ბათუმში სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა. „რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. …
Tag Archives: შსს
აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში …
Continue reading “აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს – შსს”
„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში
17 მარტს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მიმდინარე სპეცოპერაციისას, ოჯახის წევრის ცნობით, 75 წლის ქალი დაჭრეს. როგორც დაჭრილი ქალის შვილიშვილი, ნია მიქელაძე „ბათუმელებს“ უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცრაზმი ბიძამისის დაკავებას ცდილობდა. „დაახლოებით 15-20 ფორმიანი შემოვარდა, ჩამოლეწეს ფანჯრები. ჩემებს ეძინათ. ბებიაჩემს ფეხში ესროლეს და დაჭრეს, ბიძაჩემი დააკავეს. არ ვიცით მიზეზი, რატომ დაიჭირეს, არავინ არაფერი გვითხრა. ნიღბებით …
Continue reading “„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში”
ბათუმში დააკავეს სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ის თურქეთის მოქალაქეა და თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის. ინფორმაციას შსს დღეს, 10 მარტს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ბათუმში პოლიციელი მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხა საკანცელარიო დანით – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ბათუმის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივია. ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ჩადენილ ყაჩაღობაზე პროკურატურამ დღეს, 2026 წლის 9 მარტს, ამ ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის …
Continue reading “ბათუმში პოლიციელი მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხა საკანცელარიო დანით – პროკურატურა”
კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა
ახალშობილს, რომელიც სანიტარმა ქალმა ბათუმში, საავადმყოფოს საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა როგორც კლინიკა „მედინაში“ გვეუბნებიან, ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. კლინიკის დირექტორის, ექიმ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესი. „იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემაც გამოჩნდება“- უთხრა მან „ბათუმელებს“. პროკურატურის ინფორმაციით, ახალშობილის დედა დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის …
Continue reading “კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა”
ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო
2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა. 2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა. დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო. რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო”
“თაღლითური გეგმის მიხედვით, 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – შსს-მ ორი პირი დააკავა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 …
ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა …
Continue reading “ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს”
შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება
„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის. „2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა. ამ ეტაპზე …
Continue reading “შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება”
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია დღეს, 26 თებერვალს მოხდა. შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს. დაღუპულები ახალგაზრდა კაცები არიან. ამ ეტაპზე შეზღუდულია შემოვლით გზაზე გადაადგილება. შსს-ს ინფორმაციით, შემოვლით გზაზე მოძრაობა სრულად მალე აღდგება. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, …
Continue reading “ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა”
შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო …
Continue reading “შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს”
დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეებს სცემეს
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულნი იყვნენ აჭარაში. „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში …
ბათუმში, საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა
ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში შუახნის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა. დაცული იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები? – უსაფრთხოების ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საწარმოში ღამის საათებში გავიდნენ ინსპექტორები. ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. მიმდინარეობს მოკვლევა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, …
Continue reading “ბათუმში, საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა”
ბათუმში ქალმა ტუალეტში იმშობიარა – ახალშობილს ყელზე ნაფლეთი ჭრილობა აქვს
ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად, ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა. „ბათუმელები“ ესაუბრა „მედინას“ დირექტორს, ექიმ-გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძეს. მან გვითხრა, რომ ქალი მათთან მუშაობდა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე და შემთხვევა წუხელ, შუაღამისას მოხდა. „ღამით შესულა საპირფარეშოში, ჩაკეტილა, სანიტრები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, ატეხეს ამბავი, კარს შევამტვრევთო და დახვდათ ეს მდგომარეობა, – ნამშობიარები ქალი და …
Continue reading “ბათუმში ქალმა ტუალეტში იმშობიარა – ახალშობილს ყელზე ნაფლეთი ჭრილობა აქვს”
შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ტრანსპორტს ყიდულობს უწყება ასაიდუმლოებს. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვის ელექტრონული პროცედურით [GEO] ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე სულ 20-ჯერ გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში …
დააკავეს პირი, რომლის საწარმოც ფალსიფიცირებულ თევზის კონსერვს აწვდიდა შსს-ს და თავდაცვას
ფინანსთა სამინისიტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. უწყების ცნობით, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით …
ავტობუსის მძღოლის ცემის ფაქტზე ბათუმში ერთი კაცი დააკავეს
დააკავეს კაცი, რომელსაც ბათუმში ავტობუსის მძღოლის ცემას ედავებიან. შემთხვევა დღეს, 16 თებერვალს მოხდა. დაკავებული შუახნის კაცია. წინასწარი ინფორმაციით, მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება იქ სთხოვა, სადაც ავტობუსის გაჩერება არ არის. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს სცემეს
ბათუმში მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს სცემეს. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მგზავრმა ავტობუსის გაჩერება იქ მოითხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო, რაზეც მძღოლმა უარი თქვა. შემთხვევა ბათუმში დღეს, 16 თებერვალს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. დაკავებული ამ ეტაპზე არ არის.
ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული ზემო კიდურის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. შემთხვევა დავით ართმელაძის ქუჩაზე [ახალი ბულვარის გაგრძელება] მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …
Continue reading “ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა”
საპატრულო პოლიცია დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი, ტენდერის გარეშე, ჯამში 548 ათას 200 ლარს გადაიხდის. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“ – წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც …
Continue reading “საპატრულო პოლიცია დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს”
დააკავეს კაცი, რომელსაც ედავებიან გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვან შვილებთან
ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დღეს, 13 თებერვალს ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული იორდანიის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვანები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის …
Continue reading “დააკავეს კაცი, რომელსაც ედავებიან გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვან შვილებთან”
ინციდენტი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
დღეს, 10 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ეზოში დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 126-ე მუხლით – ძალადობა. დაკავებულის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფებოდა გამოცემა „აჭარა თაიმსი“, რომელიც პირდაპირ ეთერში აშუქებდა პოლიციის მობილიზებას. გამოცემის წყაროების ცნობით, თაყაიშვილის ქუჩაზე იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც დაიჭრა ადამიანი, …
Continue reading “ინციდენტი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო”
ბათუმში 16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა
ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის ბიჭია. მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა. „ბათუმელების“ პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა. ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის …
Continue reading “ბათუმში 16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა”
ბათუმის ბულვარში 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 1 კვირაში, როცა ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომელს აკავებენ. გამოძიების ვერსიით, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას. „გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო …
Continue reading “ბათუმის ბულვარში 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს – შსს”
ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას თავისუფლების იძულებით აღკვეთას, მუქარას და თაღლითობას ედავებიან. წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა დღეს, 4 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. დაწყებულია საექსტრადაციო პროცედურები.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს
თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – …
Continue reading “„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს”
რეანიმაციაში იმყოფება კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა
სტაბილურად მძიმეა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა. დღეს, 2 თებერვალს, „ბათუმელებს“ თბილისის დამწვრობის ცენტრში უთხრეს, რომ ბადრი აბაშიძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილება იმყოფება. „რეანიმაციის განყოფილებაში წევს. სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღო დაზიანებები, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური“- გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ. შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. ბადრი აბაშიძემ თავის დაწვა …
Continue reading “რეანიმაციაში იმყოფება კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა”
ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდნენ. „დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – …
Continue reading “ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს”
კაცი, რომელიც ბათუმში თავის დაწვა სცადა, ცოცხალია – შსს
შს სამინისტროს ცნობით, კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სცადა, ცოცხალია და იგი კლინიკაშია გაყვანილი. შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.
ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი 60 წლამდე კაცია. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
შსს-ს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა გაყინვის შედეგად გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები, გაყინვით გარდაიცვალნენ. „პირველადი ინფორმაციით, და-ძმის გარდაცვალება გამოიწვია სხეულის გადაციებამ, მოყინვამ. გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნებათ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდება ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,” – უთხრეს “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ორი გარდაცვლილი პირი გუშინ, 26 იანვარს იპოვეს. შინაგან …
Continue reading “შსს-ს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა გაყინვის შედეგად გარდაიცვალა”
ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს. სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი …
რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს. ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი …
Continue reading “რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე”
„მობილური წაართვეს და ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ“ – ბათუმში 3 პირი დააკავეს
ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ …
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობი მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენას ედავება. ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. …
Continue reading “ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს”