„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან

რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი …

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – 78 წლის ქალმა პარლამენტსაც უჩივლა

„უკვე მეოთხე წელია ველი სასამართლოს გადაწყვეტილებას და შედეგი არაა,“ – ამბობს 78 წლის ციალა პერტია, რომელიც 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ქონებას ახლა გარდაცვლილი კაცის ძმისშვილი ითხოვს. ციალა პერტიას შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელს წერდა, მაშინ იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა. სარჩელი ბათუმის …

ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო, როცა თითოეულ მათგანს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძისა და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა დაიწყო. მათ ხულიგნობას ედავება გამოძიება. ვაჟა კონცელიძე წინასწარ პატიმრობაში არ არის. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში …

თანაცხოვრებაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის კაცს ბათუმში 7 წელი მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვ.ვ.-ს. მას ხელვაჩაურის პროკურატურა ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, შემთხვევა 2019 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ. სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო

აჭარის ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაიწყო. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი. იგი 24 თებერვალს გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს. მოსამზადებელ სხდომაზე EMC-ის იურისტმა და მაია …

ბათუმის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულ პირებს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 22 სექტემბერს, ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს,  ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულს დიდი …

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. ეს არჩევანი დღეს, 25 ივნისს, მოსამართლეების პლენუმმა დახურულ კენჭისყრაზე გააკეთა. ინფორმაცია მერაბ ტურავას არჩევის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ლომთაძემ მიაწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრისმა. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად მერაბ ტურავას, რადგან ამ დრომდე სხდომა გრძელდება – ასარჩევია თავმჯდომარის მოადგილე. მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა …

რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

პლაკატების გაკვრისთვის ან ლოზუნგების სახლებზე დაწერისთვის შესაძლოა ვერავინ დააჯარიმონ. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 24 ივნისს, გიორგი გოცირიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ამბობს, რომ ის თავის სახლზე პლაკატის გაკვრისთვის ვერ უნდა დაჯარიმდეს. გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს თბილისში პლაკატების, ლოზუნგების ან ბანერების განთავსებას ადგილებში, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანი სახლის მესაკუთრეა ან არსებობს …

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …

“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში …

ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში …

საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დაასახელეს

უკვე ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი. პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. „თეორიული შესაძლებლობა არსებობს უფრო,“ – გვიპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება მიიღოს მოსამართლეების მხარდაჭერა. ხუთმა მოსამართლემ კანდიდატად მერაბ ტურავა დაასახელა. ეს მოსამართლეები არიან: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ …

ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია შესაძლოა ომბუდსმენის ოფისთანაც გამართონ

“აქ არიან შეკრებილი არა კანონიერი ქურდი ლავასოღლის მხარდამჭერები, არამედ მოქალაქე მინდია გორაძის მხარდამჭერები [მინდია ლავასოღლიმ თავისი გვარი – გორაძე ოფიციალურად გამოიცვალა], ვისი კონსტიტუციური უფლებებიც ირღვევა…” – საპროტესტო აქცია ამ მიმართვით დაიწყო დღეს, 16 ივნისს, თამაზ ბაკურიძემ. იგი მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციების სპიკერია და ამ სიტყვებით ჟურნალისტებს მიმართა. საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან იმართება, შეკრებილებმა …

დღეს ზაზა თავაძე საკონსტიტუციოდან მიდის, როდის აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაახლოებით ორ კვირაში ეყოლება – მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება დღეს საღამოს ეწურება. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ის მოსამართლე 2010 წლის 15 ივნისს გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ნიშნავენ. ჯერ უცნობია, ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. სასამართლოს პრესცენტრში განმარტეს, რომ სამ-სამი მოსამართლე ორი …

ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის თემურ ღ.-ს, მას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30-მდე ლარს და საეკლესიო ნივთებს, რაც ჯამში 1317 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებული სამართალდამცველებმა …

პისტოლეტი, მჭიდი და გადაჭრილი თოფი პოლიციამ ოზურგეთში ამოიღო

ცეცხლსასროლი პისტროლეტი, მჭიდი და ერთლულიანი გადაჭრილი თოფი პოლიელებემა ოზურგეთში ამოიღეს. უკანონო იარაღი სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და აბვტომანქანის ჩხრეკის დროს იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროპ ავრცელებს. ბრალდებული 24 წლისაა და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების მუხლით.

რა შემთხვევაში დაესწრებით ოჯახის წევრის სასამართლო პროცესს?

უკვე თვე-ნახევარია სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, სასამართლო სხდომები კი, მარტიდან მაისის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირი ვერ ესწრებოდა. 5 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომებზე დასწრების კუთხით ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომებზე დასწრება უკვე შესაძლებელია, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვები და გადაწყვეტილებებს კონკრეტული მოსამართლეები იღებენ. …

ქალი: „პოლიციელმა განყოფილებაში მითხრა, ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო“ 

ქალი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, „ბათუმელებთან“ პოლიციელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიოლეტამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] 5 ივნისს დაურეკა 112-ს და დახმარება სთხოვა. ვიოლეტა გვიყვება, რომ პოლიციისთვის მიმართვამდე კონფლიქტი ყოფილი ქმრის ოჯახში ჰქონდა ყოფილ ქმართან, მის ახალ მეუღლესთან და ყოფილ დედამთილთან. „კიბიდან დამაგორეს, ჩემი ქმრის ახალი ცოლი მახრჩობდა… მე იქ ჩემი შვილის წამოსაყვანად მივედი, რადგან ბავშვს …

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

„მიმდინარეობს გამოძიება“, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ზუსტად 6 თვის წინ ბათუმში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის გამოძიების შესახებ ვიკითხეთ. მაშინ, 2019 წლის 7 ნოემბერს, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაში, მშენებლობიდან 23 წლის ანრი მახარობლიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ორი დღის წინ, 7 ივნისს, …

„სასამართლო კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო“ – EU-ს დაფინანსებული კვლევის შედეგები

„სიღრმისეული და ფუნდამენტური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო და ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ მისი გავლენები კვლავაც უცვლელი დარჩა, თუ არ გაფართოვდა კიდევ მეტად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გურამ იმნაძე. ის თანაავტორია იმ კვლევის, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გამოქვეყნდა და ასახავს სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების ცვლილებებს 2019 წლის იანვრიდან …

„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს და ადვოკატს გენერალურ პროკურატურაში ორშაბათს, 8 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ლავასოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ უთხრა. ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები ბათუმში პირველ ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, პროკურატურიდან დღეს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როცა საპროტესტო აქციის 9 მონაწილე …

ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

„გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვეღარ მიუსჯიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დღეს, 4 ივნისს, გადაწყვიტა. მოსარჩელეები ამ მუხლით გასამართლებული პირები იყვნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის …

უჩიპო პირადობას ისევ ვერ აიღებთ – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების – ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი. ისინი არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომდე მოსარჩელეებმა მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტომ, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მათ შეეძლოთ მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება. მოსარჩელეები რელიგიური …

„ორმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, 5 კაცს პირი აქვს ამოკერილი“ – ლავასოღლის მხარდასაჭერი აქცია

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად უკვე 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ორი ქალია. დღეს აქციის კიდევ ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინ კი პროკურატურის წინ პირი აქციის სამმა მონაწილემ ამოიკერა. ისინი შიმშილობას არ წყვეტენ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ისინი თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. მინდია …

საზმაუ შესყიდვებზე ინფორმაციას ვეღარ გაასაიდუმლოებს – საიამ სასამართლო დავა მოიგო

საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა. საუბარია კონტრაქტებზე, რომლებსაც მაუწყებელი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან აფორმებს. მაუწყებელში მიაჩნდათ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ ეხებოდათ და ისინი ამ ტიპის ინფორმაციას ამ დრომდე არ გასცემდნენ. ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა ზემდგომ ინსტანციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მაუწყებლის მიერ გაფორმებული კონტრაქტების …

ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს

„შემახე ამნისტია“ – ამ მოთხოვნით ბათუმის ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ, რომელიც, პირველ რიგში, შეხება პრობაციონერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს. „2012 წლის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა… ჩვენთან მნიშვნელოვნად გაზრდილია პატიმრების რაოდენობა და ევროპაში უკვე მეორე ადგილზე ვართ პრობაციონერების რაოდენობით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეეხოთ ამნისტია …

თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა. სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების მუხლებით, თუმცა ადვოკატი დავით მოდებაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენია. …

ლავასოღლის სამმა მხარდამჭერმა პირი ამოიკერა, 15 – შიმშილობს – აქცია პროკურატურასთან

მინდია ლავასოღლის ოთხმა მხარდამჭერმა აჭარის პროკურატურასთან ახლახან პირი ამოიკერა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ უთხრა, რომელიც ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და ორგანიზებას უწევს მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, სარფის საბაჟოს ჩაკეტვას აპირებდნენ, თუმცა წვიმის გამო პროტესტის ეს ფორმა ერთი დღით გადადეს. „პირი ამოიკერეს და პროკურატურას დამატებით ერთდღიანი ვადა მისცეს, …

ლავასოღლის 5 ახლობელი შიმშილობას იწყებს აჭარის პროკურატურასთან

თურქეთის საკონსულოდან მინდია ლავასოღლის ახლობლები ისევ პროკურატურის შენობასთან დაბრუნდნენ. ისინი შიმშილობას აპირებენ, ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციის საკითხი არ გაირკვევა. „თურქეთის მხარე აცხადებს, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის თურქეთი, აგერაა თქვენი პატიმარი და წაიყვანეთო…“ – მიმართა პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი აქციების …

ლავასოღლის მხარდამჭერები აჭარის ტელევიზიას პირდაპირ ეთერს სთხოვენ

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად შეკრებილებმა აჭარის ტელევიზიას საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საკონსულოს პიკეტირება დააანონსეს, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიასთან მივლენ. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები პროკურატურასთან გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. აქციაზე შეკრებილები ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ის საექსტრადაციო პატიმრობაშია თურქეთში. მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს …

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა. 30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლე …

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – დაკავებულია 30 მოქალაქე

მოსამართლე როინ კახიძემ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, კიდევ ორის პროცესი კი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით გადაიდო. გუშინ, 27 მაისს, ბათუმში აქციაზე სულ 30 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, აქედან 9 გუშინ გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლეს ჯერ არ განუხილავს იმ ბრალდებულების ოჯახის წევრების საქმე, რის გამოც გაიმართა ეს საპროტესტო აქცია. ერთ-ერთი ბრალდებულის, რეზო …

საია საგანგებოს გარეშე ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

რამდენად კონსტიტუციურია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 22 მაისს მიიღო და რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეუძლია კონკრეტული შეზღუდვების დაწესება – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. სარჩელით დღეს, 25 მაისს, მიმართა სასამართლოს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ. საია-ს შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ მიმოსვლის და შრომის თავისუფლების უფლებას. სარჩელის ავტორი, იურისტი პაატა დიასამიძემ …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში ტაქსის 3 მძღოლია დაკავებული

„ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში“ სამი ტაქსის მძღოლია, ამ საქმეზე სულ 13 პირი დააკავეს. კიდევ ერთ პირს, რომელიც პროკურატურის ვერსიით, კანონიერი ქურდია და ქურდულ გარჩევებში „საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა“, ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასზე ძებნა გამოცხადდა. 14-ივე ბრალდებულს დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით. „ჩემი დაცვის …

ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას“ იღებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 14 ბრალდებულს, რომლებიც „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 22 მაისს, ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს მხოლოდ ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ქურდული გარჩევების დროს საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მასზე ძებნა უკვე გამოაცხადეს. გამოძიების ვერსიით, 14-დან ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ …

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა. ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს …

Exit mobile version