მაიზერ ხვარეშია იმერეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მაიზერ ხვარეშია დაინიშნა. მაიზერ ხვარეშიას იმერეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ის დღეს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა სულხან თამაზაშვილმა. მაიზერ ხვარეშიამ ამ პოსტზე რამაზ თათარაშვილი შეცვალა. რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის უფროსად გასული წლის ივნისში დანიშნეს. მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის …

მოქალაქემ შსს-ს სასამართლო დავა ისევ მოუგო – იგი უკანონოდ დააკავეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შსს-ს მოქალაქე თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავების გამო მორალური ზიანის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. თემურ გორგაძე, რომელმაც შსს-ს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 2021 წლის 12 ნოემბერს დააკავეს. მაშინ პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ …

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე …

ავარია ერგესთან – ადგილზე დაიღუპა ქალი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმი-ახალციხის გზაზე, ხელვაჩაურის სოფელ ერგესთან ავარია მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი შუახნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას ჰპირდებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრა, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების …

პოლიციელების ძალადობაზე საახლობლოშიც ბევრი მსმენია – ხალხი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე

რას ამბობენ მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის და წამების შემთხვევებზე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

თანასკოლელისთვის ფულის და ძვირფასეულობის გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა“ – წერს შსს. პოლიციამ …

ავარია ბათუმში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

„ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფრია“ – იურისტი პოლიციაში ძალადობის გამოძიებაზე

„ეს არის მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფრის მიცემა, ან სამართლებრივი გადარჩენა, ან მოძალადე სისტემის სამართლებრივი გადარჩენის ოპერაცია“, – განაცხადა იურისტმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში. მას ქობულეთის პოლიციის შენობაში, პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის კადრების შეფასება სთხოვეს. პროკურატურამ მწამებელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მაია მწარიაშვილის შეფასებით, სწორედ ეს არის …

სროლა იყო ბათუმის ბულვარში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმის ბულვარში, რესტორან „აკროპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამის საათებში მოხდა. გასროლის შედეგად მსუბუქად დაშავდა დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ერთი პირი. „ბათუმელები“ ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შესახებ შს სამინისტროში აზუსტებს.

დააკავეს პირი, რომელმაც ოჯახის წევრები ცივი იარაღით დაჭრა – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შს სამინისტროს ცნობით, იმერეთში სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება …

შსს-ს ძაღლების ვოლიერების რემონტსა და მოედნების მოწყობაში 900 ათასი ლარი დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძაღლების ვოლიერების რემონტს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. გამოყოფილია 909 ათას 352 ლარი. აღნიშნული თანხით შსს-მ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტრო „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ევგენია მაისურაძის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შსს-ს სარგებლობაში არსებული ოთხი შენობის სარემონტო და ერთი შენობის დემონტაჟის, ასევე ძაღლებისთვის ღია შემოღობილი სასეირნო სივრცეების მოწყობის“ სამუშაოებს …

დააკავეს პირი, რომელმაც სახლების რემონტის დაპირებით 98 000 ლარი მიისაკუთრა – შსს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა. პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების …

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა

პროკურატურის ცნობით, გორის სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჭრილობები და დაზიანება მიაყენა. ქალი 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით …

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის საქმეზე საია შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას. დღეს, 9 ივნისს, საიაში ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა ისაუბრა ამ საკითხზე და განაცხადა, რომ ორგანიზაცია, შესაბამისი განცხადებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს. საიას განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო …

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის უცხოელთან ფიქციური ქორწინება

შსს-ს მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. ცვლილება შევა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტი შსს-მ მოამზადა, პარლამენტში დღეს, 8 ივნისს დარეგისტრირდა. მას დაჩქარებული წესით, 23 ივნისს …

რა რეგულაციებს უწესებს შსს უცხოელ სტუდენტებს საქართველოში

შს სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოში მყოფი უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს. ეს ინიციატივა უცხოელ სტუდენტებს საქართველოში სწავლის შემთხვევაში დამატებით პირობებს უსაზღვრავს, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხოელ სტუდენტს საერთაშორისო ან სახელმწიფო ენაში დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. „მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო …

ბათუმში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს, 8 ივნისს ბრალდებული დააკავეს. საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება …

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი. „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან …

დააკავეს მძღოლი, რომლის მიერ შექმნილი ავარიული ვითარების გამო მანქანა მტკვარში გადავარდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – წეს შსს. უწყების ცნობით, მტკვარში გადავარდნილი …

„დაგვიბრუნეთ მამიკო“ – თბილისში დაბადებულ სომეხს, 4 შვილის მამას საქართველოში არ უშვებენ

„დღეს შიმშილობა დავიწყე, სხვა გზა არ დამრჩა… ამაღამ შვილებთან ერთად პარლამენტთან დავრჩები, ლეიბები წამოღებული მაქვს,“ – ამბობს ინა სნიკოვა. იგი შსს-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მის ქმარს, ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში არ უშვებენ. ამ საკითხზე „ბათუმელები“ 2026 წლის 29 მაისს წერდა. ერნესტ ავაქიმიანი თბილისში დაბადებული სომეხია. იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა წლების წინ მას სომხეთის …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს“ – იუწყება შს სამინისტრო. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დაკავება ნარკოტიკებზე ბათუმის აეროპორტში – ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შსს-ს ცნობით, პოლიციამ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი – 94 აბი ამოიღეს. …

„ბარემ პირდაპირ მიუერთონ განათლების სამინისტრო შსს-ს“- რევაზ აფხაზავა

პირველ ივნისს „112-ის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი არსოშვილს, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სსიპ-ი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩააბარეს. გიორგი არსოშვილი მესამე ძალოვანია, რომელიც ამ უწყებაში დაინიშნა ბოლო ერთ წელში. „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე, გიორგი ღირსიაშვილი კი განათლების სისტემაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მოვიდა.  რაზე მეტყველებს, როცა მაღალჩინოსანი ძალოვნები განათლების სისტემაში გადადიან? – …

„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე

„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია.  ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს. …

ბსუ-ს პროფესორის საქმეზე ეთიკის კომისია იმსჯელებს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმის რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტებთან დაპირისპირების ფაქტზე ბსუ-ს ეთიკის საბჭო იმსჯელებს. „ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში. აქტივისტების თქმით, ნანი გვარიშვილმა 28 მაისს, უნივერსიტეტის შესასვლელთან აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ მათგანს ხელითაც შეეხო. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ, 28 მაისს გავრცელდა. აქტივისტები ბათუმის სახელმწიფო …

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს. სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს. „გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ …

„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე

„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა. 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი …

„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია

27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა. ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა …

პოლიციელებმა გორში დაკავებულ პირებზე ჯგუფურად იძალადეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე. დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო. „პროკურატურამ გორში მომხდარი,  პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით …

რას ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნები – პროტესტი ბათუმში

დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე. თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის. „მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის …

სარფში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ირანის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული  თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად  დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე  გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის” გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ …

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“. სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“. ახალი …

რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება

მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად …

Exit mobile version