Batumelebi | წუხელ ღამით წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს წუხელ ღამით წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს – Batumelebi

წუხელ ღამით წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს

 

წუხელ, გვიან ღამით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებადან, ორი ეკომიგრანტი ოჯახი გამოასახლეს. ისინი ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში იმყოფებიან. გამოსახლების საშიშროება წალკაში ჩასახლებულ 150-მდე ოჯახს კიდევ ემუქრება. 

 

 

ეკომიგრანტები წალკაში

 

 

ღორჯომელაძის ოთხსულიანი და მახარაძის ექვსულიანი ოჯახები გუშინ გამოასახლეს, რომელებიც იმაცე ღამესვე წამოვიდნენ  თავიანთი საქონლით და საოჯარო ტვირთით. ახლა მიდიან კვირიკეში რომ დროებითო თავშესაფარი იპოვონ ახლობლებთან“-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

 

 

 ეკომიგრანტები ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ, რომელიც ხელისუფლებას უნდა გამოესყიდა:

 

 

„ჩვენ ვაპირებთ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი რომ ამ ოჯახებს ეპატრონოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს პროცესი იქნება მასიური და უფრო პრობლემატური გახდება. წალკაში დაახლოებით 150 ოჯახია მსგავს მდგომარეობაში. მე პირადად ვნახე რომ წალკაში არის შესაძლებლობა  რომ გლეხებს მიწები გამოუყონ და დაურიგონ“-აცხადებს თამაზ ბაკურიძე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე