ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია. „არ …

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” [ფოტო]

  დღეს ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში 2016″ იმართება. სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები ამ წუთებში ქედის გამარჯვების პარკში იმართება. დღეს საპატიო ქედელის სტატუსი მიენიჭა  ბიბლიოთეკარს, პედაგოგს და ფრიდლნ ხალვაშის სახლმუზეუმის დირექტორს – ზურიეთ ბერიძეს, ექიმ-გინეკოლოგ მარინა პოლიაკოვას, გაზეთ “აჭარის” კორესპოდენტს ჟურნალისტ ოთარ ცინარიძეს, ისტორიკოს პუბლიცისტს შალვა აბაშიძეს და საგზაო ინჟინერს ვახტანგ ბერიძეს. თამბაქოს საჭრელი კაიმაღის გამოხდა სეფერატორიდან

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. “ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და …

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს. ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება. კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც …

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 400 ლარით გაზრდილი გამგებლის მოადგილის ხელფასი

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ხელფასი 400 ლარით გაუზარდეს. ეს გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს ხმაურის ფონზე მიიღო. დეპუტატების პროტესტი გამგებლის პირველი მოადგილის გურამ ბერიძისთვის სახელფასო სარგოს 400 ლარით გაზრდამ გამოიწვია, პროტესტის მიუხედავად ხმათა უმრავლესობით (11 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი) ბერიძეს ანაზღაურება 1 300 ლარიდან 1 700 ლარამდე გაეზარდა. ვიდრე …

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში …

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების …

ქედის სოფელ ჭინკაძეებში საცხოვრებელ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელ სახლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ამოქმედდა. სააგენტომ ჩათვალა, რომ სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სახლის აგების თარიღია XIX-XX საუკუნეების მიჯნა. რამდენიმე დღით ადრე სააგენტომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს …

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …

ქედის ხილის საწარმო პროდუქციის ჩინეთში გატანას გეგმავს

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში გასულ წელს გახსნა და პირველი პროდუქცია იმავე წელს, ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით გამოუშვა. საწარმომ დღემდე ასეულობით ტონა ხილი გადაამუშავა. საწარმოში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გააქვთ. „ნენას“ მენეჯერი გოჩა გათენაძე ამბობს, რომ საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობისას საათში მინიმუმ ერთი ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია, თუმცა …

„მახოს მარანი“ ვაიოში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები გორგილაძეების ექვსსულიანი ოჯახი საოჯახო ბიზნესს წლებია ეწევა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ მარანში ყოველდღიურად ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს იღებს და ოჯახში დაწურული ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება. საოჯახო ბიზნესთან ერთად გორგილაძეები შიდა მეურნეობასაც ეწევიან. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე შეფენილ სოფელ ვაიოში, სოფლის ცენტრში აბრაა წარწერით: „მახოს მარანი“, აბრიდან …

მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ცხმორისში, ჩარგაულარის უბანში საუბნო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოსულმა მასამ 12 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის 3 მთას, პირველი მაისის ორ სოფელსა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულს. „მობილიზებულია მობილური ჯგუფები, ტექნიკა და შესაბამისი უწყებები. ამ ეტაპზე …

„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გამგებლის პირველი  მოადგილის თანამდებობაზე სახელფასო სარგოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მისი ერთ-ერთ მოადგილე გურამ ბერიძე დააწინაურა და პირველ მოადგილედ დანიშნა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1700 ლარითაა განსაზღვურული. რა თანხა გაიწერება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება …

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა

დღეს მოსული უხვი ნალექის გამო, მეწყერი განვითარდა სოფელ ქვედა მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ დანდალოში იაშა არძენაძის საკარმიდამო ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათით ადრე, მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთანაც. ასევე დაზიანდა დაბა ქედაში 35-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, თუმცა ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია აღდგენილი. მეწყერული პროცესების …

აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა. ეკა ბარამიძე „იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან …

29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს. სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ. სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, …

მოძრავი სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში

საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ის ორი ავტმობილი წარუდგინა, რომელიც დღეიდან მოქალაქეებს ადგილზე საგადასახადო მომსახურებას გაუწევს. ნოდარ ხადურის თქმით, მოძრავი ორი სერვისცენტრიდან ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთ საქართველოში წინასწარ განსაზღრული გრაფიკით იმუშავებს. „ჩვენ ის შესაძლებლობა არ აგვაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ ცენტრში სტაციონალური სერვისცენტრი გვქონდეს, ამიტომ …

ქედის მუზეუმის დირექტორის სწავლა მუზეუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა

დღეს, 2 ივნისს, ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლა დაიფინანსა. მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიიღო დოქტორანტურის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება – 2250 ლარი. მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსება კანონიერია. „მუნიციპალიტეტს მივმართე თხოვნით და ნაწილობრივ დამიფინანსა ჩემი …

ქედის საკრებულოს ოპოზიცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს

„უნდა მაჩვენონ რამდენი სპორტსმენი ჰყავთ, მაგრამ მე მაინც არ მეშინია,“ – ასე იხუმრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის საკრებულოს წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ სხდომის მსვლელობისას, როდესაც დეპუტატებმა „ქედის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის ანგარიში მოისმინეს. სასპორტო სკოლის დირექტორის არჩილ გორგილაძის თქმით, სასპორტო სკოლის ბაზაზე ქედაში სექტემბრიდან კარატის სექცია გაიხსნება, სპორტის ამ სახეობის დაუფლება ნებისმიერი ასაკისა და სქესისი ადამიანს …

დღეს დანდალოს თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, მორიგი აქცია დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში ჩატარდება. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას  ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგითა და ექოსკოპისტით. ისინი მოსახლეობას სხვადასხვა კვლევებს ჩაუტარებენ.  

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ …

ქედის გამგებელი: დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და გულშემატკივრების წინაშე

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და გამგეობის პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა. „როგორც იცით 10 მაისს, ხობის „კოლხეთსა“ და ქედის „ბეთლემს“ შორის გამართულ მატჩში ქედის „ბეთლემი“ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა შედეგის წინასწარ დაგეგმვაში ამხილა, რის გამოც გუნდი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგიდან იქნა დაქვეითებული, დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო 4 …

78 წლის ხელოსანი კომპანიამ მოატყუა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ შევაბურში მცხოვრები 78 წლის იური ბასილაძე შპს „კაპიტალს“ 3 400 ლარს ედავება. კომპანიასა და იური ბასილაძეს შორის დავის მიზეზი სოფელ ბელტურში ბაგირზე დაკიდული ის ხიდია, რომელიც იურიმ ორ შვილთან ერთად კომპანიასთან სიტყვიერი მოლაპრაკების საფუძველზე შეაკეთა. იურის თქმით, გაწეული სამუშაოებისთვის კომპანია მას დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდის. 78 წლის იური ბასილაძემ სოფელ ბელტურში ბაგირზე …

უფუქციოდ დარჩენილი წისქვილები აჭარის სოფლებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში აშენებული წისქვილით დღემდე არავის უსარგებლია, რადგან ელექტროენერგიაზე მომუშავე წისქვილებში მრიცხველები ვერ დაამონტაჟეს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭალახმელაში, მოსიაშვილებსა და ხარაულაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენებული წისქვილები არ ფუნქციონირებს – წისქვილების ელექტროქსელში ჩართვა სოფლებმა დღემდე ვერ მოახერხეს. საჭირო თანხა სოფლის პრიორიტეტად დასახელებულ ობიექტებში მრიცხველების დასამონტაჟებლად ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ …

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი …

დანდალოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში დღეს დილიდან საპროპტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის ფარგლებში სოფელ დანდალოში დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს და ხაზის ადგილმონაცვლეობას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების ახლოს გაივლის და შიშობენ, რომ ახალი ხაზის მშენებლობით ადგილობრივი მოსახლეობა …

უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში

7 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგითა და ონკოლოგით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიყეთში ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული …

ქედაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქედაში, სოფელ კოლოტაურში, 30 აპრილს დაკარგული 85 წლის მურთაზ წითელაძე სოფლის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ კოლოტაურში მცხოვრები მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

ქედაში არსებულ უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ, განათლების სამსახურის უფროსთან, ეკა ქაჯაიასთან ერთად მიულოცა და მათ საჩუქრად პასკები, კვერცხები და შოკოლადი გადასცა. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციართა სააღდგომო საჩუქრებისთვის, მთლიანობაში, 52 პასკა და 130 კვერცხი, ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. საჩუქარი ქედაში სასადილოს ყველა ბენეფიციარს – 26 ადამიანს …

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე: თანხა იხარჯება, კმაყოფილი არავინაა

„თანხა იხარჯება, კმაყოფლი არავინაა, ეს სამსახური თავის ფუნქციას კარგად არ ასრულებს,“ – ეს შეფასება ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სხდომის მსვლელობისას ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, როდესაც განათლების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. ამირან ცინცაძე ამბობს, რომ 2015 წელს ამ სამსახურს …

ქედაში 85 წლის მამაკაცს ეძებენ

ახლობლების ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში მცხოვრები, 85 წლის მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. დაკარგულს მთელი ღამის განმავლობაში  ოჯახის წევრები ეძებდნენ, გუშინ დილიდან კი, სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. დაკარგული მამაკაცი ამ დრომდე არ უპოვიათ.

ქედაში მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა

ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე დღეს მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა. სექციის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციამ დღესვე ეროვნული ნაკრების წევრებს შორს საჩვენებელი ტური მოაწყო. „ქედაში ყველა ის საჭიროება და ბაზა არსებობს, რომ სპორტის ამ სახეობამ იფუნქციონიროს, ინვენტარი შევუძინეთ ქედის სექციას, მწვრთნელიც გვყავს, ვგეგმავთ შუახევსა და ხულოში გავხსნათ მშვილდოსნობის სექციები, ჩვენ ამ მომენტისთვის ოთხი მშვილდი შევიძინეთ, თუ იქნება …

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს. ოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში …

ქედის გამგებლის 2015 წლის ანგარიში

დღს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. გამგებელმა ისაუბრა როგორც გასულ წელს ქედაში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე 2016 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოებზეც. დეპუტატებმა გამგებელს ქედის გაზიფიცირებაზე, ჰესების ასაშენებლად გვირაბის მოსაწყობად დაგეგმილ სამუშაოებზე, ინერტული მასალის მოპოვებასა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს კითხვები. „როდის დაიწყება ჰესების მშენებლობა? რა …

Exit mobile version