ქედაში მცენარეების დაავადებები გამოავლინეს

 

დღეს, 15 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სპეციალისტები ქედელ ფერმერებს მცენარეების დაავადების გამოსავლენად და პრევენციული ღონისძიების გასატარებლად კონსულტაციებს უწევენ.

რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტყის ინვენტარიზაციას იწყებს. ინვენტარიზაციის პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში ივლისიდან დაიწყება. რას ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაცია და შეუქმნის თუ არა სამუშაო პროცესი პრობლემას მოსახლეობას სათბობი თუ სამასალე მერქნის დამზადებისას? – ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის მთავარი მეტყევე თეიურაზ პაპუნიძე გვესაუბრა.

რვა ვაკანსია კონკურსის შემდეგ ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა. გამგეობაში დასაქმებულმა ოთხმა თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მსურველი ყველა პოზიციაზე იყო, კონკურსის დასრულების შემდეგ 23 თანამდებობიდან რვა ისევ ვაკანტური დარჩა.

რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

 

 

მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები პრობლემური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებენ. ამ მიზნისთვის ისინი ფულს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავენ. დაფინანსების მოსაპოვებლად 2013 წლიდან დღემდე ფონდში აჭარის მთიდან რვა ინფრასტრუქტურული პროექტი შევიდა, მაგრამ ფონდს დღემდე არც ერთი მათგანი არ დაუფინანსებია.

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

„სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილი 12-ბინიანი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვეა ჩარაზულია. 

“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“ – სიგარები ქედიდან

 

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია შპს „იმერი“ ქედის მუნიციპალიტეტში 23 დასახელების სიგარას, ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოსა და სიგარასთან ასოცირებულ სხვადასხვა დასახელების აქსესუარს სარეალიზაციოდ ამზადებს.

მარწყვის ბიზნესის პრობლემები ქედაში

 

ქედელი ფერმერებისთვის მარწყვი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ წლების განმავლობაში ითვლებოდა. ბოლო ორი წელია მისი წარმოება შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბაზარში ქედაში მოყვანილი მარწვი ყველაზე მოთხოვნადია. ეს კენკროვანი მცენარე ქედაში ძირითადად მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოჰყავთ. სახელმწიფო მარწყვის კულტურის წარმოებას ხელს უწყობს, თუმცა არა ქედაში, არამედ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. 

საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ქედაში

 

საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 1 მილიონ 199 900 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ქედაში ყველაზე დიდი თანხა სწორედ კანალიზაციის გამართვას მოხმარდა, მდინარეში ისევ ნახევრად გაწმენდილი წყალი ჩაედინება. დაბაში, ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩების მიმდებარედ, იქ, სადაც წყლისგან ფეკალური მასის გამწმენდი სპეციალური შენობები მოეწყო, კანალიზაციის მძაფრი სუნი დგას. გამგეობაში აცხადებენ, რომ სალექარები მუშაობს, ანუ მდინარეში გაწმენდილი წყალი ჩაედინება. 

თვითნებურად დახურული სხდომის დეტალები

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიაში სხდომა პირველად გასულ კვირას დახურეს. 3 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა კენჭისყრით ისე დახურა, რომ ამასთან დაკავშირებით არც საკრებულოს წევრებს უმსჯელიათ და არც დახურვის შესახებ განკარგულება გამოუქვეყნებიათ. 

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირას, საუკუნის წინ აშენებულ ხის ერთსართულიან ფიცრულში სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სახლი, სადაც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ორი ადამიანი მცირეწლოვან შვილს ზრდის, ცუდ მდგომარეობაშია, –  ქვები, რომელზეც წლების წინ ხის საძირკველი იყო დაშენებული, ჩამოშლილია. მორყეული და ალაგ-ალაგ ამოტეხილია იატაკი, დაზიანებულია კედლები, სახურავი, სახლის ფანჯრებს მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს აკრული. დიასახლისი თინა სამნიძე ამბობს, პარკს მზე წვავს და მალე იხევა, ოჯახს კი პარკის განახლების საშუალება არ აქვს. 

ქედაში სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა. არჩილ ფარტენაძე ოთხი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

ზარალს ქედაშიც დაითვლიან

 

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გუშინდელმა ძლიერმა ქარმა გარკვეული ზიანი მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მიაყენა, თუმცა ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. ქედაშიც ძირითადად სახლებს სახურავები გადახადა.

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

 

შპს „ქედის წყალკანალი“ დაბა ქედასა და აწჰესის მოსახლეობის გამრიცხველიანებას გეგმავს. აბონენტების გამრიცხველიანებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. როდის დაიწყება აბონენტების გამრიცხველიანება ქედაში და რა ეღირება წყალი აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას შეეცადა.

რა განათლებას მიიღებენ ქედის ზრდასრულთა ცენტრში

 

ქედის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International -ის პროექტის ფარგლებში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნა. მალე ამ ცენტრში ქედაში მცხოვრებ ადამიანებს კომპიუტერის გამართვას, საოფისე პროგრამებს, მეფუტკრეობას, ხელსაქმეს და სუვენირების დამზადებას შეასწავლიან. სასწავლო კურსის მსმენელთა ძირითად სამიზნე ჯგუფად ქედის მოსახლეობა მოიაზრება, თუმცა სასწავლო ცენტრი მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებიდანაც მიიღებს მსმენელებს.

ერთი წიგნის პრეზენტაცია

 

დღეს, 24 მარტს ქედის კულტურის ცენტრში, პროფესორ ვანო პაპუნიძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი წიგნის „გზა მარადისობისაკენ“ განხილვა მოეწყო. წიგნის განხილვის პარალელურად, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ელესა“ და „იაგუნდი“ ხალხური სიმღერები შეასრულეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ქედაში

 

 

დღეს, 13 მარტს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას, რომელსაც ქედის საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან ერთად, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, სამინისტროს წარმატებასა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. 

მიწის დამუშავება გრაფიკით

 

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, აჭარის მაღალმთიანეთში, მიწის ხვნის ბარათს 11 690 ფერმერი მიიღებს. პროექტის ფარგლებში მიღებული ბარათით ფერმერებს მიწას ძირითადად შპს „მექანიზატორი~ დაუმუშავებს, შპს-სთან ერთად მიწის დამუშავებას ქედის მუნიციპალიტეტში ამხანაგობა „ქედა“ უზრუნველყოფს.

ვის ერგება უფასო სადილი

 

სოციალურად დაუცველი ემინე აბულაძე ქმართან ერთად დაბა ხულოში სოციალურ სახლში ცხოვრობს. აბულაძეების საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად 2005 წელს დაინგრა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს რვა წლის შემდეგ, 2012 წელს ბინა ხელისუფლებამ სიმბოლურ ფასად გადასცა. უფასო სასადილოები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ცენტრებში ფუნქციონირებს. შესაბამისად, არ არსებობს მონაცემები, რამდენი ისეთი ადამიანი ცხოვრობს დაბისგან მოშორებულ სოფლებში, ვისაც კვების პრობლემა აქვს. 

მინერალური წყალი ბალაძეებიდან

 

შპს  „ბურჯი ინვესტმა“ ქედაში ბალნეოლოგიური თვისებების მქონე მინერალური წყლის „კემისის“ ჩამოსხმა დაიწყო. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში მოეწყო. საწარმოს დირექტორი ქაზიმ ბალაძე ამბობს, რომ „კემისი“ ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთში იყიდება. კომპანიას მინერალური წყალი ბათუმის ბაზარზეც გააქვს. 

აქცია – რას აპროტესტებენ ქედაში

 

დღეს, 23 იანვარს, 2 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ორი თემის – დანდალოსა და ცხმორისის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მუნიციპალიტეტში შეიქმნას ხელახალი კომისია მოსახლეობის ჩართულობით და ამ კომისიამ შეისწავლოს გასული წლის გაზაფხულზე თოვლისგან მიყენებული ზარალი.

ვინ იზეიმა ბიუჯეტის ფულით ახალი წელი ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინასაახალწლოდ საზეიმო სუფრა რესტორან „ქედაში“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 120 კაცისთვის გამართა. 

ქედის მოსავალი ციფრებში

 

2014 წელს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა გაცილებით ნაკლები მოსავალი მოიწიეს, ვიდრე წინა წლებში. ქედის მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წელს ქედაში საერთოდ არ ყოფილა ვაშლის, მსხლის, კაკლის, ხურმა-კარალოკისა და ჩაის მოსავალი.

სოფელ ვაიოში საბავშვო ბაღი გაიხსნა

 

დღეს, 26 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს.

აჭარული ქორწილი ქედაში

 

ფატით სახედაფარული პატარძალი, ქალები ნაქსოვი წინდებით, ჩოხაში გამოწყობილი კაცები, ძველი ყოფის ამსახველი ნივთები:  წუღები,  თხილამურები, სკივრი, ქვევრი,  ხალიჩები, ძველი მაგიდები მაყურებელს წლების წინ არსებულ რეალობაში აბრუნებდა –  ქედის კულტურის ცენტრის სცენაზე დღეს „აჭარული ქორწილი“ გაიმართა.

პოლიციელის მამის უკანონო მშენებლობა აუქციონზე

 

21 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ქედის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხას. ბოლო კენჭისყრით გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში 102 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თავისუფალი მიწის სახით შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწაზე ობიექტია განთავსებული. მიწაზე უკანონო მშენებლობა ცოტა ხნის წინ თანამდებობაზე მყოფი პოლიციელის მამამ განახორციელა.

ეკომგრანტების სახლი ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი პოლიკლინიკის შენობა ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდება. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ბინას აქ სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი მიიღებს.

ქედის საკრებულომ „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ დღეს, 21 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ გადასცა. 

მდინარის ახალი კალაპოტი ბოსტანში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში  საფარიძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადიდებული  მდინარე მათ საკარმიდამო ნაკვეთს ტბორავს და სავარგული ნაკვეთები მიაქვს.

პანდუსები ქედის სკოლებში

 

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის, პირველ მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისის, ვაიოს საჯარო სკოლებსა და ქედის კულტურის ცენტრის სახლში პანდუსები დაამონტაჟეს. 

ქედის გამგებლის მოადგილემ სამსახურის მანქანა დაამტვრია

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ნისანის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე მართავდა, 7 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე არსებულ დამცავ ბაგირს დაეჯახა და დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ გულების ასასვლელთან მოხდა. 

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა

 

დღეს, ქედის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან მხოლოდ 17 წევრი ესწრებოდა და კამათის ფონზე წარიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცებასა და  სპორტული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამაში (2014 წლის 28 იანვარს მიღებულ განკარგულება) ცვლილების შეტანაზე უნდა ემსჯელათ.

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 52 წლის დავით დუმბაძე, ქედის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით იურისტი დავით დუმბაძე 22 წლის მანძილზე უშიშროების სამსახურში მუშაობდა. რის გაკეთებას გეგმავს დავით დუმბაძე ქედაში მისი გამგებლობის პერიოდში? მან „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა. 

ქუჩის ბიბლიოთეკა ქედაში

 

ოსკარ უალდი, სტივენ კინგი, ანტონ ჩეხოვი, პროსპერ მერიმე – ეს იმ მწერლებისა მცირე ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების გაცნობა დაბა ქედის მოსახლეობას  დღეიდან ცხრა აპრილისა და თავისუფლების პარკში,  ღია ცის ქვეშ შეეძლებათ. 

სასკოლო ოლიმპიადა ქედაში

 

ქედის კულტურის ცენტრში, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება.

მინერალური წყალი, სასტუმრო და აბანოები კოკოტაურში

 

 

შპს  „კოკატაური“ ქედის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ახალ საწარმოს აშენებს. მინერალურ წყალთან ერთად საწარმოში მტკნარი წყალი ჩამოისხმება, აქვე გაიხსნება სასტუმრო და  მინერალური წყლის აბანოები მოეწყობა. 

“წავალ, მაგრამ სად წავიდე?” – უსახლკაროები მაღალმთიან აჭარაში

 

ნაზიკო საფარიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში, ორსართულიანი ძველი ხის შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს. სახლი იმდენად ამორტიზებულია, რომ აქ მცხოვრებ ოჯახებს, მათ შორის ნაზიკო საფარიძესაც, გეოლოგებმა ჯერ კიდევ გასულ წელს ურჩიეს საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ოჯახს არც ალტერნატიული ფართობი გააჩნია და არც ბინის დაქირავებისთვის საჭირო თანხა, ამიტომ ავარიულ შენობაში აგრძელებს ცხოვრებას. სამსულიანი ოჯახი, რომელიც უსახლკარო ოჯახების კატეგორიაში ირიცხება, თავს ტყეში დაკრეფილი ზღმარტლის გაყიდვით ირჩენს. 

Exit mobile version