3 საქმე მაქვს, როცა შემაკავებელი ორდერის და გირაოს დროს მოკლეს ქალი – ადვოკატი

„კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის მეოთხედ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხომ ძალიან ნათელია და მკაფიო, რომ 1000 ლარი გირაო წაახალისებს მოძალადეს?“ – კითხულობს ელისო რუხაძე, ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი და ექსპერტი. ის ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს. რატომ მიდიან მოძალადეები იგივე წრეზე და როგორ პასუხობს მათ სასამართლო? – …

როგორ იქცევა სასამართლო, როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში

ქალზე ძალადობის საქმეები აჩვენებს, რომ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ოჯახური დანაშაულისთვის დასჯილი კაცი ხელახლა ძალადობს. მეტიც, კაცი ძალადობს მაშინაც კი, როცა მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. ბოლო წლებში იკვეთება ტენდენციაც: მოსამართლეები ამართლებენ ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებულებს, რომლებსაც პროკურატურამ ისევ ძალადობის ჩადენისთვის ახალი ბრალი წარუდგინა. რადგან საერთო სასამართლოები ელექტრონულ პლატფორმაზე გადაწყვეტილებებს აღარ აქვეყნებენ და განაჩენებს …

მკვლელობაში ბრალდებული კაცი ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

მკვლელობაში ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში დღეს, 22 იანვარს გაამტყუნეს. მას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო. ნაფიცი მსაჯულები 2022 წელსაც შეიკრიბნენ ბათუმში და გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლებული მკვლელობაში ბრალდებული, მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნია. ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა და …

როცა მოსამართლე მხოლოდ პოლიციელის ჩვენებით გიშვებს ციხეში – ჩხრეკა ვიდეოგადაღების გარეშე

მხოლოდ პოლიციელების ჩვენება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მტკიცებულება – ეს გადაწყვეტილება „გიორგი ქებურიას საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს მიიღო. შეიცვალა კანონიც, თუმცა რას აკეთებს, მაგალითად, მოსამართლე, როცა მასთან პროკურორი ზოგიერთ საქმეზე ბრალის დასადასტურებლად მხოლოდ პოლიციელებს წარმოადგენს? ადვოკატების და უფლებადამცველების თქმით, პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არსებითად არაფერი შეცვლილა. მაგალითად, ყოფილი მოსამართლე და ადვოკატი ირაკლი …

რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

„ეს შერჩევითი სამართალია და დაცინვაც: აი, მოგიგდებ რაღაცას და თითქოს სამართალი გვაქვს ქვეყანაში“, – ბათუმელი თემურ გორგაძის შთაბეჭდილება ასეთია იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო: მოქალაქემ დაადასტურა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკანონოდ დააკავეს. თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავებისთვის მოსამართლემ შსს-ს 500 ლარის გადახდა დააკისრა. იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რუსული გემის წინააღმდეგ“ …

რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ …

„ბათუმში მოზარდს პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოსტეხეს“ – ადვოკატი

„როგორც ლაშამ განაცხადა, მას პოლიციელებმა მოტეხეს ხელი დაკავების დროს. მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ასევე უთხრა, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა გარდაცვლილი დედის მიმართულებით,“ – ამბობს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა, რომელიც 17 წლის ლაშა ც.-ს ინტერესებს იცავს. არასრულწოვნის დის და ადვოკატის მტკიცებით, მოზარდზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ხელი მოტეხეს და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულეს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში სასურველი ჩვენების …

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა აჭარის საპატრულო, რომელმაც მოქალაქე უკანონოდ დააკავა

ბათუმელმა თემურ გორგაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მოქალაქემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ის სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს, შემდეგ კი 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა,“ – აღნიშნულია საია-ს …

„პოლიციელმა დაზარალებულს ხელმეორედ სცემა“ – საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა. ახალციხეში  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცველმა კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, რამდენიმე დღის შემდეგ დაზარალებულის შვილს და მის მეგობარს სცემა, შემდეგ კი, დაზარალებულს განმეორებით სცემა. „2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის …

ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება“ – ეს მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ფუნქციაა. თბილისისა და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები 13 დეკემბრიდან ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ …

რას გააკეთებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ბათუმში მუშაობა დაიწყეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მართლწესრიგის 20-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა იმუშაოს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან. „მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ …

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი …

მოსამართლემ ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლა

დღეს, 7 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციელი, ვისაც ცოლზე ძალადობას ედავებიან. სხდომის დაწყებიდან მალევე მოსამართლეს ადვოკატმა დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი გადააწოდა – ნახეთ, პრეტენზია აღარ აქვს, უკვე შერიგდნენო. ამ წერილს დაეყრდნო მოსამართლეც. „როგორც ჩანს, კონფლიქტი ამოწურულია“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია. შესაბამისად, კაცს …

პოლიციამ 78 მოძალადეს დაუმაგრა ელექტრონული სამაჯური – 6 თვის მონაცემები

„ამ კატეგორიის საქმეებთან მიმართებით ერთ-ერთ გამოწვევად რჩება გარეშე პირების მხრიდან მომართვაზე თავის შეკავება, როდესაც იციან ძალადობის ფაქტების შესახებ, ესწრებიან ძალადობრივ ქმედებებს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ: რა მიაჩნია შსს-ს გამოწვევად, როცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პოლიცია ელექტრონული სამაჯურების სისტემას იშვიათად იყენებს. ელექტრონული სამაჯური ძალადობის განმეორებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ევროპულ პრაქტიკაში. …

აბორტი გაუპატიურების შემდეგ – ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდშიც შეიძლება, თუ ქალი დაორსულდა „სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ . კანონით ორსულობის შეწყვეტა 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია სამედიცინო ჩვენების დროს. ორსულობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული მეორე საფუძველი კი, სადავო შემთხვევაა და რომლითაც პრაქტიკულად ვერავინ სარგებლობს, რადგან …

რეზინის ტყვიები აქციებზე – მაკო გომური პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციოში უჩივის

მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური „პოლიციის შესახებ“ კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს. მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია …

ხაშურში ქალი ყოფილი ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და აწამეს – განაჩენი

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბერს მიღებული განჩინებაშია მოცემული, ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ქალი აწამეს. ქალის ჯგუფურად წამების საქმეში სულ 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის, ერთს კი, უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. შემთხვევა 2020 წლის მაისში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ქალი მიტოვებული ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და ჯგუფურად აწამეს, ფიზიკური ძალადობის გარდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წამების …

აბაზანაში ქალს ვიდეო გადაუღეს და გაუვრცელეს – რა გადაწყვიტა ხელვაჩაურის სასამართლომ

„ს. ს.-მ ფარულად დამონტაჟებული მობილური ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს – ა. შ-ს სრულიად შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რამაც მნიშვნელოვანი მორალური ზიანი გამოიწვია,“ – წერია საქმეში, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უკვე განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა, რომელმაც ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირს გადაუგზავნა ქალის შიშველი სხეულის ამსახველი …

საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა

საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 28 %-ით გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 13 351 პირის მიმართ გამოიტანეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს – 10 396 პირის მიმართ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმებები ძირითადად საქმის არსებითი განხილვამდე მტკიცდება. საერთო სასამართლოებმა არსებითი განხილვის ეტაპზე 4 355 პირის მიმართ …

რამდენ პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლება – სასამართლოს სტატისტიკა

2022 წლის სტატისტიკით, მსჯავრდებულს პირებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ, საქართველოში სულ 23 პირს ჩამოართვეს თანამდებობის დაკავების უფლება, ან საქმიანობის უფლება. 2021 წელს კი, ასეთი სასჯელი სულ 3 ადამიანს შეეხო. 2021 წელს საერთო მსჯავრდებულების რაოდენობის მაჩვენებელში ეს 0.02 %-ია, 2022 წელს კი, 0.12 %. 2022 წელს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით სულ 18 …

„ხელ-ფეხი შემიკრეს და სკამზე დამსვეს“- ყაჩაღობის საქმის განხილვა სასამართლოში

დღეს, 30 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყაჩაღობის საქმე განიხილა. ეს შემთხვევა ქობულეთში 2023 წლის 17 მაისს მოხდა – ღამით ოჯახში სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. ჯგუფური ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას და პოლიციელებზე თავდასხმას პროკურატურა 3 ბრალდებულს ედავება. „საღამოს 11 საათი იქნებოდა, სამი შეიარაღებული კაცი შემოვიდა უცებ …

„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ევროპის ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო სასამართლომ „ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ქართველი მუსლიმების მიმართ დარღვევა დაადგინა. ქობულეთში მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის უფლება 2014 წელს არ მისცეს, მაშინ პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს. 2016 წელს ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, თუმცა დისკრიმინაცია დადგინდა ფიზიკური პირების, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და არა – სახელმწიფოს და კონკრეტულად …

„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

„ლარიანი შოკოლადი შვიდი რატომ უნდა ღირდეს?“ – მეკითხება 14 წლის თომა [სახელი შეცვლილია], რომელიც ქურდობის ფაქტზე პოლიციელებმა რამდენჯერმე დააკავეს. თომა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია. „შოკოლადიც ბევრჯერ მოვიპარე,“ – დასძენს თომა, იგი განრიდების პროგრამაშია ჩართული. ორი წელია თომა სკოლაში არ დადის. ამბობს, რომ არ უფიქრია, რატომ აღარ სურს სკოლაში დაბრუნება. თომას ბიზნესმენობა სურს, რომ, პირველ რიგში, …

რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა

ყველაზე ხშირად პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს მიმართავს ფარულ მიყურადებას: მარტო 2022 წელს პროკურატურას 1266-ჯერ მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსთვის, რომ ფარული მოსმენისა და ჩაწერის შესაბამისი ნებართვა მიეღო სხვადასხვა საქმეზე, აქედან 291 შუამდგომლობა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ეხებოდა. საუბარია შუამდგომლობებზე, რომლითაც საერთო სასამართლოს პროკურატურა მიმართავს. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქალაქო და …

კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა

კაცს, რომელის ბათუმში ცხოვრობს და პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ასევე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო. პროკურატურის ვერსიით, რ.ვ. სექსუალურად ძალადობდა გერზე, რომელიც 14 წლის არ იყო. გამოძიება მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა. რ.ვ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის …

ქმარმა სცემა ცოლს, რომელიც დაბადების დღეზე „უნებართვოდ“ წავიდა – პროკურატურის ვერსია

„დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული კაცი გამართლდა და საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ნ.კ.-მ 2023 წლის იანვარში, საკუთარ სახლში …

ბრალდებულებს პაემნებს ვეღარ შეუზღუდავენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

დღეს, 22 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნიკოლოზ აკოფოვის სარჩელი, რაც ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის და მიმოწერის უფლებით სარგებლობას ეხება. დავის საგანი პატიმრობის კოდექსის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა, ან სატელეფონო საუბარი შეეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის …

მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე

„სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას, დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მეტად არის გლეხის პრობლემა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ადამიანი, ვისაც უნდა ენდობოდეს მოსამართლის სახით, იმას ვერ ენდობა,“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამ საკითხს გვისახელებს ერთ-ერთ გამოწვევად ევროკომისიისგან ახალი დათქმების შესრულების პროცესში: რამდენად კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სასამართლოს? …

ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება. მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის …

6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა. „მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი …

რას ჰყვებიან მოწმეები „ბანანზე“ 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე

დღეს, 9 ნოემბერს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს მოწმის სახით ჩვენება იმ მოზარდების დედებმა მისცეს, რომლებიც 4 ივლისს 16 წლის ლუკასთან ერთად „ბანანით” გაიყვანეს ზღვაში. საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა …

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე

„ელექტრონული გადანაწილება ჩვენ მოცემულობაში ვერ უზრუნველყოფს თანაბრობას: ზოგიერთი მოსამართლე ნაკლებად დატვირთულია და საქმეებს ნაკლებად განიხილავს, თუმცა ჩვენთან ისეთი მოსამართლეები არიან პრივილეგირებული, უმჯობესია, მაგათ არც განიხილონ რომელიმე საქმე,“ – ხუმრობის განწყობაზე მოდის ადვოკატი ბექა ბასილაია, როცა მას საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე ვესაუბრებით. ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს როგორც თანაბრობა მოსამართლეებს …

საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი „ოცნებამ“ თანამდებობაზე აირჩია, მან პრეზიდენტი გაამტყუნა

რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო …

რა ირკვევა ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრაზე – მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა

დღეს, 26 ოქტომბერს, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ლევან სირაბიძე გაამართლა. მას გამოძიება 24 წლის ნიკა თუთაშვილის დანით დაჭრას ედავებოდა. დაჭრილი კაცი დაჭრიდან მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 2023 წლის 11 მარტს მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო …

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას. დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახში …

როგორ შეიძლება სასამართლოს „კლანისგან“ გაწმენდა – ვეტინგი

„უნდა გვესმოდეს, რომ არაკორუმპირებული სასამართლო სისტემა გვჭირდება ინვესტიციებისთვის, ეკონომიკისთვის, იმისთვის, რომ მომავალში ხალხი გახდეს ბედნიერი და მდიდარი,“ – ამბობს ლავლი პერლინგი, ესტონელი პოლიტიკოსი და ყოფილი მთავარი პროკურორი. იგი აქტიურადაა ჩართული მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებში, რომლებიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და ეკონომიკური გადამოწმების გზით სისტემის კორუფციისგან გაწმენდას ისახავს მიზნად. საქართველოს პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაასრულა იუსტიციის უმაღლესი …

Exit mobile version