„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე. სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს. მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას …
Tag Archives: სამართალი
ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს. ქობულეთის მერის რწმუნებული სოფელ ლეღვაში, არჩილ რომანაძე ამბობს, რომ 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. „ბათუმელები“ ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს: „დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. …
ოზურგეთში, ლანჩხუთსა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – ინფორმაციას დღეს, 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე ორ პირს დავა ჰქონდა, „ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს. ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, ე.წ. …
18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს
„ისევ სამუშაო პროცესია“, – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც უკვე 18 დღე „რუსულ კანონზე“ გადაწყვეტილება არ მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა. სასამართლოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე. საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს სასამართლოს შეუძლია რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე …
Continue reading “18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს”
ქალი, რომელმაც კობახიძეს „მონა“ დაუძახა ბათუმში, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა. ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. …
Continue reading “ქალი, რომელმაც კობახიძეს „მონა“ დაუძახა ბათუმში, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა”
წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა
პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში, მხოლოდ 2024 წლის პირველ 6 თვეში, 115 არასრულწლოვანი გახდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემია პროკურატურის მიერ ამ სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში 20 მოზარდი გაუპატიურების [სსკ-ის 137-ე მუხლი] მსხვერპლი გახდა. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრუწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე …
Continue reading “წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა”
„ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება: მსჯავრედებული ჯამბულ მ. 16 წელი დარჩება ციხეში. საუბარია 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე – ჩხუბის დროს 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ. მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი – ჯამბულ მ. …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ”
„სავალუტო ჯიხურში მოსთხოვა ფული, რადგან იყო კაი ბიჭი“ – რატომ გაამართლეს მოსამართლეებმა ბრალდებული
„მისი ბრალეულობა უტყუარად დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ ე. რ.-მა მოსთხოვა ფული, რადგან იყო ,,კაი ბიჭი“ და, შესაბამისად, ერგებოდა წილი,“ – მიუწერია ბათუმელ პროკურორ აკაკი მოქერიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ე.რ.-ს საქმეზე. ე.რ.-ს პროკურატურა გამოძალვას და ძალადობას ედავებოდა, თუმცა სამივე ინსტანციის მოსამართლეებმა ე.რ. გამოძალვის ნაწილში გაამართლეს. იმის მიუხედავად, რომ საკასაციო საჩივარში პროკურორი „კაი …
კაცის მანქანა საჯარიმოზე დგომით დაზიანდა, მან პროკურატურას უჩივლა და კომპენსაციას მიიღებს
კაცმა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, პროკურატურას სასამართლო დავა იქეთ მოუგო. შემთხვევა ასეთია: მოქალაქე ი. გ. ავარიაში მოყვა, იგი „მერსედესით“ პირუტყვს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ავარიაში მოყოლილი „მერსედესი“ კი, გამომძიებლებს ავტოსადგომზე გადაუყვანიათ. მაგრამ ი. გ. გამართლდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა …
როცა ძმები წულუკიძეები მკაცრად დასაჯეს, ჟურნალისტებზე მოძალადეები კი მსუბუქად – 2 მსგავსი საქმე
„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე …
„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე
„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს. პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში …
Continue reading “„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე”
3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა
„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციები იწყება 3 სექტემბრიდან. იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, სადაც შეჩერების საკითხი განიხილება,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც უკვე 3 სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს. ამ სარჩელის მთავარი …
Continue reading “3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა”
შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის
ხუთი მოქმედი მოსამართლე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 17 ივლისს დაიწყებს. მოსამართლეები ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე თამარ ხაჟომია, მამუკა წიკლაური, ასევე სახალხო დამცველი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების წესებს ადგენს, ასევე ადგენს მოსამართლეების საჯაროდ აზრის გამოთქმას. კონკრეტულად კი, სადავოა ნორმა, რომელიც მოსამართლის …
Continue reading “შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის”
როინ შავაძემ გვითხრა, არა ვარ დამნაშავე ბატონო ოფიცრებოო – სერჟანტის მკვლელობის საქმე სრულად
„მიწაზე შევნიშნე რამოდენიმე ადგილას გაწყვეტილი, ვერცხლისფერი, პატარა და წვრილი, მრგვალი ლითონის მსგავსი ბურთულებით აწყობილი ყელსაბამი, რომლის ფრაგმენტები მიმობნეული იყო მამაკაცის თავისა და ტანის სიახლოვეს… ერთ-ერთ წვრილ ყელსაბამის ფრაგმენტზე ეკეთა რაღაც ლითონი, რომელზეც იკითხებოდა თუ არ ვცდები ინგლისური ასოებით გვარი „შავაძე“… სხვა რაიმე ნივთი გვამის გარშემო არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, რადგან ყელსაბამის წვრილი ფრაგმენტები …
„პატარიძე უყვიროდა შავაძეს, დავაი, გაიქეციო, ჩვენ კი მიგვითითა ესროლეთო“ – სპეცრაზმელის ჩვენება
„თეიმურაზ პატარიძისგან ჩვენ გვქონდა მითითება, რომ აღნიშნული პიროვნება, როინ შავაძე, უნდა დაკავებულიყო ხმაურით. მისთვის უნდა გვეძახა მოღალატე, რათა ხალხს გაეგო, რომ თითქოს ვაკავებდით მოღალატეს,“ – როინ შავაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს ყოფილი სპეცრაზმელი დავით ზაქარაძე. ისიც გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. …
იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში
უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა …
„ტელევიზიიდან გავიგე“ – კიდევ რა თქვა ვანო მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე
ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პროკურატურამ 2022 წლის 21 თებერვალს გამოკითხა. რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსთან, თეიმურაზ პატარიძესთან, ასევე დათა ახალიასთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის პერიოდში კუდ-ს ხელმძღვანელობდა? – ამ საკითხზე საუბრით დაუწყია გამომძიებელს შს ყოფილი მინისტრის გამოკითხვა. „თეიმურაზ პატარიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური …
ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა
„ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე …
მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“
„რატომ არ უნდა აგოს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როცა დაცვის ნაცვლად ჩემს უფლებას არღვევს?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს. გოდერძი კუბლაშვილისთვის მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოურთმევია ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას. მოქალაქე ამბობს, რომ არ იყო მთვრალი და ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა იგი ამ ამბის გაგრძელებას ასაჩივრებს: …
Continue reading “მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“”
რა თქვა დეპუტატმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე – მაშინ ის აჭარის პოლიციას ხელმძღვანელობდა
„შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება…“ – უთხრა გამომძიებელს „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რესან კონცელიძემ. ეს გამოკითხვის ოქმის ჩანაწერია – რესან კონცელიძე სერჟანტ შავაძის მკვლელობის დროს შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. აგვისტოს ომის …
რა უთხრა გამოძიებას სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, რომელიც ახლა მოსამართლეა
„როინ შავაძის საქმის“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დაწინაურდა. სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: …
დავალება იყო შავაძისთვის ჩაგვედო ნარკოტიკი – რას ამბობს კუდის ყოფილი უფროსის მოადგილე დაკითხვაზე
„არ მაქვს დრო, ვერ გიპასუხებთ“, – პასუხს თავი ასე აარიდა ვასო [უჩა] შანიძემ, რომელსაც „როინ შავაძის საქმეზე“ ტელეფონით დავუკავშირდით. ვასო შანიძე 2008 წელს, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძის მოადგილე იყო. მან სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, სერჟანტის მკვლელობის შემდეგ მუშაობა განაგრძო და არაფერი თქვა – არც არაფერს …
15 წლით პატიმრობა ელის ცოლ-ქმარს, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ – გამოძიება
ბათუმში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით ბრალდებულ ცოლ-ქმარს, ვიდადი ა.-ს და ანჟელა ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები საკუთარ შვილებს – 11 და 12 წლის გოგონებს ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ბრალდებულები ბათუმში 2024 წლის მაისში დააკავეს. „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირეს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები… ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმით [მოწყალების მიღების იძულებით] უწევდნენ …
მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე
„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს …
Continue reading “მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე”
ქობულეთში პოლიციელი დანით დაჭრეს – ის ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული
ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 ივნისს მოხდა. „ბათუმელებს“ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს დანით, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია. …
ბათუმში ვალუტის გადამცვლელს ბრალდებულმა იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობისთვის ბრალდებული პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, …
Continue reading “ბათუმში ვალუტის გადამცვლელს ბრალდებულმა იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს”
უფლებების ჩამორთმევა ნარკოდანაშაულისთვის – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ჩათვალა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევა, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, ან საჯარო სამსახურში საქმიანობა. საქმეზე – „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელით საკონსტიტუციოს 2015 წელს მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის 14 ივნისს მიიღო. მოსარჩელეები საერთო სასამართლოებმა სხვადასხვა დროს დამნაშავედ ცნეს …
Continue reading “უფლებების ჩამორთმევა ნარკოდანაშაულისთვის – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ”
განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში
„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს. დღეს, 19 …
ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე
„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს. დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად …
საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ სასამართლოში პირის იძულებით მიყვანის საკითხს ადმინისტრაციულ საქმეზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე, რომელიც სასამართლოში პირის იძულებით წარმოდგენის საკითხს ეხება. სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თუ თავს არიდებს შსს-ს, ან მოსამართლით გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელია, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. მოსარჩელეების ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის პოზიციით, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს. მოსარჩელეების აზრით, მიუღებელია კანონის დათქმა, …
10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს
„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …
როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას
„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე. ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის …
გამოძიება არ დაიწყო – „აქტივისტებზე სატელეფონო მუქარის და შეურაცხმყოფელი წარწერების საქმე“
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად …
კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან
„ბავშვის თანდასწრებით“ – ბევრგან შეხვდებით ამ ფრაზას, თუ ოჯახში ძალადობის საქმეებს გადახედავთ. ოჯახში ძალადობის სასტიკი ამბები ხშირად ოჯახურ გარემოში, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მათ თვალწინ ხდება. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით რთული და მტკივნეული ბავშვებისთვისაა. მათთვის ამ ქვეყანაში შესაბამისი და ხელმისაწვდომი სერვისი რომ პრობლემაა, ეს სახალხო დამცველმაც აღნიშნა დღეს, პირველ ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. …
პოლიციელმა სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა – საგამოძიებო
სიძის დაჭრისთვის პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, პირველ ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ბრალდებულ ინსპექტორს, რომელიც უკვე დააკავეს, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც …
Continue reading “პოლიციელმა სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა – საგამოძიებო”