Batumelebi | ქედის გამგებლის მოადგილემ სამსახურის მანქანა დაამტვრია ქედის გამგებლის მოადგილემ სამსახურის მანქანა დაამტვრია – Batumelebi
RU | GE  

ქედის გამგებლის მოადგილემ სამსახურის მანქანა დაამტვრია

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ნისანის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე მართავდა, 7 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე არსებულ დამცავ ბაგირს დაეჯახა და დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ გულების ასასვლელთან მოხდა. 

 

მამუკა ფარტენაძის განცხადებით, შემთხვევა სამუშაო დღის არასამუშაო საათებში მოხდა. გამგებლის მოადგილის თქმით, მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, ხოლო ავტომობილი საკუთარი ხარჯებით შეაკეთა, რადგან სახელმწიფო მანქანით საკუთარი საქმისთვის გადაადგილდებოდა.

 

„ავტომობილი მცირედ დაზიანდა და საკუთარი ხარჯით შევაკეთე, სამუშაო დღის არასამუშაო საათები იყო“, – აცხადებს მამუკა ფარტენაძე.

 

გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე