Batumelebi | ზარალს ქედაშიც დაითვლიან ზარალს ქედაშიც დაითვლიან – Batumelebi
RU | GE  

ზარალს ქედაშიც დაითვლიან

 

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გუშინდელმა ძლიერმა ქარმა გარკვეული ზიანი მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მიაყენა, თუმცა ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. ქედაშიც ძირითადად სახლებს სახურავები გადახადა.

 

სოფელი გარეტყე. აქედან 8 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც ჩინური კომპანია ოქროზე საძიებო სამუშაოებს ატარებს
სოფელი გარეტყე. აქედან 8 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც ჩინური კომპანია ოქროზე საძიებო სამუშაოებს ატარებს

„ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა სოფლებში – ზენდიდი, ქედა, ძენწმანი, 1 მაისი, კოლოტაური და ოქტომბერი. სოფელ დანდალოში დაზიანდა ტრანსფორმატორი. ზვარეში დაზინა ამბულატორისა და სკოლის სახურავი, მაგრამ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა“, – უთხრა ქედის გამგებელმა „ბათუმელებს“.

 

დავით დუმბაძის თქმით, ქედის სოფელში მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ენექტროგადამცემი ხაზები თუ ბოძები. გამგებლის თქმით, შესაბამისი კომისია  ზარალის ოდენობას დაითვლის. გამგებელი ირწმუნება, რომ ყველა დაზარალებულს შეუსყიდიან სახურავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები