურის დასახლების აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. კომპანია „სოკარის“ ცნობით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში ერთვება

უკრაინელი გამომძიებლები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან, ისინი უკვე ინციდენტის ადგილისკენ მიემართებიან – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში მიმდინარე Bloomberg-ის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, 16 ნოემბერს უკრაინამ მიიღო დადასტურება, რომ მისი წარმომადგენლები გამოძიებაში ჩაერთვებიან. ზელენსკის განცხადებით, რაკეტის დავარდნის ადგილას გაჩენილი ორმოს ფოტოები მიუთითებს, რომ მას მხოლოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის …

„პუტინის ფანი სადამკვირვებლო მისიაში“ – გერმანიამ საქართველოდან პრორუსი სამხედრო გაიწვია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან სამხედრო მოსამსახურე გერმანიამ მისი პრორუსული შეხედულებებისა და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო გაიწვია. მისიის გათავისუფლებული წევრი 43 წლის სერგეი.ე-ა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთი ომს არა უკრაინის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ აწარმოებს და სოციალურ ქსელებში ღიად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას. „პუტინის გერმანელი ფანატი სადამკვირვებლო მისიაში,“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გერმანიის …

ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …

უკრაინის ენერგოქსელის განადგურება რუსეთის სტრატეგიაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, მოსკოვი ასეთ თავდასხმებს განაგრძობს. „15 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა დაახლოებით 80 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე,“ – წერს უწყება და დასძენს, რომ 15 ნოემბრის შეტევა ომის …

უკრაინელი ბავშვების იძულებითი გაშვილება ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსული წყაროები დაუფარავად ეწევიან უკრაინიდან უკანონოდ გაყვანილი ბავშვების გაშვილების რეკლამირებას. ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კლიპები და განცხადებები შეისწავლეს. „რუსები დაუფარავად უკეთებენ რეკლამას რუს ოჯახებში უკრაინელი ბავშვების იძულებით გაშვილებას. ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობენ დონბასელი …

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა პოლონეთში მომხდარი აფეთქებების საფუძვლიანი გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომია. შოლცმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა: „პოლონეთში მომხდარ საშინელ ფაქტს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. კარგია, რომ NATO-ს წევრებს ამის გაკეთება სწრაფად შეუძლიათ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა, რომ არა …

უკრაინამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული დრონი და 1 „ორიონი“ ჩამოაგდო – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 15 ნოემბრის მასობრივი სარაკეტო შეტევისას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ გაანადგურა. გუშინდელი დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 90-ზე მეტი რაკეტა X-101 და „კალიბრი“ და ათზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა. რუსეთის თავდასხმის სამიზნე ამჯერადაც სამხედრო ობიექტებთან ერთად უკრაინის სამოქალაქო …

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები. ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია. სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი …

კახოვკის კაშხლის დაზიანება, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, ხერსონიდან გასვლისას, რუსეთის არმიამ სერიოზულად დააზიანა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, „რათა უკრაინელთა წინსვლა შეეფერხებინა“. „დაზიანდა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების სამი მალი კაშხლის ჩრდილოეთ ბოლოში, რამაც გადასასვლელები გამოუსადეგარი გახადა,“ – წერს უწყება 16 ნოემბრის რელიზში. თუმცა, დაზვერვის შეფასებით, სამი წყალგადასაშვები არხი კაშხლის ამ მონაკვეთზე, ფაქტობრივად, უვნებელი გადარჩა, …

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსები იძულებულნი გახდებიან, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ტემპი შეანელონ. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ყველაზე მასშტაბური სერია განახორციელა. ანალიტიკოსები, რომლებიც ეყრდნობიან მოპოვებულ მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, უკვე გამოიყენება მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა თითქმის ამოწურეს …

„უკრაინამ ჩვენი მიწები დაიპყრო“ – რას უყვებიან რუსებს კრემლის პროპაგანდისტები

თუკი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ რუსული პროპაგანდა გენერალ სუროვიკინის ამ ნაბიჯის გამართლებას ცდილობდა, ვლადიმირ სოლოვიოვის მორიგ გადაცემაში ის და მისი სტუმრები უკვე იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა დაიბრუნოს რუსეთმა „უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“. ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუგანსკს ისინი სწორედ რუსეთის მიწებს უწოდებენ, მიწებს, რომლებიც უკრაინამ დაიპყრო. „ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ზაპოროჟიე, ლუგანსკი, ხერსონის ოლქი. და სად არის …

„ვაგნერმა“ სიკვდილით დასაჯა თავისი წევრი, რომელიც უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული, ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ნუჟინი თავის დროზე პირადად ევგენი პრიგოჟინმა გამოიყვანა რიაზანის გამოსასწორებელი კოლონიიდან. ომში გაგზავნის შემდეგ კი ის უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი გამოთქვა და უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ნუჟინი პუტინს აკრიტიკებდა. წინასწარი ინფორმაციით, …

უკრაინას არარეალისტური და არაადეკვატური მოთხოვნები აქვს – ლავროვი

G20-ის სამიტზე მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებს და სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს ამბობს. „უკრაინული მხარე კატეგორიულად ამბობს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ცხადად არარეალისტური და არაადეკვატურია. ჩვენ, ჩვენი პრეზიდენტის პირით, არაერთხელ დავადასტურეთ რომ, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე. თუ ამაზე ვინმე ამბობს უარს …

ვინ იყო სტეპან ბანდერა – გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?

რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის 100 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან კანადელი პოლიტიკოსები, უკრაინული წარმომავლობის პირები, მსახიობები ჯიმ კერი და კეტრინ ვინიკი და ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას შვილიშვილი, სტივ (სტეფან) ბანდერა. სტეპან ბანდერას სახელი და მისი გვარიდან შექმნილი ტერმინი – „ბანდერელები“ 24 თებერვლის შემდეგ არაერთხელ გაისმა. ვლადიმერ პუტინიცა და რუსი პოლიტიკოსებიც მას, როგორც წესი, იმის დასტურად …

რატომ აირჩია რუსეთმა ჰენიჩესკი სამხედრო სამეთაურო კვანძად – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონის „დროებით დედაქალაქად“ აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი ჰენიჩესკი აქცია. უწყების ვარაუდით, რუსეთის სარდლობა სამხედრო მართვის პუნქტებს სწორედ ამ ზონაში გადაიტანს. დაზვერვის შეფასებით, ქალაქს სამხედრო თვალსაზრისით მოხერხებული ადგილმდებარეობა აქვს და სამეთაურო კვანძად მისი არჩევა სამხრეთ უკრაინის დაცვისას რუსეთის სარდლობის პრიორიტეტებსა და საფრთხეებზეც მიუთითებს. „ის საშუალებას აძლევს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 – 12 გრადუსი …

ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკში გადაჰყავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკის მიმართულებაზე გადაჰყავს, რათა ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთ ნაწილში დაწყებული ოპერაციები გააძლიეროს. „უახლოეს დღეებსა და კვირებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მართლაც მიაღწევს წარმატებას ამ რაიონებში, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება ვერ იქნება“, – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო …

მოსკოვში არა – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას, საით წავა უკრაინის არმია

რა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო მიმართულება ხერსონის შემდეგ? – სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს ხერსონში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს. „მოსკოვი არა,“ – უპასუხა ზელენსკიმ მედიას. – „ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნების ტერიტორიები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება“. ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს აგრესორის …

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს. „ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა. …

„სასტუმროში ვარ“ – ლავროვი უარყოფს ცნობებს, რომ ცუდად გახდა და კლინიკაშია

„სასტუმროში ვარ. ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ,“ – სერგეი ლავროვის ეს კომენტარი კრემლისტურმა სააგენტო TACC-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტზე დასასწრებად ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.  Associated Press-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში ჩასული ლავროვი პროვინციის დედაქალაქში კლინიკაში მოათავსეს. სააგენტოს ეს ფაქტი როგორც ინდონეზიის ხელისუფლების, ისე სამედიცინო …

ზამთარი ომის მიმდინარეობაში ცვლილებებს შეიტანს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ზამთარი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ომის პირობებში, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარისთვის. „დღის დამოკლება, ტემპერატურის დაცემა და ამინდის ცვლილებები სერიოზულ გამოწვევებს შეუქმნის მებრძოლ სამხედროებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთის გენშტაბი მიიღებს, ნაწილობრივ სწორედ ზამთრის პირობებით იქნება ნაკარნახევი,“ – მიიჩნევს უწყება. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ზაფხულის 15-16-საათიან დღესთან შედარებით, ზამთარში დღე მხოლოდ 9-საათიანი იქნება. ეს …

ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

ხერსონში მარცხის შემდეგ, რუსეთი უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში შეტევებს განაახლებს და ამისთვის ხერსონის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც გამოიყენებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW), რომლის დღევანდელი ანგარიშიც თითქმის მთლიანად ამ თემას ეძღვნება. „უკრაინამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოწოდებული იყო, როგორმე შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან …

პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს უკრაინასთან მოლაპარაკებას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს მოლაპარაკება დაიწყოს უკრაინასთან. პოდოლიაკის აზრით, რუსეთი ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად. „დ – დემორალიზაცია. რუსეთის ფედერაციაში ომის მხარდაჭერა სწრაფად მცირდება. ოლიგარქიდან მეწაღემდე ყალიბდება აზრი: „დროა, დამთავრდეს“. პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისა და ჯარების გაყვანისთვის. მაგრამ ეს მოხდება დონეცკის …

რუსეთი სკოლებში სამხედროს გაკვეთილებს აბრუნებს: ბრიტანეთის დაზვერვა კრემლის მოტივებზე

რუსეთმა 2023 წლის სექტემბრიდან სკოლებში სამხედრო სწავლების დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კრემლი უბრუნდება საბჭოთა პერიოდის პროგრამას. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვამ დღეს, 13 ნოემბერს, გამოაქვეყნა. მათ ასევე განმარტეს, რომ ეს უკავშირდება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს. ბრიტანელები განმარტავენ, თუ რა ტიპის სამხედრო სწავლებას გეგმავს რუსეთი მოზარდებთან. ეს არის საბჭოთა პერიოდის პროგრამის გამეორება, როდესაც …

ოკუპანტებმა ხერსონიდან თითქმის 15 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაძარცვეს ხერსონის რეგიონიც. „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის სპეციალურ ოპერატიულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონიდან ოკუპირებულ სიმფეროპოლში ჩავიდა ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებშიც მოთავსებული იყო ხელოვნების ნიმუშები – ძვირფასი ექსპონატები და სხვა გაძარცვული ნივთებით. „ჩვენი იატაკქვეშა მოძრაობის მონაცემების მიხედვით, რუსებმა ნივთები გაიტანეს ალექსეი შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმიდან. …

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 6 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი. ამავე ბრალდებით …

ხერსონის დაკარგვა რუსეთისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანია – ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვლის შემდეგ დაიკავეს, შესაბამისად, იქიდან გასვლა სერიოზული რეპუტაციული ზიანს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ სირთულეების საჯარო აღიარებას, რომლებსაც რუსეთის ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წააწყდნენ – ასე აფასებს ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლას და ოლქის დასავლეთ ნაწილის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას. უწყება ადასტურებს, რომ უკრაინამ უკვე დაიბრუნა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს …

დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ. როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინის არმია ფაქტობრივად ასრულებს ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას, რუსებმა კი ამ ტერიტორიის დატოვებით მისი შენარჩუნების შესაძლებლობა დაკარგეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის …

არ იბრძოლოთ, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობად – უკრაინის მიმართვა ბელარუს სამხედროებს 

უკრაინის გენშტაბი ბელარუსი და რუსი სამხედროებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ვიდეო ბელარუსთა მიმართ შეტყობინებით იწყება, რომ მათ, ვისაც იძულებით გაგზავნიან უკრაინაში საომრად და არ შეეძლებათ, ამ ბრძანებას წინააღმდეგობა გაუწიონ,  უკრაინის არმია ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს. „როგორც კი უკრაინის საზღვარს გადმოკვეთთ, ჩააქრეთ ტექნიკა, გაჩერდით დანაყოფთან ერთად, აწიეთ თეთრი დროშა და დაელოდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობასთან შეხვედრას. თუ თქვენ …

„მე კარი არ გამომიჯახუნებია“ – ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას არასდროს უთქვამს უარი რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე. თუმცა ვერ ხედავს მოსკოვის სურვილს, მშვიდობას კიევის პირობებით დათანხმდეს. „მე კარი არ გამომიჯახუნებია. მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან სალაპარაკოდ, მაგრამ სხვა რუსეთთან. ისეთთან, რომელიც ნამდვილად მზადაა მშვიდობისთვის. ისეთთან, რომელიც მზადაა აღიაროს, რომ ოკუპანტია,“ – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ს. …

აშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა – Reuters

შეერთებული შტატები აღარ განიხილავს რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთს 20 წლის წინ მინიჭებული სტატუსი ჩამოართვა. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლების უხეშმა და ფართო ჩარევამ ეკონომიკაში სერიოზული გავლენა მოახდინა ფასწარმოქმნასა და დანახარჯებზე. მოკვლევის შემდეგ შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი აღარ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად ჩაითვალოს. „ის უნდა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 – 12 გრადუსი …

რუსეთი სარაკეტო თავდასხმებით უკრაინელთა გატეხას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების მიზანი მოსახლეობის მებრძოლი სულის გატეხაა. „10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების მთელი სერია განახორციელა. დღეისთვის, ამ თავდასხმებმა ტალღისებრი ხასიათი მიიღო,“ – წერს უწყება 11 ნოემბრის რელიზში და აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს, უკანასკნელი ყველაზე მასშტაბური შეტევისას, რუსეთმა პირველად ამოიღო მიზანში ჰიდროელექტროსადგურები. „თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა …

ხერსონის აღებით უკრაინა ყირიმისკენ მიმავალ გზებზე საცეცხლე კონტროლს მოიპოვებს – FT

ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და შორსმოქმედი შეიარაღებისთვის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია საუბარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ასევე მოხვდება რუსეთის ლოგისტიკური ობიექტები და საბრძოლო მასალების საწყობები. ისინი …

უკრაინა ხერსონში დიდ გამარჯვებას უახლოვდება – ISW

ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია და ახლა ხერსონში უკრაინა უახლოვდება უდიდეს გამარჯვებას, რომელიც უკანასკნელი არ იქნება – ასე აფასებს ბოლო 24 საათში ოლქში შექმნილ ვითარებას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW). როგორც დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, უკრაინელი სამხედრო პირები და სატელიტური კადრები სოციალური მედიიდან ადასტურებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით …

Exit mobile version