ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. გამოძიება …

ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ. ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. …

შსს მინი სერიალს იღებს – 174 408 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს. საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და …

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობი, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

საფლავების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთში მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. „დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს …

ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს

შს სამინისტრო ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ …

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მამუკა კახიძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ბათუმის პოლიციის უფროსი 2025 წლის სექტემბრიდან მამუკა ჩელებაძე იყო. „მამუკა ჩელებაძე განაგრძობს შსს-ში მუშაობას“ – გვითხრეს სამინისტროში. ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …

თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ფოტომასალა გაუვრცელა და წაშლის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც „თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი, გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 4 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს – დაუსწრებლად, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. ინფორმაციას შსს ავრცელებს დღეს, 3 ოქტომბერს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს ბათუმშიც. გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი …

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, …

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის …

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან ახლოს მდებარე კაფეში მყოფ ადამიანებს თავზე გადმოაშარდა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ინფორმაცია ფაქტის შესახებ მოქალაქემ გაავრცელა ტიკტოკზე. მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაფეში მყოფი მოქალაქის პროტესტს, რატომ შარდავდა აივნიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უპასუხა სიტყვებით – „Слава России“ [დიდება რუსეთს]. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს

ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა …

ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები

ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, 27 სექტემბერს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა. ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილნი. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 276-ე მუხლით. შსს-ს ცნობით, მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. “დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა” – წერს შსს. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

გურიაში პოლიციამ სამი პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

გურიაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის  ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსია ასეთია: „ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ …

ქედაში კაცს 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს – 1 პირი დააკავეს, 3 ბრალდებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. „ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

აჭარაში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. „დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

სულხან თამაზაშვილმა სამკერდე ნიშნის ტარების ახალი წესი დაადგინა – ბრძანება

„ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოებული პირების მიერ მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა. ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს ატარებდა მკერდზე მარცხენა მხარეს. სულხან თამაზაშვილის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით კი დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა. „ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. __________________ ფოტოზე კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

დაპირისპირება ბათუმში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

15 სექტემბერს, გვიან ღამით, ხმაური და დაპირისპირება იყო ხოფის ბაზრობის მიმდებარედ. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია. პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბათუმში სომხეთის შს მინისტრი იმყოფება

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში იმყოფება სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას ესწრება. ბათუმშია „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილიც. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს. „საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო …

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ემიგრანტს ბინის ყიდვას დაჰპირდა და თანხა მიითვისა – შსს

ბათუმში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხვინა. „ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ  დაეუფლა  დაზარალებულის  კუთვნილ  დიდი ოდენობით  – ჯამში …

დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2026 წლის ივლისში ხელვაჩაურში „ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების …

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს – წერს შს სამინისტრო. პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გონიოში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დღეს, 7 სექტემბერს, გონიოში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.  

6 მილიონი ლარია გამოყოფილი ბათუმში სანაპირო დაცვის ახალი ოფისის ასაშენებლად

ბათუმში, თამარის [ბენზეს] დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, სანაპირო დაცვის მე-2 სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღvრო პოლიციამ 5 997 196 ლარით გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიის ფართობი 2 855 კვადრატული მეტრია და ის ბათუმში, ზღვიდან 50 მეტრში, თამარ მეფის გამზირი 43-ის მიმდებარედაა. აქ სანაპირო დაცვის სამსახური რამდენიმე წელია რაც განთავსებულია. ზღვაში …

ოზურგეთში მანქანების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გურიაში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო, თანხა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის …

აჭარაში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობის, სხეულის დაზიანებისა და მუქარისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

მზია ამაღლობელის საქმის ცრუმოწმე პოლიციელი გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის უფროსად დანიშნეს

გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა. გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა …

ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს. „ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის …

პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ფეისბუქში აგინებს ყველა ოპონენტს, რატომ არ აჯარიმებს მას „ოცნება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“. გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა. აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის. გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას …

Exit mobile version