საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 5-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 22, კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 294 პირი. რაც შეეხება მსოფლიოს, ამ დროისთვის, სულ კორონავირუსის 860 181 შემთხვევა დასტურდება, აქედან 178,359 გამოჯანმრთელდა, ხოლო 42,345 …

ღამემ მშვიდად ჩაიარა – შსს

„მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“ – აცხადებს შსს. კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – …

თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების განხორციელებას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტრო ამ პერიოდში  სულ 10 მილიონის საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტების შეძენას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მნიშვნელოვნად გართულდა პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მათი უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, ვალუტის კურსის, …

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

იყო თუ არა დაცული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი, ინფექციური საავადმყოფოს მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ? რა ზომები მიიღო  ჯანდაცვის სამინისტრომ დაინფიცირებული  პირის ყველა სავარაუდო კონტაქტის დასადგენად და როგორ და რამდენ საათში მოხდა ამ კონტაქტების დადგენა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ქალბატონო ნინო, გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის ირგვლივ. საუბარია …

ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსი აღმოაჩნდა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს, რომლებიც მოგზაურობდნენ ინგლისში იმ ბერთან ერთად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა COVID-19 – იუწყება ბერძნული მედია. ბერების ასაკი 40-55 წელია. COVID-19-ით ინფიცირებული ბერები ერთად იმყოფებოდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში 5-17 მარტს, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ. ისინი ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში, კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს. ათონის …

„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი დაუთვლელია. გაურკვეველია რა დროით გაგრძელდება ვითარება, რამაც ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, ზარალდება ძალიან ფართო სპექტრი, ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, არამედ „ყველას დახმარებაზე“ უნდა იფიქროს.  გიორგი პაპავა: შეცდომა იქნება, ჩავთვალოთ, რომ ვიწრო წრე არის იმ ადამიანების, ვინც ამ მოვლენების …

21:00 – კომენდანტის საათი ამოქმედდა

დღეს, 31 მარტს, 21:00 საათიდან, ამოქმედდა  საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. ამ წუთებიდან გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. „შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, იმ სუბიექტების სატრანსპორტი საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა …

ზუგდიდში მარტოხელა პენსიონერებისთვის აქტივისტები თანხას აგროვებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერებისათვის სამოქალაქო აქტივისტები თანხას აგროვებენ. საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო  კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში აკრძალულია შიდაგადაადგილება ნებისმიერი სახის მუნიციპალური ტრანსპორტით. ასეთ დროს  განსაკუთრებით რთულ დღეში ის მოხუცები აღმოჩნდნენ, ვისაც არც საკუთარი ავტომანქანა და არც ტაქსის ფული აქვს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირაა დაიწყო სურსათის დარიგება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და ჰყავთ …

შემიძლია თუ არა ჩავიტარო ფასიანი ტესტი კორონავირუსზე? – ინტერვიუ

კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით, ადამიანების ნაწილს სურვილი აქვს ჩაიტაროს ტესტი იმ შემთხვერვაშიც კი, თუ ტესტი ფასიანი იქნება. შეუძლიათ თუ არა ამ მომსახურების მიღება დღეს ადამიანებს ბათუმში და თუ არა, რა ზომებს უნდა მიმართონ ვირუსის დროულად დასადგენად? ამ თემაზე „ბათუმელები“  აჭარის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ოჯახის ექიმს, დალი დავითაძეს ესაუბრა. ქალბატონო დალი, ადამიანებს აინტერესებთ, შესაძლებელია …

ბათუმის ინფექციურს 23-მა პირმა მიმართა, მათგან შვიდს ანალიზს ჩაუტარებენ

ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტს აკვირდებიან – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავად მიმართეს საავადმყოფოს, რადგან აღენიშნებათ რესპირატორული ინფექცია და ეჭვი აქვთ CIVID-19-ზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-დან შვიდ პირს საეჭვო სიმპტომები აქვს, ამიტომ მათ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩაუტარებენ, ხოლო 16 პირს დააკვირდებიან, საჭიროების შემთვევაში კი მათაც გამოიკვლევენ. დღეს, 31 მარტს, ბათუმში დაწყებული თერმოსკრინინგის შემდეგ მაღალი …

კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს

ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან 2000-მდე მოქალაქის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადახსხვა რეგიონში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით“ – აცხადებს მერია. მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული რეისების მიხედვით. შესაბამისი თანხა ბათუმის …

კორონავირუსი აქვს პირს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა კახეთში

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდას, რომელიც კახეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. გურჯაანის მერიის განცხადებით, ახალგაზრდა 19 მარტს ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩავიდა თბილისიდან კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. „გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე,“ – აცხადებს გურჯაანის მერია. ამ დროის მონაცემებით [31 მარტი, 17 სთ] …

ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს სპეციალური ავიარეისით ჩამოიყვანენ ბულგარეთიდან

სპეციალური ჩარტერული რეისით ბულგარეთიდან, კერძოდ, ქალაქ ბურგასიდან საქართველოში ჩამოიყვანენ ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის [COVID-19] გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს საქართველოში გაივლიან. ავიამომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულება [რეისი: თბილისი-ბურგასი-თბილისი] სააგენტოსა და შპს „მაივეი ეარლაინს …

სოციალურად დაუცველები რძისა და ხორცის პროდუქტებს 21 აპრილამდე ვერ მიიღებენ

1-ელი აპრილიდან უფასო სასადილოები დაიკეტება. იმ ადამიანებს კი, ვინც ამ სასადილოებით სარგებლობდა, ერთი თვის მარაგს სახლში მიუტანენ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და აქ 900-მდე ადამიანი იკვებებოდა, სასადილოთი მოსარგებლე ოჯახებს საკვების მარაგს სახლში მიუტანს. ამის შესახებ მუნიციპალური სასადილოს ხელმძღვანელმა, ასლან გელაძემ უთხრა „ბათუმელებს“. ამ პერიოდში უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირები რძისა და ხორცის პროდუქტებს …

ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ: „ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ …

კორონავირუსის ერთი შემთხვევა სოფლის ექიმმა ამოიცნო – მას მადლობა გადაუხადეს

„მე მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის ექიმს, მან მშვენივრად შეძლო [კორონავირუსის] შემთხვევის ამოცნობა და შემდეგ ისევ მათი დახმარებით დავადგინეთ ათეულობით კონტაქტი,“ – განაცხადა დღეს, 31 მარტს, გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მან დღეს მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ექიმს და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს გადაუხადა: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო …

აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა

დღეს, 31 მარტს, დილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბლოკ-პოსტებზე დაიწყო ავტომანქანების შემოწმება. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი ამბობს, შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულების პროცესს. „ბლოკ-საგუშაგოებზე მიმდინარეობს როგორც ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება, ასევე ხდება თერმოსკრინინგიც.  რამდენიმე პირი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ ტემპერატურა და მივუთითე, რომ სამედიცინო პუნქტში გაიაროს კონსულტაცია. ჯერჯერობთ არ …

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება – ეროვნული ბანკი

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2020 წლის 31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. რა დროით იხურება სავალუტო ჯიხურები, ეროვნულ ბანკში არ აკონკრეტებენ. საქართველოში 2020 წლის 22 აპრილემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ყველა პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ძირითადად ამ პერიოდზეა გათვლილი. ეროვნული ბანკის განცხადებით, დროებით …

კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 278 ადამიანი. დღეს საღამოს 21:00 საატიდან ქვეყანაში კომენდაბტის საათი ამოქმედდება. გადაადგილების უფლება მხოლოს სპეციალური საშვის მქონე პირებს მიეცემა.

ბათუმისა და კიდევ 7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. …

30 მარტს COVID 19-ის შემთხვევები 11-ით გაიზარდა – პირველად

30 მარტს COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 11-ით გაიზარდა. დილით კორონავირუსით ინფიცირების 92 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საღამოს კი – 103. ეს პირველი შემთხვევაა, როცა COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები საქართველოში ერთ დღეში 11-ით გაიზარდა. წინა დღეებში COVID 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთი იყო: 26 მარტს – 79 შემთხვევა [წინა დღესთან შედარებით გაიზარდა 4-ით] 27 მარტს – …

Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ Covid-19-ით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალს [ექთანს] ვირუსი გადაედო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტისგან, რომელსაც დახმარებას უწევდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ექთანი მოქმედებდა ასეთ შემთხვევებში არსებული პროტოკოლის ფარგლებში, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი მაღალია. „დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, …

არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

მთელი მსოფლიო კარანტინშია. ადამიანებს უჭირთ შინ დარჩენა და გარეთ გაჭრას ლამობენ. ასეთებს მერე პოლიცია აჯარიმებს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო. თუ კორონავირუსის ეპიდაფეთქებამდე ფეისბუქზე თქვენი ,,ფრენდები“ დღეში ერთ ან ორ პოსტს წერდნენ, ახლა ყველა ყველაფერს პოსტავს ისტერიულად და ხვდებით, რომ სხვების ცხოვრებაში ასე დეტალურად ჩახედვაზეც ნამდვილად არასდროს გიოცნებიათ. თავადაც ვერ ხართ მაინცადამაინც კარგ გუნებაზე …

„დარჩი სახლში ნიშნავს იმასაც, რომ არ გადახვიდე მეზობელთან ყავაზე“ – ზაალ მიქელაძე

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა მკაცრად დაიცვან ფიზიკური იზოლაციიის წესები: „არავის არ მოუხსნია ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩი სახლში“. ნუ გაიგებენ, რომ „დარჩი სახლში“ ნიშნავს  სამუშაოზე არ წახვიდე,  მაგრამ იარო მეზობლებში,  ყავაზე, დაბადების დღეებზე და ა.შ. სანამ ამას არ მიხვდება ჩვენი ხალხი, მანამდე უნდა იცოდნენ …

კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი

ბათუმში დღეს, 30 მარტს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ინფიცირებულ პირთა კონტაქტისას გადაედო Covid-19. „მთავარის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებული პირი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან გადაამოწმა. „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ინფიცირებული ექიმი, რაც მინისტრმა უარყო. კითხვაზე, …

„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …

სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება

ქვეყნის საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებს. შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელების მიზეზად კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება (პანდემია) და საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის დაწესება სახელდება. „ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მომწოდებლები ვერ უზრუნველყოფენ სურსათის სტაბილურ მოწოდებას …

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

30 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 101 739 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში სულ 1 648 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალი შემთხვევების ოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია. შედარებისთვის გუშინ, 29 მარტს, 3 815 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 30 მარტამდე, ვირუსით 11 591 ადამიანია გარდაცვლილი. 30 მარტის …

ვის დასჭირდება სპეციალური საშვი 31 მარტიდან – კომენდანტის საათი

კომენდანტის საათის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები. როგორც დღეს, 30 მარტს, ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხვალ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის, ასევე ფეხით გადაადგილება ქალაქში. გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებისთვის. კომენდანტის საათებში გადაადგილების დროს სპეციალური საშვი დასჭირდებათ: მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ასევე იმ ავტომანქანებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან მობილური კავშირგაბმულობის …

ბათუმში კორონავირუსის მერვე შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული, დაახლოებით 50 წლამდე ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას ვირუსი ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად გადაედო. სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფიცირების წყარო დადგენილია. ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ. 29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 100 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.] ამავე თემაზე:  ბათუმში …

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“. „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის …

ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად ბათუმში ხვალიდან [ 31 მარტი]  მუნიციპალური  ტრანსპორტი არ იმოძრავებს. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. „ჩვენი ერთადერთი …

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, მათ ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ „შეგრძნება ან ცხელება“. გარდა ამისა, ისინი უნდა ჩაერთონ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. „პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები, უახლოეს დღეებში და აქ საუბარია ერთ-ორ დღეზე, გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის …

ვინც თავშესაფარს დატოვებს, უფლება არ აქვს, უკან დაბრუნდეს

ბათუმში  ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს, ერთი მუნიციპალურია, მეორე კი – კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟის ქვეშ. როგორც „კარიტასის“ მიერ დაფინანსებულ  ღამის თავშესაფარში „ბათუმელებს“ უთხრეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თავშესაფარში მცხოვრებ პირებს უფლება აქვთ, დღის განმავლობაშიც დარჩნენ თავშესაფარში. „ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა, გასაგებად ავუხსენით „კარიტასის“ წესები და მოთხოვნები. მათ უფლება აქვთ დღისითაც დარჩნენ თავშესაფარში, მაგრამ ვინც …

როგორ უნდა დაბრუნდნენ სტამბოლში ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში? – ელჩის განმარტება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქზე წერს, რომ საელჩო ყველაფერს აკეთებს თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ქართველების დასახმარებლად. საქმე ეხება გუშინ, 29 მარტს მომხდარ ფაქტს, როდესაც ავტობუსი, რომლითაც საქართველოს 54 მოქალაქე საქართველოში ბრუნდებოდა, თურქმა სამართალდამცავებმა უკან, სტამბოლში დააბრუნეს. მოქალაქეები აჭარის ტელევიზიას უყვებიან, რომ მათ წუხელ ღია ცის ქვეშ გაათიეს ღამე. „გუშინ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც …

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული, სამი ინფიცირების წყარო უცნობია

30 მარტის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან სამი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 266. 

Exit mobile version