მიმდინარე წლის გაზაფხულზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხულოსა და შუახევში მწერდამჭერი ხაფანგები დაამონტაჟა. ხაფანგების შეძენა გარემოს დაცვის სამმართველოს ტყის მავნებლების გასანადგურებლად დასჭირდა. აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში, ორი სახის მავნებელია გავრცელებული – მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამია.