საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?

“ასე საერთოდ განაჩენის გარეშე შეიძლება შეუწყდეთ უფლებამოსილება პრეზიდენტს ან უზენაესი სასამართლოს წევრს, თუკი მას იმპიჩმენტს მოუწყობენ. რა გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს პრივილეგია?” – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ და ნიკა მელიას გახედა, რომლის სარჩელსაც დღეს, 14 თებერვალს, არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. “ნიკა მელიას შემთხვევაში, ერთმა მოსამართლემ მიიღო განაჩენი და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის …

ტაქსის მძღოლის დაშინება და ავტომანქანის გატაცება სათამაშო პისტოლეტის მუქარით – განაჩენი

8 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისში მცხოვრებ ლევან წ.-ს ავტომანქანის ყაჩაღობის მცდელობისა და ამ ავტომანქანის მძღოლის იძულებისთვის მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, ლ.წ.-მ მეგობართან ერთად თბილისში ტაქსის მძღოლი პისტოლეტის ფორმის სანთებელათი დააშინა და დუშეთში წაყვანა აიძულა, შემდეგ კი, ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა და დაზარალებულს მობილურიც წაართვა. „…ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ორი ბიჭი მოვიდა, დუშეთში თუ წაგვიყვან 40 …

ჩხუბი ოჯახში მანდარინის ფულის გამო – ბრალდებული ახალ წელს ციხეში შეხვდა

ოჯახში ძალადობისთვის ოზურგეთში მცხოვრებ კაცს მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაუთვალა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მაინც მოუწია – შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განაჩენის მიხედვით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პ.-ს ცოლთან ჩხუბი მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გამო მოუხდა. „…დაახლოებით 21:00 საათზე პ. …

გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს  20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, …

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს …

როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში 

„მოსამართლე თადუმაძემ დაადასტურა ბრალმდებელი თადუმაძის საჩივარი, ასე გამოვიდა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მერაბ ქართველიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის შესახებ, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება დაუდგინეს. რას ნიშნავს, …

„ძირს ეგდო დანა და დამტვრეული ხატი“ – სასჯელი ორსული ცოლის ცემისთვის

„…ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე – მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ –  ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში თბილისში მომხდარი მორიგი ოჯახში ძალადობის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე შუაღამისას მისულ სამართალდამცველებს მეზობლის ოჯახში მყოფმა ქალმა უთხრა, რომ ფეხმძიმედაა …

შემაკავებელი ორდერის მიუხედავად კაცი ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა – განაჩენი

შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან ორ დღეში მ.ბ. ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა. ღამის საათებში ბრალდებული ყოფილ ცოლს ტელეფონზე ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა. მ.ბ.-ს ამის უფლება შემაკავებელი ორდერის მიხედვით არ ჰქონდა. განაჩენის მიხედვით, პოლიციელებმა მ.ბ.-ს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მაშინ გამოსცეს, როცა ის ცოლთან უკვე განქორწინებული იყო. ამ ორდერის მიხედვით, ბრალდებულს არ ჰქონდა ყოფილ ცოლთან ფიზიკურად …

მარიხუანას შენახვისთვის კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

მარიხუანას შენახვისთვის ქობულეთში მცხოვრები რ.ც. სისხლის სამართლის წესით – 1000 ლარით დააჯარიმეს. პირადი ჩხრეკის დროს მას 79,78 გრამი გამომშრალი მარიხუანა ამოუღეს. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ მიუჩნევია. ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად გასამართლა, რაც გულისხმობს „მცენარე კანაფის, ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, …

სხვის ანგარიშზე შევიდა და ფული მოიპარა – განაჩენი

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობისთვის მოსამართლემ ბათუმში მცხოვრებ გ.ვ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით. ბრალდებულმა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ ანგარიშზე ორჯერ მოახერხა შესვლა. განაჩენის მიხედვით, ორივე შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში მოხდა – დაზარალებულად ცნობილი ლ.კ. ერთ-ერთი კომპიუტერიდან ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ საკუთარ ანგარიშზე შევიდა. „…დაათვალიერა მის მიერ სისტემურ ელექტრონული ფორმით განთავსებული ფსონი, …

შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“ 

პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ იქ, სადაც სახელმწიფო ამ დრომდე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს, მუსლიმები აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სხვა რეგიონებიდან სადისკუსიოდ შეიკრიბნენ. დისკუსია ისე დასრულდა, რომ არავის უხსენებია მეჩეთის უკანონოდ აშენება. მუსლიმებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ „ეს ამბავი ლამაზად უნდა დასრულდეს“. მუსლიმი თემის სარჩელს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო …

2 წელი გამოსაცდელი ვადა 2 წლით ქალზე ადევნებისთვის

თბილისში მცხოვრებ კაცს ბ.ბ.-ს 2 წლით გამოსაცდელი ვადა შეუფარდეს ქალზე ადევნებისთვის. განაჩენის მიხედვით, ის ორი წლის განმავლობაში „ახორციელებდა ადევნებას“. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით „ახორციელებდა ადევნებას ე.პ.-ს მიმართ. არ აძლევდა ამ უკანასკნელს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, სისტემრატრად მიდიოდა და უთვალთვალებდა, როგორც სამუშაო ადგილას, ასევე საცხოვრებელ სახლთან… ტელეფონის საშუალებით ასევე ამყარებდა არასასურველ …

ქობულეთში ქმარი ცოლს სასაფლაოზე ახრჩობდა – განაჩენი

„…ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს.-ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ბ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ.ბ.-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა ყელზე… დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განაჩენში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობისთვის ქობულეთში მცხოვრებ კაცს 120 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს. ბრალდებულმა …

რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები

„გოჩა თავდუმაძემ 2019 წლის ნოემბერში დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა…“ – აღნიშნულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი პროკურორი, მაია სილაგაძე აწერს ხელს. გოჩა თავდუმაძე ერთ-ერთია იმ 6 ბრალდებულს შორის, რომლებიც სუს-მა 30 იანვარს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებული …

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“ ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში …

1000 ლარი ჯარიმა სათამაშო აპარატის მონიტორის გატეხვისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიოლეტა ფორჩხიძემ, 1000 ლარით დააჯარიმა პირი სხვისი ქონების დაზიანებისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ერთ-ერთ სლოტკლუბში ყოფნისას თამაშის დროს ხელის დარტყმით განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის სენსორული მონიტორი“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სლოტკლუბისთვის მიყენებული ზიანი 1160 ლარია. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი …

„იმის გამო, რომ ქალია, დედას ფეხი ჩაარტყა“ – განაჩენი ოჯახში ძალადობაზე

„მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ.-მ დედას ლ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არის ქალი და არ გააჩნია უფლებები, ერთხელ დაარტყა ფეხი ქვედა ტანის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ასე მომხდარი პროკურატურამ აღწერა. მოსამართლე შოთა სირაძეს ამ საქმეზე მოწმეების და არც ნაცემი ქალის ჩვენება არ მოუსმენია – …

ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”

“ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა… სისტემა იყო, ყველამ იცის, რაც ხდებოდა,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ნოდარ შავლიძემ. ის ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომელია. იმ წლებში, როდესაც მოწმეების თქმით, პატიმრებს აწამებდნენ, ნოდარ შავლიძე ოპერატორ-მორიგეს პოზიციაზე მუშაობდა. “ბათუმის ციხის უფროსების საქმის” განხილვა დღეს, 31 იანვარს, განახლდა. დღეს მოსამართლემ ბათუმის ციხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მოისმინა. ბათუმის …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ნ.ფ. მას გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავებოდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში მოსამართლისთვის არსებითი პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, რომელიც ურთიერთსაპირისპირო იყო და წინააღმდეგობრივი წერილობით მტკიცებულებებთან. შემთხვევა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა – ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქობულეთთან ახლოს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე …

რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს

„პროსტიტუციის ხელშეწყობის“ მუხლით დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საუბარია ძველ ბათუმში გასული წლის 9 დეკემბერს პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდზე – პოლიციელები რამდენიმე მასაჟის სალონში ერთდროულად შევიდნენ. მაშინ შსს-მ გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც ქალები, ისე კაცები. ბათუმის საქალაქო სასამართლომ …

ჟამი როდის დადგება? – მოსამართლის კითხვა „უჩიპო“ პირადობების საქმეზე

„მობილურ ტელეფონს ხომ იყენებთ? იქნებ, მითხრათ, რა განსხვავებაა მობილური ტელეფონის „ჩიპსა“ და პირადობის მოწმობის „ჩიპს“ შორის?“ – ჰკითხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მოსარჩელეებს, რომლებიც „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს რელიგიური მოტივით ითხოვენ და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. „წმინდანი გვაფრთხილებს, რომ ეს არის ეშმაკის ბეჭედი“, – ხმამაღლა უპასუხა კითხვას მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა სასამართლო პროცესზე და პაუზის შემდეგ …

ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა ქობულეთში მცხოვრებ ქალს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ქალმა თავის რძალს, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, „ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“. ძალადობის შემთხვევამდე ოჯახში მისულმა პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და დედამთილს რძალთან კომუნიკაცია აუკრძალეს. მაშინ დაზარალებული ამბობდა, …

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულის გამოსახლებას ბათუმში 10 თებერვალს აპირებს 

„ფსიქიკურად დაავადებული პირის სახლიდან გამოსახლების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, გამოსახლების ბოლო თარიღი კი 10 თებერვალია. გაფრთხილების წერილი აღსრულების ბიუროდან უკვე ჩაჰბარდა ფსიქიკურად დაავადებული პირის ოჯახს. ლევან გოგიტიძე ბათუმში ცხოვრობს. მას 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი …

„უჩიპო“ პირადობაში თვეში 20 ლარს გვახდევინებენ“ – საკონსტიტუციოში არსებითი განხილვა დაიწყო

„უჩიპო“ პირადობების მოწმობებზე“ დღეს, 28 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებული იქნება გასცეს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 26 დეკემბერს სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა, ანუ ადამიანებს უკვე შეუძლიათ პირადობის მოწმობის აღება „ჩიპის“ გარეშე. „პირადობა მომცეს, მაგრამ აქაც ბარიერს გვიქმნის სახელმწიფო იუსტიციის …

რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან …

გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია არჩილ ვანაძე და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე დაკავების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. რაც შეეხება ეგარსლან ლომაძეს, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად …

19 მოზარდის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – 2019 

2019 წელს 19 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 16 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ. შემაკავებელ ორდერს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები გამოსცემენ იმისთვის, რომ ძალადობის შემთხვევა აღარ განმეორდეს. ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. შემაკავებელი ორდერი 16 წლამდე 11 ბიჭის და 8 გოგოს წინააღმდეგ გამოსცეს. ასაკობრივი მონაცემების მიხედვით, ოჯახში ყველაზე ხშირად  25-დან 44 წლამდე ადამიანები ძალადობენ …

სექსის იძულებისა და ადევნებისთვის კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმეს

მეგობარი ქალისთვის სექსის იძულების, ოჯახში ძალადობისა და ადევნებისთვის მოსამართლემ კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ სამივე მუხლზე ჯარიმის გამოყენება არჩია. განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი წყვილს შორის მაშინ დაიწყო, როცა ქალმა კაცთან ურთიერთობა შეწყვიტა. კაცი მას თვეების განმავლობაში აიძულებდა შეხვედრას და სექსუალურ კონტაქტს. ერთ-ერთ ეპიზოდში, კაცი ქუჩაში შეხვდა ქალს და დაარტყა ხელი სახეში. კაცმა ფიზიკურად …

მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამნაშავედ მიიჩნია კაცი, რომელიც ბათუმში ავტომანქანით მოძრაობის დროს ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა – ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ავტომანქანა მეეზოვეს დაეჯახა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებული საშუალო ასაკის კაცი იყო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა „ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია …

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირზე თავდასხმისთვის 2 კაცი გაასამართლეს

„სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ პირზე ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ორი კაცი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ ბრალდებულს ორი წლით, მეორეს კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ორივე ბრალდებულს სასჯელი პირობით ჩაეთვალა. შემთხვევა გასული წლის აპრილში თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. განაჩენის მიხედვით, ლ.-მ გამოძიებით დაუდგენელ კიდევ ორ პირთან ერთად, სახის და სხეულის …

როგორ დაისაჯნენ კაცები მოზარდებთან სექსუალური კონტაქტისთვის – ნაადრევი ქორწინება

სასამართლოში ძირითადად საპროცესო შეთანხმებით სრულდება „ნაადრევი ქორწინების“ საქმეები, ანუ შემთხვევები, როცა ადამიანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწევლის სხეულში.“ უმეტეს შემთხვევაში, ამ დანაშაულის შემდგომი მოცემულობა -„არარეგისტრირებული ქორწინებაა“. „ნაადრევი ქორწინებისთვის“ ძირითადად ამ მუხლით ასამართლებენ ადამიანებს. გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს 62 …

20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე …

მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს

ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული …

პირმა ავტომანქანა მოიპარა და ჯართში ჩააბარა – 7 წელი ციხეში

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.ჟ.-ს ავტომანქანის ქურდობისთვის. მოპარული ავტომანქანა ბრალდებულმა იმავე დღეს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. განაჩენის მიხედვით, მ.ჟ.-მ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის მისაკუთრება შეძლო. ჯართის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ავტომანქანა WOLKSWAGEN GOLF-ი ექსპერტიზამ 800 ლარად შეაფასა. განაჩენის მიხედვით, უცნობია, რამდენ ლარად მიჰყიდა მოპარული მანქანა ბრალდებულმა ჯართის მიმღებ პუნქტს. ბრალდებული …

ქობულეთში „სოკარის“ დაცვის თანამშრომელი თოკით დააბეს – გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

ქობულეთში „სოკარ ჯორჯია აჭარას“ ქობულეთის ოფისიდან თანხის წაღება სცადეს. რამდენიმე პირმა დაცვის თანამშრომელი თოკით დააბა და „სოკარის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის გატანა სცადა. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. „ობიექტზე დაცვის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა მეორე სხვა ოთახში იყო და ამ შემთხვევის შესახებ არ გაუგია. დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და აპარატიდან თანხის წაღებას …

„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს. ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის …

Exit mobile version