აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება. თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის …
Tag Archives: სამართალი
„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო
პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა: ,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას …
პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე
სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა …
მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ
საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე თეკლა დავითულიანს უარი უთხრა სარჩელის არსებითად განხილვაზე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც 4 აპრილს სამ მეგობართან ერთად შეკრებისთვის დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. თეკლა დავითულიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტი კიდევ ოთხმა მოქალაქემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოქალაქე თეკლა დავითულიანი მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ …
Continue reading “მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ”
„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი
„მოსამართლეების დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის მარტში ჩატარდა… პირი, რომელსაც აქვს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება, არის იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც წელიწადზე მეტია სხდომას არ იწვევს…“ – წერს ფეისბუქში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარს ეხმაურება. ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას დავით სარალიძის …
Continue reading “„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი”
სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს
ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა. სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს”
კანონი შერჩევითია – იურისტი „გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეზე“
გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეს, რის გამოც დღეს, 20 აპრილს, პოლიციელი დააკავეს, ეხმაურება იურისტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე: „…ამ ყველაფერში ყველაზე ნამდვილი ტრაგედია იცით რა არის? აი, თეორიულად, ამ პოლიციელს შეიძლება შინაპატიმრობა შეეფარდოს. ასეც რომ არ მოხდეს, 2-დან 4 წლამდე წავა ციხეში. მაშინ როდესაც, „ბასიანიდან“ გამოსულ რეივერს რომ 2 აბი MDMA აღმოაჩნდეს, …
Continue reading “კანონი შერჩევითია – იურისტი „გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეზე“”
იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს
„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის …
„წარმოიდგინეთ, პირველკურსელი უცებ გაამწესეს მეცნიერებათა აკადემიაში“ – დოლიძე კიკილაშვილის საკონსტიტუციოში დანიშვნაზე
„ეს უკვე სასამართლო კლანის კვოტაა,“ – ასე აფასებს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნას. მისი აზრით, თუკი აქამდე ხელისუფლება სანდოობის მიხედვით არჩევდა კადრებს, ამჯერად გადაწყვეტილება „სასამართლოს კლანმა“ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები პერიოდულად იცვლებიან. სამ-სამ მოსამართლეს 10 წლის ვადით ნიშნავს უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტი და პარლამენტი. ხვიჩა კიკალაშვილმდე საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს …
5 და 7 წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 9 წელი მიუსაჯეს
თბილისში 5 და 7 წლის გოგონებთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის დ.ძ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. იგი წარსულშიც არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს. შემთხვევა 2019 წლის ივლისში მოხდა. დ.ძ. სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას …
Continue reading “5 და 7 წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 9 წელი მიუსაჯეს”
„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე
„საზოგადოების თვალი აღარ არის სასამართლო პროცესზე. საზოგადოება პროცესს, მართალია, მდუმარედ ესწრება, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მართლმსაჯულების ობიექტურობის ხარისხზე,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის უკვე იყო ერთ-ერთი სასამართლო ონლაინპროცესის მონაწილე. 24 მარტიდან სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც დისტანციური წესით იმართება. ზოგიერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დისტანციური პროცესი მოსწონს. მთავარი არგუმენტი, რასაც ადვოკატები …
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული. ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს”
ხვალ საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლეს ნიშნავენ – კანდიდატის ვინაობას უზენაესი არ ამხელს
ხვალ, 31 მარტს, უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშნავს. პლენუმი დღის სამ საათზე შეიკრიბება. ვის დანიშვნას აპირებს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ? – კანდიდატების ვინაობა უცნობია. უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავმჯდომარეს ამ დრომდე კონსულტაციები არ დაუსრულებია და ის იმოქმედებს კანონის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს პლენუმს თავმჯდომარე წარუდგენს. მას პლენუმმა უნდა …
ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი
დაზარალებულის მოსყიდვისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის დეიდა გაასამართლეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული კაცის დეიდა დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება უნდა მიეცა, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, 500 ამერიკული დოლარი მისცა და სთხოვა, სასამართლოში საერთოდ აღარ მისულიყო. განაჩენის მიხედვით, ეს შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა – ვიდრე ყაჩაღობის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებას მისცემდა, შეხვედრა რესტორანში შედგა. პროკურატურამ ბრალდებულის …
Continue reading “ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი”
სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან
თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო. საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება …
Continue reading “სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან”
როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება
„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …
ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა – შსს
ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი – 30 წლის შ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 18 მარტს დააკავეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი …
Continue reading “ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა – შსს”
სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის
გორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ „არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა …
Continue reading “სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის”
ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს
ხულოში, სოფელ ხიხაძირში, მომხდარი მკვლელობის საქმეზე რემზი ბ.-ს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამავე თემაზე: ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი …
Continue reading “ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს “
სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ
სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ. კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები …
Continue reading “სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ”
რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა. მოსამართლემ ამ საქმეზე …
Continue reading “რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა”
რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ
მას შემდეგ, რაც თინეიჯერების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონი ლიბერალური გახდა და ქვეყანაში „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ამოქმედდა, სტატისტიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა. სტატისტიკის მიღმაც ხშირად გვესმის, რომ „ახალგაზრდებს არავინ სჯის“ და ამიტომაც ხდება ამდენი დანაშაული. არა მხოლოდ საქართველოში, დანაშაულს ყველაზე ხშირად თინეიჯერები სჩადიან. გლობალური ტენდენციაა ისიც, რომ დასჯასა და კონტროლის გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი …
Continue reading “რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ”
რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის
მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გურიაში მცხოვრებ კაცს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ორჯერ იძალადა ცოლზე. ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა ბრალდებულმა სრულად აღიარა და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, ზ-მ ცოლს გინება დაუწყო და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას შემდეგ, როცა ქალი დედამთილს ოთახების დალაგების გამო ეკამათებოდა. მეორე შემთხვევაშიც კონფლიქტის …
Continue reading “რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის”
ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. „28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, …
Continue reading “ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს”
მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კაცს, რომელიც შვილს ფულს სძალავდა და სახლის გადაწვა სცადა. განაჩენის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ლ.ჯ. მუქარით საკუთარ შვილს ისრაელიდან დედის მიერ გამოგზავნილი ფულის გადაცემას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც შვილმა მამას ფული არ მისცა, ბრალდებულმა სახლის გადაწვა სცადა. გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვას …
Continue reading “მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი”
ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ
ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ცენტრს ერთ-ერთი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შპს „ეპიცენტრი“ მთავრობის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ინსპექტირების საფასური განსაზღვრულია და იგი 60 ლარია, მძიმეწონიანი ავტომანქანების შემთხვევაში – 100 ლარს. სარჩელის არსებით განხილვას ხვალ, 28 თებერვალს დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. მოსარჩელე თვლის, რომ მთავრობა ამ მიდგომით დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და მომსახურების …
Continue reading “ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ”
„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს
„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო. ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა …
Continue reading “„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს”
სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა გ.ხ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. გ.ხ. საქართველოს მოქალაქეა და იგი თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. განაჩენის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში გ.ხ.-მ „თურქეთის რესპუბლიკიდან მთების და ტყის გავლით ფეხით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე 447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სადაც სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს შეჩერებულ იქნა …
Continue reading “სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის”
ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დააჯარიმა ქობულეთში მცხოვრები კაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა. ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი …
Continue reading “ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“”
მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენისთვის პირს უნდა აპატიმრებდნენ? – საკონსტიტუციო დავა
უნდა ისჯებოდეს თუ არა მცირე ოდენობით მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა თავისუფლების აღკვეთით – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 21 თებერვალს, დაიწყო. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, განიხილება თუ არა ირაკლი ჩხეიძის სარჩელი არსებითად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს. მოსარჩელე ირაკლი ჩხეიძეა. მას 2017 წელს 0,000305 გრამ მდმა-ის შეძენა-შენახვისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა …
“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა?” – დავა საკონსტიტუციოში
“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა კრწანისის ქონებაში?” – ეს შეკითხვა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა, რომელმაც დღეს, 20 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენება მისცა. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ საპატრიარქოს შეიძლება გადაეცეს და არც ერთ სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც საჯარო …
კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი
სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის თვალწინ ცოლზე მუქარისთვის ფოთში მცხოვრებ გ.წ.-ს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული ცოლს არსებითი განხილვის სხდომაზე დაემუქრა მოკვლით. ბრალდებული მიიჩნევდა, რომ ქალმა არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს. მანამდე პოლიციელებს გ.წ.-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოცემული. „სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ. …
Continue reading “კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი”
4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ ქალს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ქალები 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დეიდა იყვნენ და ბავშვებს ბათუმში, ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტეს. „ტრეფიკინგის მუხლზე საპროცესო შეთანხმება არ …
Continue reading “4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ”
სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა
აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი …
Continue reading “სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა”
მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე
„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. …
Continue reading “მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე”
საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?
“ასე საერთოდ განაჩენის გარეშე შეიძლება შეუწყდეთ უფლებამოსილება პრეზიდენტს ან უზენაესი სასამართლოს წევრს, თუკი მას იმპიჩმენტს მოუწყობენ. რა გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს პრივილეგია?” – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ და ნიკა მელიას გახედა, რომლის სარჩელსაც დღეს, 14 თებერვალს, არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. “ნიკა მელიას შემთხვევაში, ერთმა მოსამართლემ მიიღო განაჩენი და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის …
Continue reading “საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?”