რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“. სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“. ახალი …

რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება

მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად …

მკვლელობა გურიაში – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე …

„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის …

ოზურგეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შსს-ს ცნობით, თურქეთის მოქალაქე მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. უწყების ცნობით, დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. პოლიციამ ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

იაპონელი მოგზაური წერს, რომ ველოსიპედი, რომელიც ქობულეთში მოჰპარეს, ნაპოვნია

იაპონელი მოგზაური, ნაოია ტაბიბიტო, რომელსაც 11 მაისს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, ინსტაგრამზე წერს, რომ მისი ველოსიპედი ნაპოვნია. იგი წერს, რომ მისი ველოსიპედი ქობულეთიდან 120 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. „პოლიციამ ის იპოვა! ასევე მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის გავრცელებას“ – წერს მოგზაური. ველოსიპედი თვითნაკეთია და მისი საშუალებით იაპონელმა მოგზაურმა არაერთი ქვეყანა …

შუახევში ახალგაზრდა კაცი, მაშველი დაიღუპა – იგი ხრამში იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოსთან, ხრამში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. იგი დაახლოებით 35 წლის იყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სუფრა 15 მაისს, გვიან საღამოს, რომელზეც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხრამში დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პოლონეთის მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს“ – წერს სამინისტრო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

ცოლსა და შშმ გერზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ …

რატომ ყიდულობს შსს 94 000 კვერცხს ტენდერის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობით

შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობით კვერცხის ყიდვის უფლებას ითხოვს. სამინისტროს განმარტებით, სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება შპს „ბუღასთან“ 2026 წლის 16 მარტს გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მიმწოდებელ კომპანიას ორგანიზაციისათვის ქათმის კვერცხი, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა, ერთეული 0,42 თეთრად. 2026 წლის 5 მაისს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, …

შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. „ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები…. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან …

„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს

ქობულეთში იაპონელ მოგზაურს მოჰპარეს ველოსიპედი, რომლითაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. „მოხდა ის, რის ყველაზე მეტად მეშინოდა – ველოსიპედი მომპარეს,“ – ამბობს ფეისბუქგვერდზე 11 მაისს გავრცელებულ ვიდეოში იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო, – „დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი, რომელიც კარვის გვერდით მეგულებოდა, აღარ დამხვდა. საბედნიეროდ, ძვირფასი ნივთები [პასპორტი, ფული და ა.შ.] წინა დღეს გაცნობილი ადამიანის სახლში მქონდა დატოვებული, …

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, …

შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ძალადობაში მონაწილე ხუთი სამართალდამცავი მხოლოდ ახლა, 2026 წლის 7-9 მაისს დააკავეს. „ოცნების“ ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ მოძალადე ძალოვანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამჯერად კი, კობახიძე აცხადებს: „უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა.“ ამ თემაზე: „ჩვენთვის ტვირთი იყო, რომ სამართალდამცავებიდან არავინ იყო დაკავებული – კობახიძე ბოლო წლებში საპროტესტო აქციების …

ბათუმსა და ოზურგეთში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 მოქალაქე ბათუმსა და ოზურგეთში დააკავეს. შსს-ს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. მიმდიანრეობს საექსტრადიციო პროცედურები.

გურჯაანში კაცმა 36 წლის მეზობელი მოკლა, ბრალდებული დააკავეს – შსს

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია შსს -მდღეს, 7 მაისს გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გურჯაანში, „წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებული 36 წლისაა. მას განზრახ …

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

დღეს, პირველ მაისს, საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. შსს-ს ცნობით, გაიზარდა ჯარიმები ცალკეულ სამართალდარღვევებზე. კერძოდ: 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 …

სარფისა და ბათუმის პორტის საბაჟოებზე იარაღის შემოტანის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, 2 კი მხილებულია. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე პირი ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე დააკავეს ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ბრალდებით. „პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის …

რატომ ვერ ააშენა შსს-მ ბათუმში ახალი ოფისი, სადაც ქალაქის პოლიციის I განყოფილება გადადის

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მშენებლობა 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ დასრულდა. ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე სამინისტროს ხელშეკრულება 3,2 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული. აქედან 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამინისტრომ ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ამჯერად ახალი ტენდერი 1,6 მილიონი ლარით გამოაცხადა. სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეგუსთან“ …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს. შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

დააკავეს უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის, ბათუმსა და ქობულეთში

უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და თბილისში. შსს-ს მიერ დღეს, 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“ ჩატარდა „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები“ და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტში შევიდნენ. „დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის – კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და …

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით. დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

66 წლის კაცი მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით …

ბათუში, სპაცენტრში ხანძარი იყო, არავინ დაშავებულა – რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები

გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა. კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების …

ბათუმში მოზარდმა 32 წლის კაცი დანით დაჭრა

ბათუმში მოზარდმა კაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი 32 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ …

ჩაქვში ახალგაზრდა კაცს ავტომანქანა დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ქვეითი, დაახლოებით 35 წლის კაცი. შემთხვევა ჩაქვში წუხელ მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს

5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა. აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა …

გრიგოლ ბესელია შს სამინისტროდან გაუშვეს

გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იგი შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. „ბათუმელებს“ ინფორმაცია, შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. „გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში. შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს. თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში …

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა. კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში …

ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე …

Exit mobile version