მთავარი,სიახლეები

რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

24.06.2020
რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

პლაკატების გაკვრისთვის ან ლოზუნგების სახლებზე დაწერისთვის შესაძლოა ვერავინ დააჯარიმონ. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 24 ივნისს, გიორგი გოცირიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ამბობს, რომ ის თავის სახლზე პლაკატის გაკვრისთვის ვერ უნდა დაჯარიმდეს.

გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს თბილისში პლაკატების, ლოზუნგების ან ბანერების განთავსებას ადგილებში, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანი სახლის მესაკუთრეა ან არსებობს მესაკუთრის დადასტურებული თანხმობა, სპონტანური აქციის პირობებში შესაძლებელი უნდა იყოს პლაკატის, ლოზუნგის ან ბანერის ცოტა ხნით განთავსება და ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ქმედებისთვის ჯარიმა მხოლოდ თბილისში დარჩა, რაც 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი.

„მაშინ გასაჩივრებული იყო რეგიონები და დღეს ეს სანქციები მოქმედებს მხოლოდ თბილისში… მივიჩნევთ, რომ არსებობს ამ სამართლებრივი ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი,“ – ამბობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია იმ შენობებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ.

განმწესრიგებელ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია გამართავს, რომლის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, ან არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად მიიჩნევენ სადავო ჩანაწერს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: