11 ნოემბერს ბათუმის ბულვარში, შადრევნებთან ახლოს საბავშვო ავტოდრომი გაიხსნება. საბავშვო ატრაქციონით სარგებლობის ღირებულება სამი ლარი იქნება.
„სამი წუთი სამი ლარი ეღირება. ავტოდრომზე სულ შვიდი მანქანა გვყავს. ამდენივეს დამატებას კიდევ ვაპირებთ. მანქანები იტალიიდან არის ჩამოტანილი და საკმაოდ კარგი ხარისხისაა“- ამბობს საბავშვო ავტოდრომის ხელმძღვანელი მამუკა კონცელიძე.
მისივე ინფორმაციით, საბავშვო ავტომანქანები ტექნიკურად შემოწმებულია შესაბამისი სამსახურების მიერ:
„გვინდა, რომ თითოეული მომხმარებელი იყოს სრულიად დაცული. სამომავლოდ, მიმდებარე ტერიტორიების გაფართოებას ვაპირებთ“.