ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობი მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენას ედავება. ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ნივთის დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთია მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.    

პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც. ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა. „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. „სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარაში 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს – 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს, ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი …

“აჭარაში 3 მილიონი ლარის ღირებულების 6 კილო მეთადონი ამოვიღეთ” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო. შსს-ს თანახმად, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს აღწევს. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე –  1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, …

“დავაკავეთ პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარეს ფული გასტაცა” – შსს

შსს-ს განცხადებით, ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული,  მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით  მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და  მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და  ბრალდებულის სახით  დააკავა,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

საპატრულო პოლიცია 575 ათას ლარად 300 სამკერდე კამერას შეიძენს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, „ექსკლუზიური უფლებამოსილების“ საფუძველზე, ტენდერის გარეშე გეგმავს 300 კომპლექტი სამკერდე კამერის შეძენას, რაშიც ჯამში 575 700 ლარს გადაიხდის. ამ შესყიდვის შემდეგ უწყების ბალანსზე არსებული კამერების რაოდენობა 3 560-მდე გაიზრდება. როგორც დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მიმართვაში განმარტავს, საჭიროება პირადი შემადგენლობის ზრდამ და დაზიანებული ტექნიკის ჩანაცვლებამ განაპირობა. საუბარია AXON BODY 2 მოდელის კამერებზე. უწყების …

ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს სცემეს – რა ჩანს შსს-ს ვერსიით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2 არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთის ბიძია, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სცემეს. მას თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. სუსის თანამშრომელი თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში მოათავსეს. „საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა [სუსის თანამშრომელი] მისთვის …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. „მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს. _____________ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი პირი დაშავდა

დღეს, 10 იანვარს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

დააკავეს 25 წლის კაცი, რომელმაც ორსულ ცოლს სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. ბრალდებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

დააკავეს ორი პირი, რომელთაც მოქალაქეს 6 000 ლარი გამოსძალეს ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ.  დააკავეს. შსს იუწყება, რომ გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც  სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 …

ბათუმში 21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი, 2005 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. „მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“ – იუწყება შსს. ___________ ფოტო არქივიდან

საჩხერეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

საჩხერეში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საჩხერეში ორი [N6 და N7] მარშრუტი დაემატა. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი …

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი დაჭრა – შსს

ბათუმში პოლიციამ 31 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს-1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. „პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს შსს. …

სარფში დააკავეს მოქალაქე, რომელმაც სხვისთვის გადასაცემი 10 000 დოლარი მიითვისა -შსს

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში დააკავა 1976 წელს დაბადებული მოქალაქე. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის …

ტრანზიტული ნომერი გაძვირდა, ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუშები კი იცვლება

ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნომრები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შეიცვლება. ახალი ნიმუშები „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა. ფაქტობრივად სიახლეა ის, რომ შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ნომრები [განსხვავება იქნება – ლურჯი ზოლი წითელის ნაცვლად], დღეს არსებული „შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული“ [წითელზოლიანი] ნომრები კი, მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება. ამასთან, ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასური …

საახალწლოდ მობილიზებულია პოლიცია და გდდ – 234 ათასი ლარი დაიხარჯება მათი კვებისთვის რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში საახალწლო დღეების გამო დამატებითი საპოლიციო ჯგუფებია შექმნილი. ამ ჯგუფებისთვის კი საჭირო გახდა მათი კვებით უზრუნველყოფა, რისთვისაც სხვადასხვა მიმწოდებლებთან საკვების შეძენაზე ხელშეკრულებები პირდაპირი წესით [ტენდერის გარეშე] გააფორმეს. პოლიციის დეპარტამენტების მიერ გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულებების შინაარსი უცნობია. შსს ზოგადად ასეთი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს უკვე 6 წელია ფაქტობრივად აღარ აქვეყნებს. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამ …

ბათუმში 7 პირი დააკავეს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით და 12 ობიექტი დახურეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით …

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს – მათ 20 წლამდე პატიმრობა ელით

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა“ – წერს შსს. ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

“ოცნების” ყოფილ გენერალურ პროკურორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. დღეს, 29 დეკემბერს, შსს-მ სწორედ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად. შსს-ს თქმით, მათ მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით  მკვლელობა. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, …

პირველიდან 4 იანვრის ჩათვლით შსს-ს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს – როდის იქნება გამოცდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ. „იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე [მოედანი] გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით. იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ …

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“. განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 …

ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც …

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში. სამშენებლო პროექტის ღიობებიდან …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობას, ასევე ქონების დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.

ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე …

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს. „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და …

ავტოავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, რომ სადაზღვევოსგან ფული მიეღოთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თაღლითურად ავარიის პროვოცირებას აწყობდნენ, სადაზღვევო კომპანიისგან რომ ფული მიეღოთ. შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს: „ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ …

„წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო და ემუქრებოდნენ“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა: „თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. …

რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ გზებზე გადაადგილებისას ავტოტრანსპორტზე სავალდებულოა ზამთრის საბურავების ქონა. ამავე პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას ასევე შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ზამთრის …

ქუთაისში სროლის შედეგად 1 პირი დაიღუპა, 2 დაიჭრა

დღეს, 30 ნოემბერს, სროლა იყო ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. უცნობმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილთაგან ერთი დაიღუპა, ორს კი შესაბამისი მკურნალობა უტარდება. “ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს. …

შსს ელისაშვილის დაკავებაზე: “თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა”

დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ელისაშვილმა, დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. “გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც …

ქობულეთში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ე.დ. ქობულეთში დააკავა. „მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. _____________ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს

ბათუმში, ახალ კორპუსში, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 256 კვადრატულ მეტრ ფართობს ითხოვს. აღნიშნული ფართობი პირველ სართულზე მდებარეობს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შსს არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული ფართობი. ბათუმის მერია თანახმაა აღნიშნული კომერციული ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისი პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა. პროექტის ინიციატორია …

Exit mobile version