დღეს, 23 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინტელექტუალურ შეჯიბრში ქედის 22 საჯარო სკოლის 22 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში, 85 ქულით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მუხრან მგელაძე გახდა. „100 ქულიდან 85 ქულა ძალიან კარგი შედეგია, მინდა ვთქვა, რომ შედეგი მოლოდინზე მეტია, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც „ეტალონელი მოსწავლე“ 55 – 60 ქულით გახდნენ. …
Tag Archives: ქედა
ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს
22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. „ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის …
Continue reading “ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს”
ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს
აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო. „მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის …
Continue reading “ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს”
უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს
ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩოგბურთის კორტისა და …
Continue reading “უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს”
ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]
ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“. ევა მიქელაძე, მხატვარი: …
Continue reading “ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]”
მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების პარკის მიმდებარედ, მდინარეების – აჭარისწყლისა და აკავრეთას შესართავთან ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში 1195 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის გაბიონის მოსაწყობად მილიონ 737 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. მშენებლობით სამუშაოებს ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო – 7“ ასრულებს. ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე …
Continue reading “მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში”
საინფორმაციო შეხვედრა ქალებისთვის ქედაში
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალ – ბიზნესმენთა ასოციაციის „ქალთა ოთახმა“ ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომელიც თვითმართველი ორგანოს სააქტო დარბაზში მოეწყო, ქედის გამგეობასა და აიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბათუმის „ქალთა ოტახის“ კოორდინატორმა ნათია სურმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს ბათუმში არსებულ „ქალთა ოთახში“ მოქმედი სერვისები გააცნო. „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქალებს, არა მარტო ბათუმში, არამედ რეგიონის სხვადასხვა …
გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”
ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, დაინიშნა. დირექტორის შეცვლასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც: 5 შტატით შემცირდა ადმინისტრაციის შემადგენლობა, რეორგანიზაციის გატარება დაგეგმილია გუნდშიც. ამ დროისთვის კლუბს ხელშეკრულება არც ერთ ფეხბურთელთან არ გაუფორმებია. ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვინ დარჩება თამაშგარეთ, ამას, ადმინისტრაციის განცხადებით, 17 თებერვლამდე ჩატარებული თამაშები განსაზღვრავს. შპს „ქედის …
Continue reading “გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში””
დისკუსია ტოლერანტობაზე სოფელ დოლოგანში
13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეკლა შერვაშიძემ და ნიკა სვანიძემ. დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.
80-მდე უსახურავო სახლი ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ …
დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის
დაბა ქედა იმ 28 დასახლების სიაშია, სადაც 2016 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისი ნუსხა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობის ნოტარიუსთა დანიშვნა შესაბამის დასახლებებში. სულ დასანიშნია 30 ნოტარიუსი, აქედან ერთი დაბა ქედაში. დასახლება …
Continue reading “დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის”
ქედის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა [ფოტო]
29 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო 4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. არ ფუნქციონირებს ცხრა საბავშვო ბაღი. ამ დროისთვის დაბაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს. რაც შეეხება სატრანსპორტო მიმოსვლას, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ხოლო შიდა სასოფლო გზებზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მხოლოდ …
Continue reading “ქედის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა [ფოტო]”
347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში წელს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. სოფელ ოქტომბერში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 15 იანვარს 347 337 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვის სახელნწიფო ვებგვერდის მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება. ტენდერი 5 თებერვალს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ოქტომბერში. სატენდერო პირობების მიხედვით, ქედის …
Continue reading “347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში”
ქედის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა
მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში ასევე გეგელიძეებში. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან არიან გადაყვანილი. სოფელ გეგელიძეებში, თამაზ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დღეს დილით განვითარდა. გუშინ, 7 იანვარს დილის საათებში კი მეწყერმა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ჩხობაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებლი სახლი დააზიანა. 7 …
31 დეკემბრის დილა ქედაში [ფოტო]
სულხან სალაძის ფოტორეპორტაჟი. მომზადებულია 31 დეკემბერს, დაბა ქედაში.
ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, დღეს, 8 დეკემბერს გამგეობის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანხის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ სოფელ ჯალაბაშვილებში პირველ და მეორე კატეგორიის ოჯახებს 2010 წელს გადასცა. მაშინ 57 000 ლარი ამ ოჯახებს სახლების ადგილმონაცვლეობისთვის გადაეცათ. რადგან საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მათ ბინები სოციალურ …
ქედაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, მეორე დღეა ქედაში, აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 16 მიმართულებით მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელის ადმინისტაციულ ცენტრამდე იქნება მოძრაობა აღდგენილი. რაც შეეხება საუბნო გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
ცხმორისის ტყეში დიდთოვლობის გამო ორი ადამიანია ჩარჩენილი
დიდთოვლობის გამო, ქედაში, ცხმორისის ტყეში ორი ადამიანია ჩარჩენილი. ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას აფარებენ თავს – “იქ მთის იაილებია და თავს აფარებენ ერთ-ერთ ქოხში, სადაც საკვებიც იყო და გათბობაც. თუმცა, შემდეგ ალბათ ტელეფონები დაუჯდათ და დღეს უკვე მათთან კონტაქტზე გასვლა ვეღარ მოხერხდა”. ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტყეში შემავალ გზას …
Continue reading “ცხმორისის ტყეში დიდთოვლობის გამო ორი ადამიანია ჩარჩენილი”
დეპუტატი ქედაში ინერტიული მასალის მოპოვების პროცესის შეჩერებას ითხოვს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ დღეს, სოფელ დოლოგანში, მდინარე აჭარის წყალზე ინერტიული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინეტრიული მასალის მოპოვება აქ კანონდარღვევით ხდება, მისი განცხადებით მაღალი გამავლობის ავტომობილების ხშირმა გადაადგილებამ შიდა სასოფლო გზა მწყობრიდან გამოიყვანა, დეპუტატი ინერტიული მასალის მოპოვების შეჩერებას და სასოფლო გზის მოწესრიგებას მოითხოვს. „სოფელ დოლოგანში მდინარე აჭარისწყალთან …
Continue reading “დეპუტატი ქედაში ინერტიული მასალის მოპოვების პროცესის შეჩერებას ითხოვს”
ქედაში 2016 წლის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს
დღეს, 25 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 2016 წლისადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. მომავალიწლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 8 მილიონ 698 500 ლარით განისაზღვრა. 2016 წლის პრიორეტეტები აუდიტორიას, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა ფინასისტმა ჯემალ ტაკიძემ გააცნო, ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს მთავარ ფინასისტთან ერთად კი მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე პასუხობდა.
გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა
გასული წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის პოზიცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია. საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული პოზიცია კონკურსს არ ექვემდებარება და გამგებლის მოადგილის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს.
„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე წლის განმავლობაში ყოველთვის ხდება რამდენიმე ისეთი ავტოავარია, რომელიც ადამიანების მსხვერპლით სრულდება. ავარიები, ძირითადად, გადამეტებული სიჩქარით არის გამოწვეული. გასულ წელს მაგისტრალზე 36 სიჩქარის შემანელებელი, ეგრეთ წოდებული „მწოლიარე პოლიციელი“ მოაწყო სახელმწიფომ. მათი დიდი ნაწილი უკვე აყრილია. ქედის გამგეობა ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე მათ ნაცვლად რადარების დამონტაჟებას გეგმავდა, თუმცა წელს ამ პროექტის განხორციელებას ვეღარ ახერხებენ.
ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში
ხელისუფლებას სოფლებში ნარჩენების მართვაზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს გაწერილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კი, მწირი ბიუჯეტის გამო, პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ. ვიდრე ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას დაიწყებს, მოსახლეობა ნაგავს სოფლის მდინარეებსა და ხევებში ყრის.
ქედის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მომავალი წლის ქედის ბიუჯეტის გეგმა 8 მილიონ 638 500 ლარია.
ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის
მაღალმთიანი აჭარის სოფლის სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე 84 ბავშვი სწავლობს. მათი უმრავლესობა დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეა. რამდენად ადაპტირებული სასწავლო გარემოა ინდივიდუალური სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე ბავშვებისთვის მაღალმთიანეთში და აკმაყოფილებს თუ არა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა სტანდარტებს?
ქაღალდზე დასრულებული პროექტები
ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება ობიექტის ჩაბარების შემდეგაც ხდება საჭირო. კომისია ობიექტს იბარებს, რამდენიმე თვეში კი ტენდერი იმავე ობიექტის შესაკეთებლად ისევ ცხადდება და, შესაბამისად, თანხაც იხარჯება. საკრებულოს ოპოციზია გამგეობას აკრიტიკებს, თუმცა ქედის გამგეობაში პრობლემას ვერ ხედავენ.
პოლიტიკური პარტიების დახურული ოფისები
„ქართული ოცნების“ რაიონულმა ოფისმა მუშაობა ქედის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში შეაჩერა. შეჩერდა სხვა პარტიების მუშაობაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ამ დროისთვის ქედაში ყველა იმ პარტიის ოფისის კარებია ჩარაზული, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად მუშაობდნენ. აქ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად აქტიურობდნენ „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეროვნული ფორუმი“ და „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“.
ქედის გამგეობასა და საკრებულოს თანამშრომლების გადამზადებისთვის 17 250 ლარი დაიხარჯება
დღეს, 30 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა 2016 წლის სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ქედის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში დასაქმებული 16 საჯარო მოხელე გადამზადდება. ამისთვის 17 250 ლარი დაიხარჯება.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა
ქედის „ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. დარბაზს 200 – მდე წიგნი გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადასცა.
ა(ა)ი.პ. ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი დავით ანანიძე ამბობს, რომ სამომავლოდ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაფართოვდება, არსებული ლიტერატურა კი თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, ყველა კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი და ნებისმიერ ადამიანს მოემსახურება.
ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 100 ჰექტარ მიწაზე თხილის ბაღების გაშენებას დააფინანსებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ანაკლიური ჯიშის თხილის ნერგსა და ბიოორგანულ სასუქს გაზაფხულზე გადასცემენ. ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით – ამ საკითხზე სამინისტროში იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომისია მიიღებს.
სოფელ დოლოგანში მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა
3 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში საღამოს ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა.
შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში
დღეს, 2 ოქტომბერს ქედის კულტურის ცენტრში პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ანანიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოზე მწერლებმა და სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა კი თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მაყურებელს და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.
როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები
მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლიდან ადამიანზე გადამდები უამრავი დაავადებაა აღრიცხული. ასეთი დაავადება ადამიანს დასნებოვნებული პირუტყვის რძისა და ხორცის მიღებით გადაეცემა. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოველთა დროული ვაქცინაცია და კონტროლი.
როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები 2012 წელს განვითარებული მიწისძვრის დროს დაზიანდა, დაპირებული კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ქედის საკრებულოს დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა დღეს,31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან ტრეფიკინგის თემაზე
დღეს, 31 ივლისს, ხელვაჩაურის პროკურატურისა და შსს ქედის სამმართველოს თანამშრომლები, ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, სოფელ ორცვასა და ძენწმანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და ტრეფიკინგის თემაზე ესაუბრეს.