რამდენიმე წუთის წინ „ბათუმელების“ რედაქციაში მოქალაქემ დარეკა. მისი განცხადებით, ის ბათუმის ერთ-ერთ უბანში, ზემო გოროდოკში ცხოვრობს. მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ უბანში მოსახლეობას წყალი სამი დღეა არ მიეწოდება.
„სამი დღეა წყალი არ მოდის, დავიხრჩეთ უწყლოდ. თუ მოდის იმდენად ბინძურია რომ ბავშვები იწამლებიან. მოვითხოვ, დროულად მოგვაწოდონ წყალი და უზრუნველყონ წყლის ხარისხი“- განაცხადა მოქალაქემ, რომელსაც ვინაობა არ დაუსახელებია.
შპს „ბათუმის წყალის“ ცხელი ხაზის ოპერატორი მაია დათუნაშვილი აცხადებს რომ წყალი გოროდოკის დასახლებაში დღეს 11:00 საათისთვის ჩაირთო:
„ოთხი დღეს არ ვიცი, მაგრამ გუშინ გაითიშა სისტემა. წყალი აიმღვრა და იმიტომ გავთიშეთ. ძველ სისტემაზე ვინც არის, მოსახლეობის იმ ნაწილს ეთიშება ხოლმე წყალი, მაგრამ სისტემების გამოცვლის მესამე ეტაპი დაწყებულია და ეს პრობლემა მოგვარდება“-აცხადებს ოპერატორი.